Archive for მარტი, 2011

” გიგა ბოკერიაზე მეტი შემოსავალი მის ცოლს აქვს…”

ხალხი კულუარებში ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგს საუბრობს:

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გიგა ბოკერიას 2010 წლის ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა. დეკლარაციის თანახმად, გიგა ბოკერია მეუღლესთან თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად თბილისში, პეკინის გამზირზე, 60 კვ.მ. ფართის ბინაში ცხოვრობს. თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე ირიცხება მსუბუქი ავტომანქანა BMW 120.

გიგა ბოკერიას საბანკო ანგარიში თიბისი ბანკში აქვს გახსნილი. დეკლარაციის შევსების დროს, მიმდინარე ანგარიშზე 3 ათასი ლარი ერიცხება. თამარ ჩერგოელიშვილს რამდენიმე საბანკო ანგარიში აქვს. ფრანგულ ბანკ ეიჩ–ეს– ბი–სის შემნახველ ანგარიშზე 15 ათასი ევრო ერიცხება. თიბისი ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 1. 500 ლარი; სახალხო ბანკში – 16. 000 ლარი; საქართველოს ბანკის ანგარიშზე კი მას თანხა არ აქვს.
დეკლარაციის თანახმად, გიგა ბოკერია სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თამარ ჩერგოელიშვილი კი, 2009 წლის ნოემბრიდან „ტაბულას“ დირექტორია.
2010 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გიგა ბოკერიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მინისტრის პირველ მოადგილედ ყოფნის გამო, 72. 802 ლარი და 50 თეთრი აიღო. თამარ ჩერგოელიშვილის შემოსავალი კი, 2010 წლის განმავლობაში, 96 ათასი ევრო იყო. მან ეს თანხა ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერობისთვის მიიღო.”

 

“შეხედე შენ…”

 

“ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძემ თავის კუთვნილი სასურსათო ვაუჩერი ფოთის ქ.N9-ში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბერუაშვილების შვიდსულიან ოჯახს გადასცა. ბარამიძემ, ასეევ თავის კუთვნილ ვაუჩერთან ერთად მეგობრების ვაუჩერებიც გადასცა და საკვები პროდუქტიც ჩაუტანა ოჯახს.”

 

“ამის დედა ვატირე , მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავალი ან პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს ,

ზოგ გაზულუქებულ ჩინოვნიკებს კი 72 ათასი !!!”

 

“მე ბოკერია უფრო მდიდარი კაცი მეგონა
60 კვ, მ ბინაში როგორ ეტევა?”

 

“ეგ ზოგადად ეგრეა საქართველოში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან ჩინოვნიკებს არაფერი არ ქონდათ, აი მათი ცოლების სახლზე კი იყო მიწები, სახლები, მანქანები და ა.შ.”

 

“როგორ შეიძლება ბოკერიას ცოლს ფული ჰქონდეს კაცო. მერე რა, თუ მთელი ცხოვრება წელებზე ფეხს იდგამს”

 

გიგა ბოკერია

“ქუთაისის მერიას აფეთქებდნენ?”

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისში მერიის აფეთქებას ცდილობდნენ. ამის შესახებ “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ქუთაისიდან იტყობინება. დაკავებულია ზუგდიდის 2 მაცხოვრებელი. ამოღებულია ასაფეთქებელი ნივთიერება ტროტილი.  რას ფიქრობს ხალხი:

ქუთაისის მერია, აფეთქება

“მიზეზიც ხომ უნა ჰქონოდათ ?”

 

“ტერაქტებიღა გვაკლდა…”

 

“აქ თუ რუსული კვალი არ იყოს, მე ვიყო ლავროვი.

გინდა პარანოიკი მეძახეთ, გინდა ჭკუამახვილად იღადავეთ.”

 

“რამე ახალ პალესტინასთან გვაქვს საქმე??”

 

“სულ გაგიჟდა ეს ხალხი რააააა”

 

“ნუ პირდაპირი სამხედრო და პოლიტუკური ბერკეტებით მიზანს ვერ მიაღწიეს და გამოდის რომ უკვე ტერორისტების შემოტევებით მოგვიწევს “მათი” მოგერიება.”

 

“სიტუაცია გაუგებარია. ორი კაცი დაუკავებიათ და ტროტილი ამოუღიათ.”

 

“საქართველოში რაც კარგი ხდება მიშას დამსახურებაა
რაც ცუდი რუსის”

 

“ყველაზე ცუდი კიდე ისაა ამ სიბინძურეში ჩვენივე მოქალაქეებს რომ ითრევენ და მათ აუბედურებენ.
ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია ბოლომდე გავაუბედუროთ და დიდი ხნით ციხე მივუსაჯოთ.
ძაან ვერაგული გათვლა აქვთ გაკეთებული”

“სამოთხე, ხალხი 300 ლარით ცხოვრობს…”

ხალხი 300 ლარზე ცხოვრობს და ამ “სამოთხიდან” გაქცევას საერთოდ არ ფიქრობს:

 

“”მთელი საქართველო 300 ლარით ცხოვრობს და არსად არ აპირებს წასვლას”…ამას გვიმტკიცებს მურმან პატარაია სტუდია “ობიექტივის” ერთ გადაცემაში: http://www.obieqtivi.net/video.php?cid=2109

 

“არ ვიცი 300 ლარი აქვთ სანატრელი თუ 300 ლარად მხოლოდ მურმან პატარაია ახერხებს ცხოვრებას…ეგეც მაინტერესებს რამდენად ადვილია 300 ლარიანი სამუშაოს შოვნა და შეიძლება თუ არა იცხოვრო ამ 300 ლარით”

 

“1. გაჩნია ვისთვის.
2. არ შეიძლება.”

 

“მე პირადად არსად წამსვლელი არ ვარ,მიუხედავად იმის რომ ახლობლები აშშ-ში მეპატიჟებიან…
ასე,რომ არიან ადამიანები რომლებსაც სამშობლოდან წასვლა არ უნდა smile.gif

 

“ძალიან ბევრი ოჯახი ცხოვრობს 300 ლარზე და უფრო ნაკლებზეც

გაიკითხ-გამოიკითხეთ საახლობლოში და მიხვდებით

სოფლებში მითუმეტეს სანატრელი აქვთ 300 ლარიც კი

სამუშაოს განყოფილებაშიც შეიარეთ ხოლმე რა თანხას სთავაზობს ზოგი დამქირავებელი ხალხს”

 

“იმასაც ხომ გააჩნია ოჯახში რამდენი წევრი მოიაზრება, საშუალოდ სამი სული რომ ავიღოთ, ფიზიკურად შეუძლებელია…
სულზე 300 ლარი ნორმალურია დღევანდელი სიტუაციის გათვალისწინებით საქართველოს და მსოფლიო კრიზისის ფონზე ..”

 

“როგორ არის ნორმალური,მითუმეტესს,თუ ოჯახში ბავშვია.

სულზე სამასი ლარით ,შეიძლება არ მოკვდე,მხოლოდ ესაა.

ესეც იმ შემთხვევაში,თუ გაქვს დაზღვევა .”

 

“რა მარტივად საუბრობს ზოგი,,,,
300 კიარა 200 ლარიანი სამსახურის გულისთვის ერთი ადგილის მიმცემია დღეს ამ ქვეყანაში 70 პროცენტი მაინც,,,,,
კურიერი ჭირდებოდა 6 თვით ერთ სახელმწიფო დაწესებულებას 250 ლარი ხელფასით და ერთ კვირაში ათასხუთასი განცხადება შევიდა………”

“დავხვდეთ ბიჭებს, მერე რა რომ წააგეს…”

ქართული ფეხბურთი, რომ ნელ-ნელა კომიდან გამოდის, ეს სულ რამდენიმე დღის უკან უკვე დავინახეთ. ხალხი მადლობას თემურ ქეცბაიას და ბიჭებს უხდის. მათ ხორვატიასთან თამაშისას ერთით ნოლით მოგება შეძლეს. გამარჯვებით აღტაცებულ საზოგადოებას კვლავ მოგების იმედი ჰქონდა ისრაელთან შეხვედრისას, თუმცა ამ შემთხვევაში ერთით ნოლი წავაგეთ, თუმცა კულუარებში ხალხი ამ საკითხს შემდეგნაირად უყურებს:

ქართული ფეხბურთი

“თამაში 1 გოლით წავაგეთ, პირველად დამარცხდა ჩვენი გუნდი, ეხლა მიზეზების განხილვას არ აქვს აზრი, დაქოქეთ თქვენი დრანგულეტები, გამოიტანეთ დროშები, მოიწმინდეთ ცრემლი და გამორეცხეთ პირი გუნდის კრიტიკისგან, ომი გრძელდება და მიზანი წინაა, უამრავი ბრძოლაა კიდე გადასატანი! უფრო მეტი სიხარული უნდა მოგვიტანონ, ეცი პატივი შენს თავს და იმ გუნდს, რომელმაც ასე გაგვახარა ამედენი ხანი, აწიე ერთი ადგილი ირგვლივ ხალხს მოკიდე ხელი და დავხვდეთ ბიჭებს და გავამხნეოთ შემდეგი მატჩისთვის, ნუ გამოვჩნდებით ვიგოდნიკებივით, მარტო ლხინში რო უყვართ მეგობრები ძმები და გუნდი !”

“სრულიად გეთანხმები
რაც მთავარია პროგრესი არის
წაუგებელი გუნდი კიდე არ არსებობს”

“სანამ ეროვნული ჩემპიონატი არ გაძლიერდება, ჩვენ შედეგი არ გვექნება! ეროვნული ჩემპიონატის თითოეული თამაში უნდა იყოს უდიდესი ინტერესის მომცველი, ფაქტიურად ზეიმი უნდა იყოს, სტადიონები გადაჭედილი და ქომაგები და ფანკლუბი თითოეულ გუნდს. სხვა შანსი არ არსებობს… ვერ შევთამაშდებით! ფეხბურთი კოლექტიური სპორტია, გუნდი ერთი ცოცხალი ორგანიზმი, ერთი ტვინით უნდა აზროვნებდეს და ეს ტვინი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში უნდა ყალიბდებოდეს. რაც არის საქართველოს ჩემპიონატი, როგორიც არის ქვეყნის ინტერესი მის მიმართ, ის არის შედეგიც.”

“ზოგიერთს დაავიწყდა ეტყობა ქეცბაიამ რა ნაკრები ჩაიბარა…..რაც აქამდე ითამაშეს და გააკეტეს მაგისთვისაც დიდი მადლობელი ვარ.და ზოგიერთ ვაი გულშემატკივარს ვეტყვი რო ჯობია ჯერ გულშემატკივრობა ისავლოს და მერე ატლიკინოს ენა.

რა რესურსიც არის ფეხბურტელების და რა დონემდეც იყო დავარდნილი გუნდი იმის ფონზე კიდე კარგად თამაშობენ და ამ ერთი თამაშით არ განისაზღვრება ყველაფერი.მითუმეტეს მაშინ როდესაც 3 დღით ადრე მძიმესი თამაში ქონდა ნაკრებს ხორვატებთან და დასვენების საშუალებაც არ მიეცათ და ისრაელს ჩვენგან განსხვავებით ორივე თამაში სახლში ქონდა.”
“ჩვენ რომ ამ ორ თამაშში 2 ქულა აგვეღო, ესეც გასვლისათვის ძალიან და თითქმის საკმარისი შედეგი იქნებოდა, ხოლო ჩვენ ავიღეთ 3! ძალიან კარგი შედეგია. საგანგაშო ნამდივილად არაფერია. ახლა თუ ვიღაცა ტოტალიზატორში გამდიდრებას ელოდა მაგი სხვაა და საქართველოს ნაკრების შანსებთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს უკე წაგებულის პრობლემაა.”

“ხაინდრავას ზუგდიდელებმა დაპირებული შეუსრულეს…”

ფორუმზე გავრცელებული ინფორმაციით გოგო ხაინდრავა ბევრ ფაქტს საგულდაგულოდ მალავს,

“რეჟისორი, სახელმწიფო მინისტრი და ოპოზიციის წვერებიანი ლიდერი პოლიტიკიდან გაწბილებული წავიდა. თანაც, ისე წავიდა, რომ ბოლო, „ქურდული“ სიტყვის დაგდება არ დავიწყნია. ჩასვრილებთან არაფერი მესაქმებაო, სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა ხაინდრავამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ გიორგი სააკაძის ძეგლთან, მის მიერ დაანონსებულ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა დაითვალა და არ მოეწონა.   სხვათაშორის, გოგა ხაინდრავა მისი ცხოვრების ბევრ ეპიზოდს დღემდე საგულდაგულოდ მალავს. როცა „მხედრიონის“ წევრობაზე ჩამოუგდებენ სიტყვას, ამბობს, რომ მაშინ ოპერატორი იყო; როცა ოპერატორობის პერიოდზე ჰკითხავენ, რატომ ერთხელ მაინც არ გადაიღე ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიტინგის დარბევაო, ამბობს – მაშინ თბილისში არ ვიყავიო. ოპოზიციის წვერებიანი, ყოფილი ლიდერის საგულდაგულოდ მიჩქმალულ ფაქტებს შორის არის რამდენიმე მისი ვიზიტი ზუგდიდშიც, როცა ერთხელ სასწაულებრივად გადაურჩა ცემას, მეორედ კი ამ არასასიამოვნო პროცესისთვის თავის არიდება ვეღარ შესძლო.  


სხვათაშორის, გოგა ხაინდრავა მისი ცხოვრების ბევრ ეპიზოდს დღემდე საგულდაგულოდ მალავს. როცა „მხედრიონის“ წევრობაზე ჩამოუგდებენ სიტყვას, ამბობს, რომ მაშინ ოპერატორი იყო; როცა ოპერატორობის პერიოდზე ჰკითხავენ, რატომ ერთხელ მაინც არ გადაიღე ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიტინგის დარბევაო, ამბობს – მაშინ თბილისში არ ვიყავიო. ოპოზიციის წვერებიანი, ყოფილი ლიდერის საგულდაგულოდ მიჩქმალულ ფაქტებს შორის არის რამდენიმე მისი ვიზიტი ზუგდიდშიც, როცა ერთხელ სასწაულებრივად გადაურჩა ცემას, მეორედ კი ამ არასასიამოვნო პროცესისთვის თავის არიდება ვეღარ შესძლო.

პირველი შემთხვევის დროს, გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრი იყო და ხშირად სტუმრობდა კონფლიქტის ზონებს, კერძოდ კი – ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთს – მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ იგი მართლაც კარგად ერკვეოდა კონფლიქტების არსში, მისი ჩართვა პროცესში მაინც გააპროტესტეს როგორც ოსურმა, ასევე აფხაზურმა მხარეებმა. ოსებმა კარგად უწყოდნენ, რომ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი ბევრად ადრე დაიწყო, სანამ ხაინდრავა პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, თუმცა, მოლაპარაკების ჩართვაში ხაინდრავას კანდიდატურის გაპროტესტებით მათ აფხაზ მარიონეტებს დაუჭირეს მხარი. თავიანთი მხრიდან, აფხაზები გოგა ხაინდრავას იარაღთან და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებთან ასოცირებულ პირად მიიჩნევდნენ და სამშვიდობო პროცესში მისი ჩართვა მარაზმად მიაჩნდათ. მათთვის გოგა ხაინდრავა ისევ ის იარაღით მორბენალი უწვერო იყო, რომელსაც ხელში ხან ვიდეოკამერა და ხან ავტომატი ეჭირა, იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვდა სიტუაცია მისგან.
გოგა ხაინდრავა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაწყებულ მოლაპარაკებებში მაინც ჩაერთო. მას უფრო ხშირად ცხინვალში ჩასვლა უწევდა, მაგრამ ზუგდიდის გავლით გალშიც მიდიოდა ხოლმე, ამა თუ იმ რანგის მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას წარმოადგენდა და ხელისუფლებას კი, ტრადიციულად, სამეგრელოში მაღალი რეიტინგი აქვს, გოგა ხაინდრავა მაქსიმალურად იკავებდა თავს ზუგდიდში თუნდაც სადილზე დარჩენისგან და რამდენჯერმე სამეგრელოს გუბერნატორსაც უთხრა უარი: ვინ, თუ არა ხაინდრავამ, იცოდა, რომ ზუგდიდელები მასზე კბილებს ილესავდნენ, სწორედ სამოქალაქო ომის პერიოდში მისი „მხედრიონთან“ კავშირის გამო.
სამეგრელოში დღესაც ხშირად ამბობენ, რომ ზუგდიდში შემოსულ „სამთავრობო“ ძალებთან ერთად, ხშირად ხედავდნენ გოგა ხაინდრავასაც, რომელიც განუყრელ კამერას მხოლოდ მაშინ ჩართავდა ხოლმე, როცა „სამთავრობო“ ძალები ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის „აღების“ შემდეგ, ქუჩებში მშვიდად გადაადგილდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ხაინდრავას კამერის ობიექტივში არასდროს მოხვედრილა სამეგრელოს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების „ჰაუბიცით“ დაბომბვისა და „მოროდიორთა“ თარეშის კადრები. 2007 წლის ოქტომბერში, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში ჩასული გოგა ხაინდრავა, რომელიც თვლიდა, რომ ნოემბრის აქციებზე ზუგდიდიდან უამრავ ადამიანს წაიყვანდა, ცემას ვეღარ გადაურჩა. უბრალოდ, მისი ცემის ფაქტი ბეჟან გუნავას სასტიკად ცემამ გადაფარა. მერე გოგა ხაინდრავამაც ამით ისარგებლა, როცა განაცხადა, რომ ის არ უცემიათ.
არადა, გოგა ხაინდრავა, რომელიც ზუგდიდის ცენტრალური ფოსტის წინ, ოპოზიციის ერთ–ერთი წარმომადგენლის მანქანაში მძღოლის გვერდით იჯდა და საცობში მოჰყვა. გამვლელებმა იცნეს, შემდეგ ბრბოს მამაკაცები გამოეყვნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, სწორედ ხაინდრავას ეძებდნენ, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის ცენტრში გამართულ მიტინგზე ომახიანად განაცხადა, მაშინებდნენ, ზუგდიდში არ ჩახვიდე, თორემ გცემენო და თქვენ კი რა თბილად შემხვდითო. მანქანიდან ლამის წვერებით გადმოათრიეს და მუშტებთან ერთად, წიხლიც ბლომად ურტყეს.
რასაკვირველია, არანაირ ძალადობას გამართლება არა აქვს, მაგრამ ეს რამდენიმეწუთიანი ჩხუბი გოგა ხაინდრავამ საგულდაგულოდ დამალა, პოლიციაში არ განუცხადებია და, შესაბამისად, დამნაშავეები დაუსჯელები დარჩნენ. სხვათაშორის, კანონის ენაზე ხაინდრავას საქციელს დანაშაულის დაფარვა ჰქვია…”

 

კულუარებში კი, შემდეგს წერენ:

 

“ბიჯო ბიჯო რა ამბები ტივტივდება ამ ბოლო დროს ჰაააააააააააა
ჯერ ბადრია გაძუყნეს ენის ჭარტალისთვის.
ახლა კიდე ხაინდრავას ამბებს ვგებულობთ-ამასაც გადაახურეს თავზე (გენაცვალეთ მეგრელებო)
შემდეგი რომელია??????????????”

 

“ტყუილია ეს ამბავი,წვერებიანი ისეთი დეზლია ყველა დარბეული აქციიდან ქრება,ვერავინ პოულობს”

 

“წერილი უმდაბლესი დონისაა
ღვარძლით დაწერილი
და სუბიექტური საშინლად
მაგრამ, გოგა ხაინდრავა ის უიშვიათესი გამონაკლისია, რომლის ცემასაც მივესალმები და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ამისათვის არავის დავსჯიდი.
არ დამიწყოთ ახლა, ხელისუფლებაში რომ იყო, მაშინ რატომ არ იღებდი ხმასო.”

 

 

მარშუტკები აღარ ძვირდებაო…

მგზავრობის ფასების მომატებასთან დაკავშირებით უკვე მრავალჯერ ითქვა. გაძვირების მიზეზად საწვავზე ფასების მომატება, აგრეთვე ახალი მარშუტკების დანიშვნა სახელდებოდა. ამის ფონზე 1 აპრილიდან მგზავრობის ფასი 70 თეთრი უნდა ყოფილიყო. მძღოლებმა ეს ინფორმაცია სამარშუტო ტაქსებზე გააკრეს, თუმცა დღეს ეს წარწერები ჩამოხსნილია, რადგან როგორც გავრცელებული ინფორმაცია იუწყება მგზავრობის საფასური 50 თეთრს არ აცდება.

 

“რა ხდება ბოლო ბოლო საპირველ აპრილო ხუმრობა იყო?”

 

“არ ძვირდება. დღესაც იყო დილით რუსთავი 2-ზე”

 

“გადაიდო ესე იგი სახალხო გამოსვლები…”

 

ახალი მარშუტკით ვიმგზავრე:

კომფორტული კია(რბილი სავარძლები,სისუფთავე) მაგრამ მძღოლმა ისევ გატენა მარშუტკა:
თავზე ეჯდა ხალხი ერთმანეთს:

ხოდა რაში უნდა გადავიხადო ზედმეტი?

მემგონი მარშუტკებში სალარო აპარატები დააყენონ და იგივე პრინციპი იყოს რაც სხვა ტრანსპორტშია ეგ ჯობია:
პირველი მგზავრობა 50 თეთრი,დანარჩენი 30. და მძღოლიც აღარ გადატენის მარშუტკას”

“მეორე რაუნდი გრეჩიხას უპირატესობით…”

რას ფიქრობს კულუარებში ხალხი ბიწაძე-გაჩეჩილაძის დაპირისპირებასთან დაკავშირებით:

 

“მოკლედ რა ბედნიერები ვართ რომ დროულად ვიგებთ გრეჩიხა-ბიწაძის გამიშვი დამიჭის ამბებს”

 

“მშვენიერი გზა აურჩევია გრეჩოს ხელახლა პოლულარობის და ხალხის სიყვარულის დაბრუნების”

 

“აშკარად სამამულო წარმოების პიარშიკი ყავს-იცის ქართული ტრადიციები…”

 

“ისე, საინტერესოა, თაგუნა ვოლფს რომ დაუდო გრეჩოს და ბიწოს ფოტოები, რომელთან მივა? შუაში ნინოს მანდილი, როგორც ფრე”

 

“მაგარი გადარჩენილები ვართ , წარმოიდგინეთ მთვრალი გრეჩოპრეზიდენტი პირდაპირ ეთერს რო მოითხოვდა , ჩამრთეთ ერს უნდა ვაგინოო”

 

“ისე თუ გახსოვთ ზოგიერთები ხელის თითებს რომ იმტვრევდნენ ტაშისცემით ამათ მიტინგებზე…. და ამის მერე ამათთვის უნდა ჩაგვებარებინა ქვეყანა????? ვაი ჩვენს პატრონს…. ისე ერთი დალაგებული რომ არ ჩანს ამ ოპოებში!!! რა ქაქში ვართ!!!”

 

“გრეჩიხა, ჰმ, ხალხის გულების პრეზიდენტი არა?smile.gifბატონო პრეზიდენტოო ჰო? ასე არ მიმართავდა უსუფაშვილი და ხიდაშელი?smile.gifsmile.gif

 

“ბიწაძე რას იზამს საპასუხოდ აუცილებლად გამაგებინეთ … არ გამომაპაროთ”

 

ეს ყოველივე კი, გავრცელებულ ინფორმაციას მოყვა: “მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტში ბადრი ბიწაძესა და ლევან გაჩეჩილაძეს შორის მომხდარი ინციდენტი რომ უკვალოდ არ ჩაივლიდა და გაგრძელება მოჰყვებოდა, ორივე პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლები როგორც პირად, ასევე ოფიციალურ განცხადებებშიც უსვამდნენ ხაზს. გუშინ ელიზბარ ჯაველიძემ ჟურნალისტებთან საუბარში ღიად მიანიშნა, რომ თუ ბიწაძის ცემის ფაქტი სიმართლეს შეესაბამებოდა, გაჩეჩილაძეს სამაგიერო მიეზღვებოდა, თუმცა, „პრესა.ჯი“–ს ინფორმაციით, დაპირისპირების მეორე ეტაპზე ისევ ლევან გაჩეჩილაძე აქტიურობს.

როგორც „პრესა.ჯი“–ს წყნეთში მცხოვრებმა რამდენიმე კარგად ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ბადრი ბიწაძის სახლთან გუშინ, გვიან ღამით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გაჩეჩილაძე მივარდა და დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში ბადრი ბიწაძის ხმამაღლა გინებით გული იჯერა.

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=4001

 

 

მასტურბაციის დროს კარი კარგად ჩაკეტეთ!

გავრცელებული ინფორმაციით ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი მასტურბაციის გამო დაიჭირეს. ის საკუთარ სახლში საკუთარი თავის დაკმაყოფილებით იყო დაკავებული, როდესაც მასთან მეზობლის გოგო შევიდა. გაოგნებულმა გოგონამ (საინტერესოა რამდენი წლის იყო მოწმე) ნანახი სახლში მოყვა, რის შემდეგადაც მშობლებმა ვინმე გ.თ-ს უჩივლეს და დამნაშავეს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ალბათ ბევრი კითხვები შეიძლება გაუჩნდეს საზოგადოებას, თუმცა დანაშაული იმენად “გარყვნილურია”, რომ კითხვების დასმისთვის ხალხს თავი აღარ შეუწუხებია. კითხვა ნომ. 1) რატომ შეაღო მეზობლის გოგონამ დაკაკუნების გარეშე უცხო ადამიანის კარი?(ნუთუ სახლში ზრდილობაზე არ ესეაუბრებიან, რომ  მეზობელთან ანუ სხვის სახლში შესვლისას ჯერ კარზე უნდა დააკაკუნოს), კითხვა ნომ.2) რამდენი ადამიანი კავდება სახლში მასტურბაციით?  ნუთუ ყველა უნდა დაიჭირონ?(ისინი საკუთარ ტერიტორიაზე, საკუთარ სხეულს “ფლობენ” ეს დანაშაული არ არის), კითხვა ნომ. 3) რაიმე უფრო “გარყვნილური” ხომ არ მომხდა, რის გამოც ეს ადამიანი დაიჭირეს? და ამ სასჯელით იქნებ უბრალოდ მომხდარის დამალვა განიზრახეს?  კითხვა ნომ.4) საიდან იცოდა გოგონამ რას ჩადიოდა მამაკაცი? 🙂 ადამიანი, რომელიც საკუთარ სახლში “ერთობა”, იმის დაჭერას მემგონი ჯობია, იმ საკმაოდ ბევრი ავადმყოფის დაჭერა, რომელიც მსგავსი ქმედებით საჯაროდ კავდება.

 

მასტურბაცია, ბათუმელი კაცი, დანაშაული

კანონის წინაშე ყველა თანასწორია, დემეტრაძეც…

კანონი, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული ნორმატიული აქტი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია. მარტივად, რომ ვთქვათ ადამიანი, როდესაც რაღაც დანაშაულს, ანუ არა კანონიერს ჩადის ის, შესაბამისად უნდა დაისაჯოს. განსხვავდება ჩადენილი დანაშაული ერთმანეთისგან, ასევე განსხვავებულია სასჯელის ფორმებიც. პრივილეგიებით სარგებლობა კანონის წინაშე, ჩემთვის მიუღებელია. ალბათ ეს პრობლემა საზოგადოებაში ჯერ კიდევ დიდ ხანს იარსებებს, რადგან აზროვნებაში ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. რა მოხდა რომ ქრთამი აიღო, რა მოხდა თუ ბარიგაა, რა მოხდა თუ მთვრალზე ვიღაც შემოაკვდა, რა მოხდა თუ ვიღაცას დაეჯახა, რა მოხდა თუ კანონი დაარღვია, რა მოხდა თუ დამნაშავეა, სამაგიეროდ მაგარი ტიპია, კარგი ოჯახის შვილია, ფეხბურთს კარგად თამაშობს, “ხელშეუხებელია”, მამამისი დამსახურებული პიროვნება იყო, პრეზიდენტია, აი როგორ ფიქრობს დღეს ხალხის უმრავლესობა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. უნდა შევიგნოთ, რომ კანონი არსებობს იმისათვის, რათა სიტუაცია დარეგულირდეს, არ შეიქმნას ქაოსი და იმიტომ, რომ ვიღაც გვევასება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი არ მოიხადოს. როგორც უკვე გითხარით კანონის წინაშე ყველა თანასწორია. შალვა რამიშვილმაც იჯდა ციხეში…

 

 

“შალვა: ფეხბურთი გიყვართ?
პოლიციელები: ძალიან”

 

შეშინებული პატრული, დემეტრაძეზე ლაპრაკი კანონით ეკრძალებათ?”

 

“შეშინებული კი არა, ამ რუსულ პროვოკაციაზე რომ არ წამოეგნენ ვაჟკაცები და პატრიოტები არინ არიან!”

 

“საერთოდ ჯობია თვითონ ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვისაც, ესეთ კითხვებზე ღიმილით უპასუხონ პოლიციელებმა და სახელმწიფო მოხელეებმა, რომ მაგალითად ძალიან კარგი ფეხბურთელია დემეტრაძე (ან თუნდაც სხვა ვინმე ცნობილი პიროვნება, მსგავსი ისტორიით), თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ დაკომლექსებული და დამონებული ჯრგოს შთაბეჭდილება არ დატოვონ”

 

“მეც არ ვიცი როგორი ფეხბურთელია დემეტრაძე,
არადა ბავშვობაში ბურთს მეც ვაგორავებდი და მიყვარს ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა”

 

 

დემეტრაძე, სამართალი, ფეხბურთი, ციხე, პატრული, დაჭერა

თემურ ქეცბაიამ ქართული ფეხბურთი “კომიდან” გამოიყვანა!

60 000 + 3 000 000…სწორედ ამდენი ვიყავით გუშინ თბილისის დროით საღამოს 11 საათზე. ევროპა სწორედ გუშინ მოგვიახლოვდა ყველაზე მეტად ბოლო 20 წლის განმავლობაში. სწორედ გუშინ გავიგონეთ ქართული მრავალჟამიერი ასეთი მონატრებული და ასეთი საამაყო… ჩვენ ქართველები ვართ…ჩვენ ქართველები ვართ..ევროპა, გესმოდეს! ეს ჩვენ ვართ… გოოოოოოოოოოოოოოოლ !