” გიგა ბოკერიაზე მეტი შემოსავალი მის ცოლს აქვს…”

ხალხი კულუარებში ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგს საუბრობს:

“ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა გიგა ბოკერიას 2010 წლის ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნა. დეკლარაციის თანახმად, გიგა ბოკერია მეუღლესთან თამარ ჩერგოლეიშვილთან ერთად თბილისში, პეკინის გამზირზე, 60 კვ.მ. ფართის ბინაში ცხოვრობს. თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე ირიცხება მსუბუქი ავტომანქანა BMW 120.

გიგა ბოკერიას საბანკო ანგარიში თიბისი ბანკში აქვს გახსნილი. დეკლარაციის შევსების დროს, მიმდინარე ანგარიშზე 3 ათასი ლარი ერიცხება. თამარ ჩერგოელიშვილს რამდენიმე საბანკო ანგარიში აქვს. ფრანგულ ბანკ ეიჩ–ეს– ბი–სის შემნახველ ანგარიშზე 15 ათასი ევრო ერიცხება. თიბისი ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 1. 500 ლარი; სახალხო ბანკში – 16. 000 ლარი; საქართველოს ბანკის ანგარიშზე კი მას თანხა არ აქვს.
დეკლარაციის თანახმად, გიგა ბოკერია სამეწარმეო საქმიანობაში არ მონაწილეობს, თამარ ჩერგოელიშვილი კი, 2009 წლის ნოემბრიდან „ტაბულას“ დირექტორია.
2010 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით გიგა ბოკერიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან მინისტრის პირველ მოადგილედ ყოფნის გამო, 72. 802 ლარი და 50 თეთრი აიღო. თამარ ჩერგოელიშვილის შემოსავალი კი, 2010 წლის განმავლობაში, 96 ათასი ევრო იყო. მან ეს თანხა ევროპის საბჭოს პროექტის მენეჯერობისთვის მიიღო.”

 

“შეხედე შენ…”

 

“ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძემ თავის კუთვნილი სასურსათო ვაუჩერი ფოთის ქ.N9-ში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბერუაშვილების შვიდსულიან ოჯახს გადასცა. ბარამიძემ, ასეევ თავის კუთვნილ ვაუჩერთან ერთად მეგობრების ვაუჩერებიც გადასცა და საკვები პროდუქტიც ჩაუტანა ოჯახს.”

 

“ამის დედა ვატირე , მოსახლეობის დიდ ნაწილს შემოსავალი ან პენსია საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს ,

ზოგ გაზულუქებულ ჩინოვნიკებს კი 72 ათასი !!!”

 

“მე ბოკერია უფრო მდიდარი კაცი მეგონა
60 კვ, მ ბინაში როგორ ეტევა?”

 

“ეგ ზოგადად ეგრეა საქართველოში, ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან ჩინოვნიკებს არაფერი არ ქონდათ, აი მათი ცოლების სახლზე კი იყო მიწები, სახლები, მანქანები და ა.შ.”

 

“როგორ შეიძლება ბოკერიას ცოლს ფული ჰქონდეს კაცო. მერე რა, თუ მთელი ცხოვრება წელებზე ფეხს იდგამს”

 

გიგა ბოკერია

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: