წყნეთი

ჩვენ ვატარებთ ტრეინინგს.

“ცენტრ–პოინტის” დილემა…

ათასობით დაზარალებული  ადამიანი,  ჰაერში გაყიდული ბინები და დღემდე დაუსრულებელი დავა, ეს ის ჩამონათვლია, რაც „ცენტრ–პოინტის“ ე.წ. პირამიდის შედეგად ხალხმა განიცადა. წლების განმავლობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილს რჩეულიშვილების მიერ აგორებული აფიორა,  ყველაზე მტკივნეულად შეეხო. „ცენტრ–პოინტი“, კომპანია, რომლის მეპატრონეებიც მშენებლობის ნებართვის არ არსებობით უბრალოდ ჰაერს ყიდიდნენ.

დექსუსი

აქციები, სარჩელები, შეწირული ენერგია და ნერვები, თუმცა დაზარალებულთა რიცხვი ამ ეტაპზეც საკმაოდ დიდია.

მოტყუებული საზოგადოება, რომელთა მთავარ მიზანს „ცენტრ–პოინტის“ მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება და დამნაშავეების კანონით დასჯა წარმოადგენს.

სამართალი

 

„ცენტრ–პოინტის“ მიერ, ჰაერში აშენებულ ბინებში შეტანილი ფული, რომლის მოძიებისთვისაც ხალხი საზღვარგარეთ „გადაიხვეწა“ და შედეგად, არანაირი ბინა, გაკოტრებული სამშენებლო კომპანია და კითხვა– „რა გვეშველება?“

კომპანიის გაკოტრების შემდეგ, „ცენტრ–პოინტის“ დამაარსებლები ვერც მშენებლობებს აგრძელებდნენ, ვერც გადახდილ თანხას უბრუნებდნენ კლიენტებს და არც ჯარიმებს იხდიდნენ. მაია რჩეულიშვილი ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი, მხოლოდ შემდეგი კომენტარით იფარგლებოდა: „უმძიმესი 700 დღე გავიარეთ. მივხვდით, რომ კრიზისიდან ვერ გამოვალთ…“ სამშენებლო კომპანიის გარშემო დატრიალებული ამბავი ხალხისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. დაბნეული საზოგადოება, ხშირი აქციები, რომელთა მოწყობაც ძირითადად პოლიტიკური პირების წისქვილზე ასხამდა წყალს ხოლო, ხალხის მდგომარეობა კვლავ უცვლელი რჩებოდა.

ხალხი აქტიურად ითხოვს რჩეულიშვილების კანონიერ დასჯას. მათ პასუხი უნდა აგონ ათასობით დაზარალებული ადამიანის წინაშე. სწორედ მათი აფიორის შედეგია, რომ  დაზარალებულთა გარკვეული ნაწილი, დღემდე დილემის წინაშე დგას. თუმცა, ხალხი იმასაც ხვდება, რომ მხოლოდ რჩეულიშვილების დასჯაზე ფიქრი, მათ ნამდვილად ვერ დაეხმარებათ  ბინებში შესვლაში, ან რამდენად რეალურია ცენტრ–პოინტის მფლობელების კანონიერად დასჯა…

სწორედ ასეთ ვითარებაში 2010 წლის 10 სექტემბერს  გამოჩნდა დეველოპერული კომპანია „დექსუსი“, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დღემდე კომპანია „დექსუსი“ და „ცენტრ–პოინტი“  ანალოგი კომპანიებია. რჩეულიშვილების მიერ განხორციელებულმა აფიორამ ხალხზე ძალიან დიდი კვალი დატოვა, რასაც წლების შემდგომი უნდობლობა მოჰყვა კომპანია „დექსუსი“ მიმართ.

დექსუსი

დღესდღეისობით, ხალხი სიფრთხილით ეკიდება ამ კომპანიის მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებას. არის აზრთა სხვადასხვაობაც, ნდობა და უნდობლობა, თუმცა რეალურად არსებობენ  დაზარალებულთა დიდი რაოდენობა, რომლებიც თანამშრომლობენ „დექსუსთან“, აფასებენ არსებულ სიტუაციას და იმასაც კარგად ხვდებიან, რომ სარეაბილიტაციო პროცესი გარკვეულ, მტკივნეულ ეტაპებსაც მოიცავს. მათთვის მთავარი ბინებში დროული შესვლაა.

„დექსუსთან“ თანამშრომლობაზე, ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოება, ჯიქიას ქუჩა 7–ში მდებარე, „ცენტრ–პოინტის“ მშენებარე ობიექტის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ, უფრო დაფიქრდა. მობინადრეები დღემდე ვერ აგვარებენ არსებულ პრობლემას და დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ჯობდა თავიდანვე დათანხმებულიყო „დექსუსის“ წინადადებას, რაც შემდგომში მდგომარეობდა, თითოეულ მოსახლეს 1 კვ/მ-ზე 160 დოლარის დამატება (დღგ-ს ჩათვლით) უწევდა და გეგმის მიხედვით, მშენებლობა 18 თვეში დასრულდებოდა. თუმცა ხალხმა კომპანია „დექსუს“ უნდობლობა გამოუცხადეს და მისი ეს, სარეაბილიტაციო გეგმა არ გაიზიარეს. შპს “ჯიქიას” კრედიტორებმა გადაწყვიტეს, რეაბილიტაცია საკუთარი ძალისხმევით განეხორციელებინათ, ხოლო მათი სარეაბილიტაციო გეგმა კი აი ასე გამოიყურებოდა: “კრედიტორების მიერ შემუშავებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით, თითოეულმა მოსახლემ კვადრატულ მეტრზე 180 დოლარი უნდა დაამატოს და ამ თანხაში დღგ არ შედის. მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა, ხოლო მათი რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით მშენებლობა, სავარაუდოდ, 5-დან 10 წლამდე დასრულდება, თუმცა არც ამის გარანტია არსებობს”.

სკანდალი  ჯიქიას ქუჩა 7–ში მდებარე ობიექტის გარშემო კვლავ გრძელდება და დღეს, ადამიანებმა, რომლებმაც სხვა კომპანიას მიმართეს დასახმარებლად,  სინანულს გამოხატავენ, რადგან მათი მდგომარეობა არა თუ გამოსწორდა, ადგილიდანაც არ დაძრულა. ბევრი აღიარებს, რომ ჯობდა კვლავ „დექსუსთან“ ეთანამშრომლა.

რეალურად 1700 კაცია ამ ეტაპზე „დექსუსის“ მიერ დაკმაყოფილებულია, მაგრამ კვლავ ათასობით ადამიანი რჩება დილემის წინაშე. ხელის შემშლელ ფაქტორებს, კი, როგორც უკვე ავღნიშნეთ უნდობლობა და ზარალის მაღალის ხარისხი განაპირობებს.

რა იქნება მომავალში, მოახერხებს თუ არა „დექსუსი“ „ცენტრ–პოინტის იარლიყისგან“ გათავისუფლებას, გამოუცხადებს თუ არა ნდობას დაზარალებულთა გარკვეული ჯგუფი ამ კომპანიას და კიდევ რა მტკივნეულ ეტაპებს შეეხება სარეაბილიტაციო პროცესები, ეს ის კითხვებია, რაც საზოგადოებას „ცენტრ–პოინტმა“ დღემდე დაუტოვა.

გეი აქცია თბილისში

2007 წელს საქართველოში პირველად გავრცელდა ინფორმაცია გეი აქციის ჩატარების შესახებ,როგორც ამბობენ ინიციატორი ევროსაბჭო ყოფილა, მათ აინტერესებდათ თუ რამდენად არის მზად საზოგადოება მსგავსი მოვლენისთვის, რადგან სექსუალური უმცირესობების დაცვა მათთვის ადამიანთა უფლებების დაცვისა და დემოკრატიის განვითარების ხარისხის საზომი გახდა. ამას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა საზოგადოებაში, საპატრიარქოს მხრიდან გაკეთდა განცხადება, სადაც ისინი ამბობდნენ : “ასეთი მსვლელობა მორწმუნე ადამიანის რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს“.  იგივე ინფორმაცია გავრცელდა 2010 წელსაც, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ფორუმზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს არ დაადასტურა ქალაქის მერიამ. დარეგისტრირებული წევრები წერდნენ: “აუ რა ტუზი დაეცათ თბილისის ძველ ბიჭებს, მაგარი ორთაბრძოლა იქნება“, ” მეორედ აღარ უნდათ ქუჩაში გამოსვლა? მომინდომეს აღლუმი! საფლავებიც ხომ არ უნდათ უფასოდ გაუთხარონ? “,  “არა ასეთ ადამიანებს სიკვდილითაც სჯიან, მაგრამ ეს ზედმეტია მგონი,მე გადავასახლებდი ეგეთებს. რას ამბობთ რა გეი პარადი?”.

აქციის ორგანიზატორი კავშირი ” 21–ე საუკუნე” იყო, თუმცა ისინი არ აკეთებდნენ აქცენტს იმაზე, რომ იქნებოდა გეი პარადი, როგორც კოორდინატორები აღნიშნავდნენ ეს იქნებოდა აქცია სადაც ნებისმიერი უმცირესობების წარმომადგენელს შეეძლო მონაწილეობის მიღება, იქნებოდა ეს ეთნიკური, რელიგიური თუ სექსუალური. თუმცა მედიის მხრიდან ამ ყველაფერს ისეთი გამოხმაურება მოჰყვა რამაც წინასწარ უარყოფითად განაწყო საზოგადოება.
იქნებ აქციის ჩატარების სურვილს მხოლოდ ერთი მარტივი ახსნა აქვს, იქნებ ეს ადამიანები უბრალოდ ცდილობენ გათავისუფლდნენ კომპლექსებისგან? დასძლიონ შიში უმრავლესობის წინაშე, ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლება და თავს სრულუფლებიან მოქალაქეებად მიიჩნევდნენ.

ჯინსების თაობა

“1983 წელს რამდენიმე ქართველმა ახალგაზრდამ საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავის გატაცება და ამ გზით ამერიკაში მოხვედრა სცადა. გულუბრყვილო მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა, რომელსაც მსხვერპლიც მოჰყვა თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრებსა და მგზავრებს შორის. დაიღუპნენ გამტაცებლებიც, მათი უმეტესობა კი სასამართლოს წინაშე წარსდგა.

ტერორიზმის ბრალდებით დაპატიმრებულ ახალგაზრდებს, ფეხმძიმე გოგონას გარდა, საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, დახვრეტა მიუსაჯა. სიკვდილით დასაჯეს ადამიანიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ მჯდარა, მაგრამ გამტაცებლების მეგობარი იყო. ,,თვითმფრინავის ბიჭების საქმე” თანამედროვე, პოსტსაბჭოთა საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია. დღემდე კამათობენ იმაზე, სინამდვილეში ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები: ჩვეულებრივი ტერორისტები თუ გმირები, რომლებიც საბჭოთა ხელისუფლებას დემონსტრაციულად დაუპირისპირდნენ.”

ეს ის ინფორმაციაა, რომელიც შეგვიძლია მოვიძიოთ ამ ახალგაზრდების შესახებ, როდესაც გუგლის საძიებო სისტემაში ჯინსების თაობას ჩავწერთ. ტერორისტები თუ გმირები? მეოცნებეები თუ რეალისტები? თავისუფლებისკენ მსწრაფი სულები თუ ოჯახისგან განებივრებული ბავშვები? ეს და უამრავი სხვა კითხვა არსებობს მათ ირგვლივ, რომელზეც სავარაუდოდ პასუხს ვერ მივიღებთ. ფაქტია, რომ მათ დიდი მსხვერპლის გაღება მოუწიათ თავიანთი მისწრაფებების გამო. ამ ფაქტების გარდა არის დეტალები, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის და რომლებსაც ახლობლები იხსენებენ.

ბოლო დროს ისინი მღეროდნენ სიმღერას “America” – მიუზიკლ West Side Story-დან. “I like to be in America, Everything free in America, Immigrant goes to America, Many hellos in America, Nobody knows in America”.   გურამ რჩეულიშვილის საფლავი მათთვის ყოფილა ყველაზე თავისუფალი ადგილი, სადაც მღეროდნენ, უკრავდნენ გიტარაზე, კითხულობდნენ მწერლის მოთხრობებს. ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე გეგა კობახიძის ნაცნობები იხსენებენ, რომ ის ძალიან უცნაურად იქცეოდა, ყველას გულში იკრავდა, თითქოს დიდი ხნით აპირებდა წასვლას, მისი ეს საქციელი გვიანღა ახსნეს. ბევრი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდებს ბოლომდე არ ჰქონდათ გაანალიზებული თუ რა უნდა გაეკეთებინათ, ამისთვის ისინი არც ფსიქოლოგიურად იყვნენ მზად. მათ ჰქონდათ მსგავსი მაგალითი, როდესაც ლიტვაში ასეთი ხერხით შეძლეს საბჭოთა კავშირიდან თავის დაღწევა და თვითმფრინავი გაიტაცეს, თუმცა ლიტველებისგან განსხვავებით მათ ვერ გათვალეს ძალიან ბევრი დეტალი, რის გამოც ეკიპაჟი დაზიანდა, ცნობილია, რომ ორსულ ქალს მუცელი მოსწყდა, პილოტი ერთ დღეში გაჭაღარავდა, ბავშვი კი რომელიც ამ ყველაფერს შეესწრო  წლების განმავლობაში ფსიქიატრიულ კლინიკაში მკურნალობდა.

  ეს ახალგაზრდები გაურბოდნენ ქვეყანაში გამეფებულ რეჟიმს, დოგმებს, ჩარჩოებს, ისწრაფვოდნენ თავისუფლებისკენ, მაგრამ არსებობს ერთი საინტერესო დამთხვევა, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ ისინი სხვა რამესაც გაურბოდნენ… ყოველი მათგანი დანგრეული ოჯახიდან იყო, სადაც დედა და მამა დაშორებულები იყვნენ, იქნებ ესეც იყო ერთ–ერთი მიზეზი, რის გამოც მათ გაქცევა სურდათ?! შესაძლოა, ისინი გაურბოდნენ არა მარტო საბჭოთა კავშირს, არამედ თავიანთ ოჯახურ სიტუაციას…

სიყვარულის დღეები ქართულად

საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა სადაც სიყვარულის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ. 14 თებერვალი და 15 აპრილი. პირველს– წმინდა ვალენტინის დღეს კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს, ორივეს სახელი ვალენტინი იყო და ორივე კლაუდიუს მეორის იმპერატორობის დროს ეწამა. თეოლოგთა ნაწილი თვლის, რომ ამ ორი წმინდანის სახე ერთში გაერთიანდა და წარმოიშვა ვალენტინის დღე, თუმცა ცნობები მაინც მღვდელ ვალენტინს დაუკავშირდა, რომელიც შეყვარებულთა მფარველად მიიჩნევა.  მღვდელი ვალენტინი შეყვარებულ წყვილებს ჩუმად სწერდა ჯვარს.

ხშირად გამიგია, მე 14 თებერვალი არ მიმაჩნია სიყვარულის დღედო, ამ დროს ველოდები რომ ვიღაც ზედმეტად პათოსურ და რომანტიკულ სიტყვებს წარმოთქვამს, რომ ყველა დღე სიყვარულის უნდა იყოს, მას  მხოლოდ ერთი დღე არ უნდა ეძღვნებოდესო, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ამას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს და სხვა არაფერი. მაგრამ პასუხი განსხვავებულია, ქართველებს ჩვენი სიყვარულის დღე გვაქვს და რატომ უნდა აღვნოშნოთ 14 თებერვალი, როდესაც 15 აპრილი გვაქვსო. ზოგს ჰგონია რომ ეს დღე პატრიარქის კურთხევით დაწესდა, არ აღნიშნავენ ვალენტინობას და ელოდებიან ნამდვილ, ქართულ, „ტრადიციულ“ სიყვარულის დღეს.

სავაჭრო ცენტრები გვთავაზობენ სხვადასხვა ფასდაკლებებს, შეყვარებულები იძენენ ერთმენათისთვის საჩუქრებს, რამდენიმე წელია თბილისის ქუჩებში ბილბორდებზე ჩნდება საუკეთესო სასიყვარულო მესიჯი, სპეციალურად ამ დღისთვის ეწყობა ღონისძიებები,სადაც „შოუ–ბიზნესის“ წარმომადგენლები ულოცავენ შეყვარებულ წყვილებს.

რეალურად ძალიან ცოტამ თუ იცის საიდან მოდის ეს დღე, რომელსაც წლიდან წლამდე ასე ელის ქართველი ერი …  ალბათ გახსოვთ ჟურნალი „ვარსკვლავები“ , რომლის რედაქტორიც ბესო ჩუბინიძე იყო. ეს დღეც სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა, რომელიც 1994 წლიდან აღინიშნება. ის მან საკუთარ მეუღლეს მიუძღვნა. ამასთან ერთად 15 აპრილი ბესო ჩუბინიძის დაბადების დღეც არის. ამ დღის დაწესების ინიციატივაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ დამკვიდრდა საზოგადოებაში ასე მალე ქართული სიყვარულის დღე და რატომ მიიჩნიეს რომ ორი სიყვარულის დღე გვჭირდება, მაგრამ ესეც ალბათ იმის ბრალია, რომ ქართველებს გვიყვარს ყველაფერი ორი, მათ შორის ახალი წელი ბედობა და რა თქმა უნდა სიყვარულის დღე.

ვინ არის “თიკას” ბავშვის მამა?…

კულუარებში როგორც ყოველთვის ბევრს საუბრობენ არა ზოგად საჭირბოროტო თემებზე, არამედ ისეთ პირადულზე და შეიძლება ითქვას უინტერესოზე, როგორიც ამ კონკრეტულ მომენტში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძის შვილია, რომლის მამის ვინაობის დასადგენად მთელი საზოგადოებაა ჩართული. ღმერთო საიდან, ამგვარი ერთსულოვნება…🙂 ხალხში იმდენად დიდია სურვილი ამ დროისთვის ბავშვის უცნობი მამის სახელის გარკვევისა, რომ გამოკითხვაც კი ტარდება ამ ყველაფრის დასადგენად, რომელიც FORUM.GE-ზე აი ასე გამოიყურება:

თქვენი აზრით ვინ არის მამა?
მიშა 41 ]  [61.19%]
გრიშა 3 ]  [4.48%]
ვანო 0 ]  [0.00%]
გიგა 5 ]  [7.46%]
გიგი 0 ]  [0.00%]
ზურა 0 ]  [0.00%]
გოგა 0 ]  [0.00%]
დილარი 6 ]  [8.96%]
MBA ანუ თემის ავტორი 7 ]  [10.45%]
სხვა (გთხოვთ დაწეროთ ვინ) 5 ]  [7.46%]

გასაგებია, რომ ნინო კალანდაძე მთავრობის წევრია და ჟურნალისტებს გამოძიობანას თამაში მოუნდათ, ხოლო ხალხი “შედეგს” სულმოუთქმელად ელოდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის პირადი ცხოვრება არის მხოლოდ მისი და “არავის მიმართ არ შეიძლება თვითნებური ჩარევა მის პირად და ოჯახურ ცხოვრებაში”   ნინო კალანდაძე  შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი არ არის და ყველაფრის გაყვითლება უბრალოდ მარაზმია, თუმცა ისიც მესმის რომ, ყვითელ პრესასაც ჭირდება “სახალისო” მასალები, მაშინ როდესაც თითქმის “მკვდარ” ქართულ შოუ-ბიზნესში არაფერი საინტერესო აღარ  ხდება, ამ შემთხვევაში კი ყველაზე კარგი გამოსავალი  მთავრობის წარმომადგენელ ქალზე, ნინო კალანდაძეზე აგორებული “საკანდალია”.

პ.ს. ჩემმა მეზობელმა თიკამაც გააჩინა ბავში “უმამოდ”, გავაგრძელო? ალბათ არ ღირს, თიკას ბავშვის მამა საზოგადოებას “სულ ფეხებზე არ კიდია”, მაშინ როდესაც…🙂

“MISSION”-სულ მალე კომიქსი ქართულ სივრცეში შემოვა…

სულ მალე ,  კომიქსი ქართულ სივრცეში შემოვა, გამოვა ქართული ჟურნალი სახელწოდებით „MISSION”. კომიქსი ეს არის ვიზუალური ხელოვნების ფორმა, რომელიც წარმოადგენს გამოსახულებებისა და ტექსტის (დიალოგური ბუშტების ან ტიტრების სახით) კომბინაციას. თავდაპირველად ის გართობის ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენდა, თუმცა დროთა განმავლობაში განვითარდა და ლიტერატურულ ფორმად იქცა მრავალი სუბჟანრებით.
კომიქსების გამომცემლობები საყოველათაო პოპულარულობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში, უამრავი ფილმი და სერიალია გადაღებული კომიქსების მიხედვით. ყველაზე პოპულარული და ცნობილი კომიქსების გამომცემლობა გახლავთ „MARVEL COMICS” და „DC COMICS”.
ქართული ჟურნალი სახელწოდებით „MISSION”,  გამომცემლობა „დინ სტუდიოს“ პროდუქტია, რომელიც 2007 წელს დაარსდა. იმავე წელს გამომცემლობამ ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა კომიქსების ინდუსტრიაში ყველაზე პოპულარულ კომპანია ” მარველთან” და საქართველოში პირველმა დაბეჭდა კომპანიის პროდუქცია – “სპაიდერმენის” სერიები.
2011 წლის მაისში გამომცემლობა “დინ სტუდიომ” წამოიწყო ქართული კომიქსების ჟურნალ “მისია” -ს წარმოება, რომელიც დასრულდა ამავე წლის აგვისტოში.

პირველ ნომერს ვიხილავთ უახლოეს მომავალში. პროდუქტი გახლავთ ახალი ნაბიჯი ქართულ ბეჭდვით სივრცეში, რომლის ანალოგი ამ ეტაპზე არ არსებობს.

გამომცემლობის პრიორიტეტია ქართულ ორიგინალური პროდუქტის შექმნა და ამ სფეროს განვითარება საქართველოში.
კომიქსების ფანები და უბრალოდ ის ხალხი, რომელთაც სიახლე უყვარს,  გაოცდებიან ჩვენს სივრცეში ამ სტანდარტის ჟურნალის არსებობით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ქართული პროდუქტია.

MISSION

ქართული კომიქსების ჟურნალი