“დავხვდეთ ბიჭებს, მერე რა რომ წააგეს…”

ქართული ფეხბურთი, რომ ნელ-ნელა კომიდან გამოდის, ეს სულ რამდენიმე დღის უკან უკვე დავინახეთ. ხალხი მადლობას თემურ ქეცბაიას და ბიჭებს უხდის. მათ ხორვატიასთან თამაშისას ერთით ნოლით მოგება შეძლეს. გამარჯვებით აღტაცებულ საზოგადოებას კვლავ მოგების იმედი ჰქონდა ისრაელთან შეხვედრისას, თუმცა ამ შემთხვევაში ერთით ნოლი წავაგეთ, თუმცა კულუარებში ხალხი ამ საკითხს შემდეგნაირად უყურებს:

ქართული ფეხბურთი

“თამაში 1 გოლით წავაგეთ, პირველად დამარცხდა ჩვენი გუნდი, ეხლა მიზეზების განხილვას არ აქვს აზრი, დაქოქეთ თქვენი დრანგულეტები, გამოიტანეთ დროშები, მოიწმინდეთ ცრემლი და გამორეცხეთ პირი გუნდის კრიტიკისგან, ომი გრძელდება და მიზანი წინაა, უამრავი ბრძოლაა კიდე გადასატანი! უფრო მეტი სიხარული უნდა მოგვიტანონ, ეცი პატივი შენს თავს და იმ გუნდს, რომელმაც ასე გაგვახარა ამედენი ხანი, აწიე ერთი ადგილი ირგვლივ ხალხს მოკიდე ხელი და დავხვდეთ ბიჭებს და გავამხნეოთ შემდეგი მატჩისთვის, ნუ გამოვჩნდებით ვიგოდნიკებივით, მარტო ლხინში რო უყვართ მეგობრები ძმები და გუნდი !”

“სრულიად გეთანხმები
რაც მთავარია პროგრესი არის
წაუგებელი გუნდი კიდე არ არსებობს”

“სანამ ეროვნული ჩემპიონატი არ გაძლიერდება, ჩვენ შედეგი არ გვექნება! ეროვნული ჩემპიონატის თითოეული თამაში უნდა იყოს უდიდესი ინტერესის მომცველი, ფაქტიურად ზეიმი უნდა იყოს, სტადიონები გადაჭედილი და ქომაგები და ფანკლუბი თითოეულ გუნდს. სხვა შანსი არ არსებობს… ვერ შევთამაშდებით! ფეხბურთი კოლექტიური სპორტია, გუნდი ერთი ცოცხალი ორგანიზმი, ერთი ტვინით უნდა აზროვნებდეს და ეს ტვინი საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში უნდა ყალიბდებოდეს. რაც არის საქართველოს ჩემპიონატი, როგორიც არის ქვეყნის ინტერესი მის მიმართ, ის არის შედეგიც.”

“ზოგიერთს დაავიწყდა ეტყობა ქეცბაიამ რა ნაკრები ჩაიბარა…..რაც აქამდე ითამაშეს და გააკეტეს მაგისთვისაც დიდი მადლობელი ვარ.და ზოგიერთ ვაი გულშემატკივარს ვეტყვი რო ჯობია ჯერ გულშემატკივრობა ისავლოს და მერე ატლიკინოს ენა.

რა რესურსიც არის ფეხბურტელების და რა დონემდეც იყო დავარდნილი გუნდი იმის ფონზე კიდე კარგად თამაშობენ და ამ ერთი თამაშით არ განისაზღვრება ყველაფერი.მითუმეტეს მაშინ როდესაც 3 დღით ადრე მძიმესი თამაში ქონდა ნაკრებს ხორვატებთან და დასვენების საშუალებაც არ მიეცათ და ისრაელს ჩვენგან განსხვავებით ორივე თამაში სახლში ქონდა.”
“ჩვენ რომ ამ ორ თამაშში 2 ქულა აგვეღო, ესეც გასვლისათვის ძალიან და თითქმის საკმარისი შედეგი იქნებოდა, ხოლო ჩვენ ავიღეთ 3! ძალიან კარგი შედეგია. საგანგაშო ნამდივილად არაფერია. ახლა თუ ვიღაცა ტოტალიზატორში გამდიდრებას ელოდა მაგი სხვაა და საქართველოს ნაკრების შანსებთან არავითარი კავშირი არა აქვს. ეს უკე წაგებულის პრობლემაა.”
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: