“ხაინდრავას ზუგდიდელებმა დაპირებული შეუსრულეს…”

ფორუმზე გავრცელებული ინფორმაციით გოგო ხაინდრავა ბევრ ფაქტს საგულდაგულოდ მალავს,

“რეჟისორი, სახელმწიფო მინისტრი და ოპოზიციის წვერებიანი ლიდერი პოლიტიკიდან გაწბილებული წავიდა. თანაც, ისე წავიდა, რომ ბოლო, „ქურდული“ სიტყვის დაგდება არ დავიწყნია. ჩასვრილებთან არაფერი მესაქმებაო, სწორედ ასეთი განცხადება გააკეთა ხაინდრავამ მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ გიორგი სააკაძის ძეგლთან, მის მიერ დაანონსებულ აქციაზე მისული ხალხის რაოდენობა დაითვალა და არ მოეწონა.   სხვათაშორის, გოგა ხაინდრავა მისი ცხოვრების ბევრ ეპიზოდს დღემდე საგულდაგულოდ მალავს. როცა „მხედრიონის“ წევრობაზე ჩამოუგდებენ სიტყვას, ამბობს, რომ მაშინ ოპერატორი იყო; როცა ოპერატორობის პერიოდზე ჰკითხავენ, რატომ ერთხელ მაინც არ გადაიღე ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიტინგის დარბევაო, ამბობს – მაშინ თბილისში არ ვიყავიო. ოპოზიციის წვერებიანი, ყოფილი ლიდერის საგულდაგულოდ მიჩქმალულ ფაქტებს შორის არის რამდენიმე მისი ვიზიტი ზუგდიდშიც, როცა ერთხელ სასწაულებრივად გადაურჩა ცემას, მეორედ კი ამ არასასიამოვნო პროცესისთვის თავის არიდება ვეღარ შესძლო.  


სხვათაშორის, გოგა ხაინდრავა მისი ცხოვრების ბევრ ეპიზოდს დღემდე საგულდაგულოდ მალავს. როცა „მხედრიონის“ წევრობაზე ჩამოუგდებენ სიტყვას, ამბობს, რომ მაშინ ოპერატორი იყო; როცა ოპერატორობის პერიოდზე ჰკითხავენ, რატომ ერთხელ მაინც არ გადაიღე ზვიად გამსახურდიას მომხრეების მიტინგის დარბევაო, ამბობს – მაშინ თბილისში არ ვიყავიო. ოპოზიციის წვერებიანი, ყოფილი ლიდერის საგულდაგულოდ მიჩქმალულ ფაქტებს შორის არის რამდენიმე მისი ვიზიტი ზუგდიდშიც, როცა ერთხელ სასწაულებრივად გადაურჩა ცემას, მეორედ კი ამ არასასიამოვნო პროცესისთვის თავის არიდება ვეღარ შესძლო.

პირველი შემთხვევის დროს, გოგა ხაინდრავა სახელმწიფო მინისტრი იყო და ხშირად სტუმრობდა კონფლიქტის ზონებს, კერძოდ კი – ცხინვალის რეგიონს და აფხაზეთს – მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ იგი მართლაც კარგად ერკვეოდა კონფლიქტების არსში, მისი ჩართვა პროცესში მაინც გააპროტესტეს როგორც ოსურმა, ასევე აფხაზურმა მხარეებმა. ოსებმა კარგად უწყოდნენ, რომ ცხინვალის რეგიონში კონფლიქტი ბევრად ადრე დაიწყო, სანამ ხაინდრავა პოლიტიკაში გამოჩნდებოდა, თუმცა, მოლაპარაკების ჩართვაში ხაინდრავას კანდიდატურის გაპროტესტებით მათ აფხაზ მარიონეტებს დაუჭირეს მხარი. თავიანთი მხრიდან, აფხაზები გოგა ხაინდრავას იარაღთან და აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე საომარ მოქმედებებთან ასოცირებულ პირად მიიჩნევდნენ და სამშვიდობო პროცესში მისი ჩართვა მარაზმად მიაჩნდათ. მათთვის გოგა ხაინდრავა ისევ ის იარაღით მორბენალი უწვერო იყო, რომელსაც ხელში ხან ვიდეოკამერა და ხან ავტომატი ეჭირა, იმის მიხედვით, თუ რას მოითხოვდა სიტუაცია მისგან.
გოგა ხაინდრავა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დაწყებულ მოლაპარაკებებში მაინც ჩაერთო. მას უფრო ხშირად ცხინვალში ჩასვლა უწევდა, მაგრამ ზუგდიდის გავლით გალშიც მიდიოდა ხოლმე, ამა თუ იმ რანგის მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას წარმოადგენდა და ხელისუფლებას კი, ტრადიციულად, სამეგრელოში მაღალი რეიტინგი აქვს, გოგა ხაინდრავა მაქსიმალურად იკავებდა თავს ზუგდიდში თუნდაც სადილზე დარჩენისგან და რამდენჯერმე სამეგრელოს გუბერნატორსაც უთხრა უარი: ვინ, თუ არა ხაინდრავამ, იცოდა, რომ ზუგდიდელები მასზე კბილებს ილესავდნენ, სწორედ სამოქალაქო ომის პერიოდში მისი „მხედრიონთან“ კავშირის გამო.
სამეგრელოში დღესაც ხშირად ამბობენ, რომ ზუგდიდში შემოსულ „სამთავრობო“ ძალებთან ერთად, ხშირად ხედავდნენ გოგა ხაინდრავასაც, რომელიც განუყრელ კამერას მხოლოდ მაშინ ჩართავდა ხოლმე, როცა „სამთავრობო“ ძალები ამა თუ იმ დასახლებული პუნქტის „აღების“ შემდეგ, ქუჩებში მშვიდად გადაადგილდებოდნენ. აქედან გამომდინარე, ხაინდრავას კამერის ობიექტივში არასდროს მოხვედრილა სამეგრელოს ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების „ჰაუბიცით“ დაბომბვისა და „მოროდიორთა“ თარეშის კადრები. 2007 წლის ოქტომბერში, ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებთან ერთად ზუგდიდში ჩასული გოგა ხაინდრავა, რომელიც თვლიდა, რომ ნოემბრის აქციებზე ზუგდიდიდან უამრავ ადამიანს წაიყვანდა, ცემას ვეღარ გადაურჩა. უბრალოდ, მისი ცემის ფაქტი ბეჟან გუნავას სასტიკად ცემამ გადაფარა. მერე გოგა ხაინდრავამაც ამით ისარგებლა, როცა განაცხადა, რომ ის არ უცემიათ.
არადა, გოგა ხაინდრავა, რომელიც ზუგდიდის ცენტრალური ფოსტის წინ, ოპოზიციის ერთ–ერთი წარმომადგენლის მანქანაში მძღოლის გვერდით იჯდა და საცობში მოჰყვა. გამვლელებმა იცნეს, შემდეგ ბრბოს მამაკაცები გამოეყვნენ, რომლებიც, როგორც ჩანს, სწორედ ხაინდრავას ეძებდნენ, რომელმაც ცოტა ხნის წინ, ზუგდიდის ცენტრში გამართულ მიტინგზე ომახიანად განაცხადა, მაშინებდნენ, ზუგდიდში არ ჩახვიდე, თორემ გცემენო და თქვენ კი რა თბილად შემხვდითო. მანქანიდან ლამის წვერებით გადმოათრიეს და მუშტებთან ერთად, წიხლიც ბლომად ურტყეს.
რასაკვირველია, არანაირ ძალადობას გამართლება არა აქვს, მაგრამ ეს რამდენიმეწუთიანი ჩხუბი გოგა ხაინდრავამ საგულდაგულოდ დამალა, პოლიციაში არ განუცხადებია და, შესაბამისად, დამნაშავეები დაუსჯელები დარჩნენ. სხვათაშორის, კანონის ენაზე ხაინდრავას საქციელს დანაშაულის დაფარვა ჰქვია…”

 

კულუარებში კი, შემდეგს წერენ:

 

“ბიჯო ბიჯო რა ამბები ტივტივდება ამ ბოლო დროს ჰაააააააააააა
ჯერ ბადრია გაძუყნეს ენის ჭარტალისთვის.
ახლა კიდე ხაინდრავას ამბებს ვგებულობთ-ამასაც გადაახურეს თავზე (გენაცვალეთ მეგრელებო)
შემდეგი რომელია??????????????”

 

“ტყუილია ეს ამბავი,წვერებიანი ისეთი დეზლია ყველა დარბეული აქციიდან ქრება,ვერავინ პოულობს”

 

“წერილი უმდაბლესი დონისაა
ღვარძლით დაწერილი
და სუბიექტური საშინლად
მაგრამ, გოგა ხაინდრავა ის უიშვიათესი გამონაკლისია, რომლის ცემასაც მივესალმები და ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ამისათვის არავის დავსჯიდი.
არ დამიწყოთ ახლა, ხელისუფლებაში რომ იყო, მაშინ რატომ არ იღებდი ხმასო.”

 

 

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: