“ცენტრ–პოინტის” დილემა…

ათასობით დაზარალებული  ადამიანი,  ჰაერში გაყიდული ბინები და დღემდე დაუსრულებელი დავა, ეს ის ჩამონათვლია, რაც „ცენტრ–პოინტის“ ე.წ. პირამიდის შედეგად ხალხმა განიცადა. წლების განმავლობაში საზოგადოების გარკვეული ნაწილს რჩეულიშვილების მიერ აგორებული აფიორა,  ყველაზე მტკივნეულად შეეხო. „ცენტრ–პოინტი“, კომპანია, რომლის მეპატრონეებიც მშენებლობის ნებართვის არ არსებობით უბრალოდ ჰაერს ყიდიდნენ.

დექსუსი

აქციები, სარჩელები, შეწირული ენერგია და ნერვები, თუმცა დაზარალებულთა რიცხვი ამ ეტაპზეც საკმაოდ დიდია.

მოტყუებული საზოგადოება, რომელთა მთავარ მიზანს „ცენტრ–პოინტის“ მიერ მიყენებული ზარალის ანაზღაურება და დამნაშავეების კანონით დასჯა წარმოადგენს.

სამართალი

 

„ცენტრ–პოინტის“ მიერ, ჰაერში აშენებულ ბინებში შეტანილი ფული, რომლის მოძიებისთვისაც ხალხი საზღვარგარეთ „გადაიხვეწა“ და შედეგად, არანაირი ბინა, გაკოტრებული სამშენებლო კომპანია და კითხვა– „რა გვეშველება?“

კომპანიის გაკოტრების შემდეგ, „ცენტრ–პოინტის“ დამაარსებლები ვერც მშენებლობებს აგრძელებდნენ, ვერც გადახდილ თანხას უბრუნებდნენ კლიენტებს და არც ჯარიმებს იხდიდნენ. მაია რჩეულიშვილი ამ ყველაფერთან დაკავშირებით კი, მხოლოდ შემდეგი კომენტარით იფარგლებოდა: „უმძიმესი 700 დღე გავიარეთ. მივხვდით, რომ კრიზისიდან ვერ გამოვალთ…“ სამშენებლო კომპანიის გარშემო დატრიალებული ამბავი ხალხისთვის შოკის მომგვრელი აღმოჩნდა. დაბნეული საზოგადოება, ხშირი აქციები, რომელთა მოწყობაც ძირითადად პოლიტიკური პირების წისქვილზე ასხამდა წყალს ხოლო, ხალხის მდგომარეობა კვლავ უცვლელი რჩებოდა.

ხალხი აქტიურად ითხოვს რჩეულიშვილების კანონიერ დასჯას. მათ პასუხი უნდა აგონ ათასობით დაზარალებული ადამიანის წინაშე. სწორედ მათი აფიორის შედეგია, რომ  დაზარალებულთა გარკვეული ნაწილი, დღემდე დილემის წინაშე დგას. თუმცა, ხალხი იმასაც ხვდება, რომ მხოლოდ რჩეულიშვილების დასჯაზე ფიქრი, მათ ნამდვილად ვერ დაეხმარებათ  ბინებში შესვლაში, ან რამდენად რეალურია ცენტრ–პოინტის მფლობელების კანონიერად დასჯა…

სწორედ ასეთ ვითარებაში 2010 წლის 10 სექტემბერს  გამოჩნდა დეველოპერული კომპანია „დექსუსი“, თუმცა საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის დღემდე კომპანია „დექსუსი“ და „ცენტრ–პოინტი“  ანალოგი კომპანიებია. რჩეულიშვილების მიერ განხორციელებულმა აფიორამ ხალხზე ძალიან დიდი კვალი დატოვა, რასაც წლების შემდგომი უნდობლობა მოჰყვა კომპანია „დექსუსი“ მიმართ.

დექსუსი

დღესდღეისობით, ხალხი სიფრთხილით ეკიდება ამ კომპანიის მიერ განხორციელებულ ყველა ქმედებას. არის აზრთა სხვადასხვაობაც, ნდობა და უნდობლობა, თუმცა რეალურად არსებობენ  დაზარალებულთა დიდი რაოდენობა, რომლებიც თანამშრომლობენ „დექსუსთან“, აფასებენ არსებულ სიტუაციას და იმასაც კარგად ხვდებიან, რომ სარეაბილიტაციო პროცესი გარკვეულ, მტკივნეულ ეტაპებსაც მოიცავს. მათთვის მთავარი ბინებში დროული შესვლაა.

„დექსუსთან“ თანამშრომლობაზე, ნიჰილისტურად განწყობილი საზოგადოება, ჯიქიას ქუჩა 7–ში მდებარე, „ცენტრ–პოინტის“ მშენებარე ობიექტის გარშემო ატეხილი სკანდალის შემდეგ, უფრო დაფიქრდა. მობინადრეები დღემდე ვერ აგვარებენ არსებულ პრობლემას და დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ჯობდა თავიდანვე დათანხმებულიყო „დექსუსის“ წინადადებას, რაც შემდგომში მდგომარეობდა, თითოეულ მოსახლეს 1 კვ/მ-ზე 160 დოლარის დამატება (დღგ-ს ჩათვლით) უწევდა და გეგმის მიხედვით, მშენებლობა 18 თვეში დასრულდებოდა. თუმცა ხალხმა კომპანია „დექსუს“ უნდობლობა გამოუცხადეს და მისი ეს, სარეაბილიტაციო გეგმა არ გაიზიარეს. შპს “ჯიქიას” კრედიტორებმა გადაწყვიტეს, რეაბილიტაცია საკუთარი ძალისხმევით განეხორციელებინათ, ხოლო მათი სარეაბილიტაციო გეგმა კი აი ასე გამოიყურებოდა: “კრედიტორების მიერ შემუშავებული რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით, თითოეულმა მოსახლემ კვადრატულ მეტრზე 180 დოლარი უნდა დაამატოს და ამ თანხაში დღგ არ შედის. მშენებლობა ჯერაც არ დაწყებულა, ხოლო მათი რეაბილიტაციის გეგმის მიხედვით მშენებლობა, სავარაუდოდ, 5-დან 10 წლამდე დასრულდება, თუმცა არც ამის გარანტია არსებობს”.

სკანდალი  ჯიქიას ქუჩა 7–ში მდებარე ობიექტის გარშემო კვლავ გრძელდება და დღეს, ადამიანებმა, რომლებმაც სხვა კომპანიას მიმართეს დასახმარებლად,  სინანულს გამოხატავენ, რადგან მათი მდგომარეობა არა თუ გამოსწორდა, ადგილიდანაც არ დაძრულა. ბევრი აღიარებს, რომ ჯობდა კვლავ „დექსუსთან“ ეთანამშრომლა.

რეალურად 1700 კაცია ამ ეტაპზე „დექსუსის“ მიერ დაკმაყოფილებულია, მაგრამ კვლავ ათასობით ადამიანი რჩება დილემის წინაშე. ხელის შემშლელ ფაქტორებს, კი, როგორც უკვე ავღნიშნეთ უნდობლობა და ზარალის მაღალის ხარისხი განაპირობებს.

რა იქნება მომავალში, მოახერხებს თუ არა „დექსუსი“ „ცენტრ–პოინტის იარლიყისგან“ გათავისუფლებას, გამოუცხადებს თუ არა ნდობას დაზარალებულთა გარკვეული ჯგუფი ამ კომპანიას და კიდევ რა მტკივნეულ ეტაპებს შეეხება სარეაბილიტაციო პროცესები, ეს ის კითხვებია, რაც საზოგადოებას „ცენტრ–პოინტმა“ დღემდე დაუტოვა.

  1. ახლა რომ აყვირდნენ, იმის ბრალია. მე ვიცნობ რამდენიმეს და ზოგი ახლობლობის, ზოგი – მარტო ყოფნის და სხვა კრედიტორებისგან სოლიდარობის არქონის, ზოგი კი უიმედობის გამო არაფერს ამბობდა და ელოდა რჩეულიშვილები როდის აღირსებდნენ რამეს. მაგ ჯიქიაზე, მიიყვანდნენ ამწეს, დადგამდნენ, გაიქნევდა ცხვირს გაღმა-გამოღმა და არიქა დაიწყო მუშაობა მგონიო, მომდევნო 1 წლით მშვიდდებოდა ხალხი.
    ჩემი ოჯახი ბეწვზე გადარჩა მანდ “ბინის ყიდვას”. ძალიან პატარა ბინები იყო დარჩენილი და დეიდაჩემმა, ჯიქიას ბოლოში (ანუ უფრო შორს) სრულიად უცნობი ჯგუფის მშენებლობაში ჩადო ფული. 3 წელზე მეტია ცხოვრობს უკვე იმ ბინაში. 1 თვეც არ გადაუცილებიათ, ისე ჩააბარეს.

    ცენტრპოინტისტები მანამდე ვერ დარწმუნდნენ, ვისთან ჰქონდათ საქმე, სანამ თვითონ რჩეულიშვილ-კერვალიშვილები არ გამოვიდნენ აღიარებით და დექსუსს არ უხმეს საშველად. ახლა, უკვე აზრი არ აქვს იმათთან დავას, ვინც, პრინციპში არაფერ შუაშია.

    18% დღგ მართა სიურპრიზი იყო და საკმაოდ მსხვილ თანხებს ‘ურტყამს’. მაგრამ, მეორეს მხრივ, ეს დაუმთავრებელი მშენებლობები ახლა, ახალი ტარიფებით და ახალი ხარჯებით უნდა აშენდეს. მაშინ თუ არმატურა X თანხა ღირდა, ახლა დექსუსმა 2X ხომ უნდა გადაიხადოს, იგივე მასალაში.? არ მიკვირს, რომ ამ გაუგებარი დღგ-დ წოდებული 18%-ის დამატებას ითხოვენ.

    მეორეს მხრივ,, კრედიტორებს ისეთი კონტრაქტები აქვთ, აბსოლუტურად კაბალური (რაც მე ვნახე), საკუთარი თანხის უკან დაბრუნებაც რომ მოითხოვონ (რითაც ახლა ვერსად იყიდიან ბინას, ფასებიზ ზრდის გამო), ჯერ უნდა დაელოდონ, როდის გაიყიდება მათი ‘ჰაერი’ და შემდეგ 10% კიდევ ცენტრ-პოინტს უნდა დაუტოვონ იქედან (ახლა ალბათ უკვე მათ უფლებამონაცვლეს).

    მოკლედ, მე არ ვიცი რამდენად ჯობია ჩათრევას ჩაყოლა. მაგრამ ახლა რომ ბევრი ის ნაბიჯი გვიანია, რაც ადრე აუცილებელი იყო, ფაქტია.

      • nano
      • April 5th, 2012

      “მაშინ თუ არმატურა X თანხა ღირდა, ახლა დექსუსმა 2X ხომ უნდა გადაიხადოს, იგივე მასალაში.? არ მიკვირს, რომ ამ გაუგებარი დღგ-დ წოდებული 18%-ის დამატებას ითხოვენ.” –
      ნწ, ნწ! საწყალი დექსუსი! მე მოვიყვანე ძალით, გინდა თუ არა სახლი ამიშენე-თქო? :)))
      ეს მათ საკუთარი ნებით გააკეთეს, ხომ? თუ მართლა მაგარი ბიზნესმენები არიან, არც ის შეეშლებოდათ ცენტრ-პოინტი არ შეესწავლათ და წამგებიანი საქმე გადაებარებინათ. ყველამ ვნaხეთ რა პირობებით გადაიბარეს ცენტრ-პოინტის ქონება და არ გინდათ აქ აბდა-უბდა! გაერკვია ხალხი უკვე და ყველა ხედავს რაც ხდება სინამდვილეში.

      ვისაც ჩათრევა უნდა მიბრძანდეს, არავინ იჭერს! ვისაც არა და ბოლომდე ვიბრძოლებთ ისე, თქვენ არ დაგეკითხებით!!!

      • ბრძოლა თქვენი ნებაა, მაგრამ ასობით ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, ბევრი ადამიანი დღესდღეისობით “დექსუსის” მიერ დაკმაყოფილებულია. მაგრამ ისინი, ვინც კვლავ ბრძოლობენ რეალურად არანაირ შედეგისთვის არ მიუღწევიათ. ამ ხალხის მთავარი მიზანი ბინაში შესვლაა, ყველას უნდა რჩეულიშვილების კანონით დასჯა, მათ შორის მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ ამის მიღწევა დღესდღეისობით ძალიან რთულია, ამ ფიქრით და ამისთვის ბრძოლით კი “ცენტრ–პოინტის” მიერ გაფუჭებულ საქმეს არაფერი არ ეშველება. ამ ეტაპზე საღად აზროვნებაა საჭირო, ყოველგვარი ემოციების გარეშე.

    • nano
    • April 27th, 2012

    kuluaruli :
    ბრძოლა თქვენი ნებაა, მაგრამ ასობით ადამიანი სხვანაირად ფიქრობს, ბევრი ადამიანი დღესდღეისობით “დექსუსის” მიერ დაკმაყოფილებულია. მაგრამ ისინი, ვინც კვლავ ბრძოლობენ რეალურად არანაირ შედეგისთვის არ მიუღწევიათ. ამ ხალხის მთავარი მიზანი ბინაში შესვლაა, ყველას უნდა რჩეულიშვილების კანონით დასჯა, მათ შორის მეც ამის მომხრე ვარ, მაგრამ ამის მიღწევა დღესდღეისობით ძალიან რთულია, ამ ფიქრით და ამისთვის ბრძოლით კი “ცენტრ–პოინტის” მიერ გაფუჭებულ საქმეს არაფერი არ ეშველება. ამ ეტაპზე საღად აზროვნებაა საჭირო, ყოველგვარი ემოციების გარეშე.

    მაგ ასობით ადამიანის, უბრალოდ სხვა გზა არ აქვთ!
    დაკმაყოფილებული ვერ იქნები როცა ორმაგად იწეწები…
    ჩემი რჩევა იქნება, გაერკვიოთ უკეთ საკითხში. მერე მაინც მიხვდებით რატომ ამჯობინებს ნაწილი ჯერ კიდევ ბრძოლას.

    თუმცა ნაწილობრივ არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, ქვეყანაში რომ არსებობდეს სასამართლო, სამართალი, რეალურად ვინმეს ადარდებდეს ადამიანის უფლელები (მათ შორის საკუთრების უფლებაც) მაშინ მართლა კარგად იქნებოდა საქმე და ამდენი ბრძოლაც აღარ იქნებოდა საჭირო.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: