სიყვარულის დღეები ქართულად

საქართველო ალბათ ერთადერთი ქვეყანაა სადაც სიყვარულის დღეს წელიწადში ორჯერ აღნიშნავენ. 14 თებერვალი და 15 აპრილი. პირველს– წმინდა ვალენტინის დღეს კათოლიკური ეკლესია ორ წმინდანს უკავშირებს, ორივეს სახელი ვალენტინი იყო და ორივე კლაუდიუს მეორის იმპერატორობის დროს ეწამა. თეოლოგთა ნაწილი თვლის, რომ ამ ორი წმინდანის სახე ერთში გაერთიანდა და წარმოიშვა ვალენტინის დღე, თუმცა ცნობები მაინც მღვდელ ვალენტინს დაუკავშირდა, რომელიც შეყვარებულთა მფარველად მიიჩნევა.  მღვდელი ვალენტინი შეყვარებულ წყვილებს ჩუმად სწერდა ჯვარს.

ხშირად გამიგია, მე 14 თებერვალი არ მიმაჩნია სიყვარულის დღედო, ამ დროს ველოდები რომ ვიღაც ზედმეტად პათოსურ და რომანტიკულ სიტყვებს წარმოთქვამს, რომ ყველა დღე სიყვარულის უნდა იყოს, მას  მხოლოდ ერთი დღე არ უნდა ეძღვნებოდესო, თუმცა ვერ ხვდებიან, რომ ამას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს და სხვა არაფერი. მაგრამ პასუხი განსხვავებულია, ქართველებს ჩვენი სიყვარულის დღე გვაქვს და რატომ უნდა აღვნოშნოთ 14 თებერვალი, როდესაც 15 აპრილი გვაქვსო. ზოგს ჰგონია რომ ეს დღე პატრიარქის კურთხევით დაწესდა, არ აღნიშნავენ ვალენტინობას და ელოდებიან ნამდვილ, ქართულ, „ტრადიციულ“ სიყვარულის დღეს.

სავაჭრო ცენტრები გვთავაზობენ სხვადასხვა ფასდაკლებებს, შეყვარებულები იძენენ ერთმენათისთვის საჩუქრებს, რამდენიმე წელია თბილისის ქუჩებში ბილბორდებზე ჩნდება საუკეთესო სასიყვარულო მესიჯი, სპეციალურად ამ დღისთვის ეწყობა ღონისძიებები,სადაც „შოუ–ბიზნესის“ წარმომადგენლები ულოცავენ შეყვარებულ წყვილებს.

რეალურად ძალიან ცოტამ თუ იცის საიდან მოდის ეს დღე, რომელსაც წლიდან წლამდე ასე ელის ქართველი ერი …  ალბათ გახსოვთ ჟურნალი „ვარსკვლავები“ , რომლის რედაქტორიც ბესო ჩუბინიძე იყო. ეს დღეც სწორედ მისი ინიციატივით დაწესდა, რომელიც 1994 წლიდან აღინიშნება. ის მან საკუთარ მეუღლეს მიუძღვნა. ამასთან ერთად 15 აპრილი ბესო ჩუბინიძის დაბადების დღეც არის. ამ დღის დაწესების ინიციატივაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ დამკვიდრდა საზოგადოებაში ასე მალე ქართული სიყვარულის დღე და რატომ მიიჩნიეს რომ ორი სიყვარულის დღე გვჭირდება, მაგრამ ესეც ალბათ იმის ბრალია, რომ ქართველებს გვიყვარს ყველაფერი ორი, მათ შორის ახალი წელი ბედობა და რა თქმა უნდა სიყვარულის დღე.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: