კანონის წინაშე ყველა თანასწორია, დემეტრაძეც…

კანონი, სახელმწიფო ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს მიერ განსაკუთრებული წესით მიღებული ნორმატიული აქტი, რომლის წინაშე ყველა თანასწორია. მარტივად, რომ ვთქვათ ადამიანი, როდესაც რაღაც დანაშაულს, ანუ არა კანონიერს ჩადის ის, შესაბამისად უნდა დაისაჯოს. განსხვავდება ჩადენილი დანაშაული ერთმანეთისგან, ასევე განსხვავებულია სასჯელის ფორმებიც. პრივილეგიებით სარგებლობა კანონის წინაშე, ჩემთვის მიუღებელია. ალბათ ეს პრობლემა საზოგადოებაში ჯერ კიდევ დიდ ხანს იარსებებს, რადგან აზროვნებაში ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა. რა მოხდა რომ ქრთამი აიღო, რა მოხდა თუ ბარიგაა, რა მოხდა თუ მთვრალზე ვიღაც შემოაკვდა, რა მოხდა თუ ვიღაცას დაეჯახა, რა მოხდა თუ კანონი დაარღვია, რა მოხდა თუ დამნაშავეა, სამაგიეროდ მაგარი ტიპია, კარგი ოჯახის შვილია, ფეხბურთს კარგად თამაშობს, “ხელშეუხებელია”, მამამისი დამსახურებული პიროვნება იყო, პრეზიდენტია, აი როგორ ფიქრობს დღეს ხალხის უმრავლესობა. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია. უნდა შევიგნოთ, რომ კანონი არსებობს იმისათვის, რათა სიტუაცია დარეგულირდეს, არ შეიქმნას ქაოსი და იმიტომ, რომ ვიღაც გვევასება, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მან ჩადენილი დანაშაულისთვის სასჯელი არ მოიხადოს. როგორც უკვე გითხარით კანონის წინაშე ყველა თანასწორია. შალვა რამიშვილმაც იჯდა ციხეში…

 

 

“შალვა: ფეხბურთი გიყვართ?
პოლიციელები: ძალიან”

 

შეშინებული პატრული, დემეტრაძეზე ლაპრაკი კანონით ეკრძალებათ?”

 

“შეშინებული კი არა, ამ რუსულ პროვოკაციაზე რომ არ წამოეგნენ ვაჟკაცები და პატრიოტები არინ არიან!”

 

“საერთოდ ჯობია თვითონ ქვეყნისთვის, ხელისუფლებისთვისაც, ესეთ კითხვებზე ღიმილით უპასუხონ პოლიციელებმა და სახელმწიფო მოხელეებმა, რომ მაგალითად ძალიან კარგი ფეხბურთელია დემეტრაძე (ან თუნდაც სხვა ვინმე ცნობილი პიროვნება, მსგავსი ისტორიით), თუნდაც მხოლოდ იმიტომ რომ დაკომლექსებული და დამონებული ჯრგოს შთაბეჭდილება არ დატოვონ”

 

“მეც არ ვიცი როგორი ფეხბურთელია დემეტრაძე,
არადა ბავშვობაში ბურთს მეც ვაგორავებდი და მიყვარს ფეხბურთი, როგორც სპორტის სახეობა”

 

 

დემეტრაძე, სამართალი, ფეხბურთი, ციხე, პატრული, დაჭერა

    • giorgi
    • March 29th, 2011

    მთავავარი კითხვა რაც ჩვენს საზოგადოებას უნდა აწუხებდეს ალბათ ისაა, რატომაა ამ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი. სანამ გივი თარგამაძე პარლამენტში ზის და დემეტრაძე ციხეში, უსამართლობის გრძნობა ყველა ნორმალურ ადამიანს უნდა ჰქონდეს ჩემი აზრით

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: