“ლუპერკალია-ეროტიული დღესასწაულიდან… ვალენტინობამდე…”

დღეს, სიყვარულის დღეს ზეიმობენ, ანუ “წმ. ვალენტინის” დღეს, როგორც კათოლიკურ სამყაროშია აღიარებული. საზოგადოების დიდი ნაწილი, მთელი წლის განმავლობაში საგანგებოდ ემზადება ამ დღისთვის. შეყვარებული წყვილებისათვის, 14 თებერვალი, განსაკუთრებულ რომანტიზმთან და ურთიერთობის შედეგად დაგროვებული სიყვარულის ერთიანად გამოხატვის დღეს წარმოადგენს. თითოეული დღე სიყვარულის დღეა, მითუმეტეს როცა გიყვარს და ამისთვის კონკრეტული თარიღის დაწესება ბევრისთვის უაზრობასთან ასოცირდება, თუმცა იმაში, რომ სიყვარულს, ერთი კონკრეტული დღე მივუძღვნათ ცუდი არაფერი არ არის, მითუმეტეს დასაგმობი. ბევრმა არც კი უწყის, რომ ამ მშვენიერ დღეს, წინ სხვა დღესასწაული უძღოდა, რომელიც არც თუ მშვენიერებით გამოირჩეოდა, მეტიც ის საკმაოდ გარყვნილი, სადო-მაზოხისტური ელემენტებით შემკული გახლდათ. მას ლუპერკალიას დღესასწაულს უწოდებდნენ და სწორედ მისი ჩანაცვლებული “ვარიანტია” ვალენტინობა. ამ ორი “ღირსშესანიშნავი” თარიღის ისტორია კი შემდეგნაირია: “ლუპერკალია – ეროტიული დღესასწაული იყო ქალღმერთ ჯუნო ფებრუატა და ღმერთ ფავნასადმი მიძღვნილი [სწორედ მისი მეტსახელი იყო – ლუპერკი]. ეს დღე აღინიშნებოდა 14 თებერვალს. მრავალი წლის მანძილზე ხალხში მტკიცედ დამკვიდრდა ეს დღე. მაშინაც კი როდესაც ქრსიტიანობა ცნეს, ამ დღესასწაულს  კიდევ დიდხანს აღნიშნავდნენ. Lupercalia – ს დღეს მსხვერპლად წირავდნენ ცხოველებს, ტყავს აცლიდნენ და აკეთებდნენ მისგან მათრახებს. შემდეგ ახალგაზრდა კაცები იღებდნენ ამ მათხრახებს და ქალებს მოერეკებოდნენ წკეპლით ქალაქში როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ ამ დღის მთავარი მოქმედი პირნი შიშველი ადამიანები იყვნენ მათრახებით.  ქალები ამ წკეპლას იღებდნენ და ფიქრობდნენ, რომ ამგვარი ცემის შემდეგ უფრო ნაყოფიერები გახდებოდნენ და შვილებსაც ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზედ გავრცელებული რიტუალი გახდა რომში, სადაც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. ქალები ასეთ აღვირახსნილ დღეს ყოველივეს ითმენდნენ, რადგან ოჯახები, რომლებსაც არ ყავდათ შვილები ან ცოტა შვილი ყავდათ დაწყვევლილებად ითვლებოდნენ. დღესასწაულის ბოლოდ კი ნაცემი ქალები სრულიად შიშვლდებოდნენ. 494 წელს რომის პაპმა გელასიი პირველმა აკრძალა ლუპერკალიის აღნიშნვა. და დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის სახელით. რადგან ხალხი მიიჩნევდა ამ დღეს სიყვარულის დღედ.

წმინდა ვალენტინი 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა კლაუდიუს მეორემ სიკვდილით დაასჯევინა. მრისხანე მეფის კლაუდიუსის მეფობის დროს მეფე მტკიცედ იდგა თავის მოსაზრებაზე, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც ოჯახი და საყვარელი ქალი არ ყავდა უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს ვიდე დაოჯახებული და წვრილ-შვილიანი ამიტომაც ქორწინება აკრძალა! ხოლო წმინდა ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს ჩუმად აღასრულებდა მეფისგან დამალულად წმინდა ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, (შემდეგ წმინდანად აღიარეს) მისი სახელი ქალაქში გავრცელდა, მან უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, ბოლოს კი ციხეში აღმოჩნდა. სადაც სიკვდილით დასჯის მოლოდინში ახალგაზრდა გოგონა ჯულია გაიცნო. ის ზედამხედველის ქალიშვილი იყო. შეყვარებულმა მღვდელმა გოგონას სიკვდილის წინ სასიყვარულო ბარათი დაუწერა, რომელსაც შემდგომში ვალენტინად მოიხსენიებენ.” ვალენტინობას  ასეთი “სისხლიანი” ისტორია აქვს. ეს დღე კალენდარში 1969 წელს შეიტანეს.  მამრობითი სქესის წარმომადგენლებს კი ვურჩევ, თუ ამ დღესასწაულს აღიარებენ და გულიდან ამოსულ სიტყვებს “გილოცავ სიყვარულის დღეს” დიდი ენთუზიაზმით წარმოთქვამენ,  ამ დღეს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს სასიყვარულო ბარათები აჩუქონ, ხოლო რაც შეეხება სხვა საჩუქრებს ეს უკვე მათ ფანტაზიაზე და გემოვნებაზეა დამოკიდებული.  ბოლოს კი,ეს დღე დიდი სიყვარულით მინდა მივულოცო ჩემს მშობლებს, რომელთა ქორწინების 25 წლისთავია. მაშინ როდესაც, მათ ეს საპასუხისმგებლო ნაბიჯი გადადგეს, წარმოდგენაც არ ჰქონდათ წმ. ვალენტინზე, რომელსაც სიყვარულისა და ქორწინების მფარველ წმინდანად აღიარებენ და ამ დღესასწაულზე, ანუ 14 თებერვალი მათი(ჩემი მშობლების), კონკრეტული სიყვარულის და ზოგადად ამ გრძნობის აღმნიშვნელი თარიღი გახლავთ.

  1. No trackbacks yet.

დატოვე კომენტარი