Archive for თებერვალი 23rd, 2011

“იმედის” ახალი გენერალური დირექტორი…

საინფორმაციო სააგენტო ჯეონიუსის განცხადებით, ტელეკომპანია იმედს, რომელიც 2001 წელს დაარსდა, ახალი გენერალური დირექტორი, გიორგი ლომიძე ყავს, “რაც შეეხება თემურ ხუბულავას მან  პოსტი ჯანმრთელობის გაუარესების შემდეგ დატოვა. დირექტორობამდე ხუბულავას ტელეკომპანიის ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა”.

” კოკო მამის ცხედრის ხარჯზე კარიერას იკეთებს?”

“,,პრესა.ჯი’’ ზვიად გამსახურდიას მთავრობის პრემიერ-მინისტრს, ბესარიონ გუგუშვილს დაუკავშირდა, რომელიც ამჟამად ფინეთში იმყოფება. გთავაზობთ ინტერვიუს ბესარიონ გუგუშვილთან, რომელიც ,,პრესა.ჯი’’–ს პირველი პრეზიდენტის გარდაცვალებასა და ამ ფაქტზე გავრცელებულ ვერსიებზე ესაუბრა.

– ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების გარემოებების შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ მუშაობა დაასრულა, კომისიის თავმჯდომარე, კოკო გამსახურდია ირწმუნება, რომ მოპოვებული მტკიცებულებები საეჭვოს ხდის ვერსიას, პირველი პრეზიდენტის თვითმკვლელობის შესახებ. ეთანხმებით კომისიის დასკვნას?

– კოკოს კომისიაც და მისი „დასკვნაც“ არაობიექტურებია. ცალსახად და დაუფარავად „დაკვეთილია“ სააკაშვილის რეჟიმის მიერ შორს გამიზნული პოლიტიკური მიზნებით. გამოძიების წამოწყებას წინ უსწრებდა სააკაშვილის სახელმწიფოს ფაქტობრივი მეთაურისათვის ძალზე უხეში და მიუტევებელი იურიდიული ლაფსუსი. პრეზიდენტი სააკაშვილი საპატრიარქოდან იძლეოდა კომენტარს, „მე როგორც ქრისტიანი ადამიანი, დარწმუნებული ვარ, ზვიად გამსახურდია თავს არ მოიკლავდა“. სააკაშვილის თქმით, ასეთი დიდბუნებოვანი ადამიანი, იმ დროისათვის მიუღებელი იყო და იგი მოკლეს იმ ადამიანებმა, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობა არ უნდოდათ.”

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=3289

საზოგადოების ნაწილი ამ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა მოსაზრებას გამოთქვამს:

“მოკლეს თუ თავი მოიკლა? მგონი მარადიული კითხვააა”

“ყველაზე მაგარი ის იყო, რომ სანამ დასკვნაზე დაიწყებდა საუბარს, მადლობა გადაუხადა მეუღლეს, პრეზიდენტს და პარლამენტის თავმჯდომარეს”

“რა აზრი ჰქონდა ამ გამოძიებას მაშინ და კოკოს პარლამენტში შესვლის გაპრავებას უფრო ჰგავს ეს ყველაფერი ვიდრე გამოძიებას”

“კომისიის მუშაობის მიზანი პირველი ვერსიის ეჭქვეშ დაყენება იყო თუ დაღუპვის მიზეზების გამოძიება?”

“თუ საბოლოო დასკვნა არ დაიდებოდა, ამ კომისიის შექმნას რა აზრი ჰქონდა, ვეღარ გავიგე
ეგრე უფაქტებოდ და უდასკვნებოდ ჰო ისედაც ათასჯერ გადაიღეჭა ეგ თემა”

“საზოგადოებაში გამოკვეთილია სამი აზრი:

თავგანწირვა – რომლისაც სჯერათ ეროვნული ხელისუფლების (ე.წ. ზვიადისტების ნაწილს)მხარდამჭერებს… ამ შემთხვევაში ქრისტიანული მორალითა და წესებით იგი გამართლებულია და ითვლება უდიდეს ზნეობრივ აქტად (პუტჩისტებსა და მათ მხარდამჭერებს ეს არ აწყობთ და იგი კატეგორიულად მიუღებელია)

თვითმკვლელობა – რომლისაც სჯერათ მხოლოდ პუტჩისტებსა და მათ მხარდამჭერებს (ამ კატეგორიის ხალხისთვის აბსოლუტურად მიუღებელია თავგანწირვის აქტი… მიზეზი მარტივია – მათ სურთ რომ ქრისტიანული მორალი და წესი ზვიად გამსახურდიასთან კონფლიქტში მოდიოდეს. თვითმკვლელი ჯოჯოხეთში ხვდება, თავგანწირული ადამიანი-სამოთხეში

მკვლელობა – რომლისაც სჯერათ ეროვნული ხელისუფლების (ე.წ. ზვიადისტების ნაწილს) მხარდამჭერებს და აწყობთ ეს ვერსია პუტჩისტთა ელიტარულ ნაწილს – მიზეზი შეიძლება მრავალი იყოს (დაწყებული ზვიადის სიკვდილის ბოლომდე მის გვერდით მყოფებში ეჭვის შეტანისა და სხვა მრავალი ვიწრო ანგარებითი მოსაზრებით (მაგალითად კიტოვანსა და გიორგაძეს აწყობს მკვლელობაზე საუბარი-ორ კურდღელს იჭერენ – ერთით სვრიან პრეზიდენტთან ერთად მყოფ ხალხს და მეორეთი-შურისძიება შევარდნაძის მიმართ პირადული მოსაზრებით…”

რა კავშირშია ტოტალიზატორი ოსკარების დაჯილდოვებასთან…

ამერიკის მორიგი 83-ე კინოაკადემიის დაჯილდოვება 2011 წლის 27 თებერვალს გაიმართება. საუკეთესო ფილმის ნომინაციაში 10 ფილმია წარდგენილი. გავრცელებული ინფორმაციით, რასაც ამბები.ge ავრცელებს, “ინტერნეტ-გამოცემებთან ერთად კინოაკადემიის 83-ე დაჯილდოვების შედეგების გამოცნობას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტოტალიზატორების მომხმარებლებიც შეეცდებიან. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი, სადაც ტოტალიზატორმა “ვივარობეთ”-მა ოსკარების დაჯილდოვების შესაძლო შედეგებზე ფსონების მიღება დაიწყო.

მომხმარებელს საშუალება აქვს გამოიცნოს საუკეთესო მამაკაცი მსახიობის, საუკეთესო ქალი მსახიობის, საუკეთესო რეჟისორის, საუკეთესო ფილმის და სხვა ნომინაციების შედეგები. ფსონების განხორციელება შესაძლებელია როგორც http://www.vivarobet.ge – ზე, ასევე რესპუბლიკის მოედნის მიწისქვეშა კომპლექსში არსებულ სათაო ოფისში (რუსთაველის 37)”.

ლალი მოროშკინას წიგნი ჯერ არ გამოსულა, თუმცა “რეკლამა” და მოლოდინი უკვე დიდია…

ლალი მოროშკინას ახალი ნამუშევარი “უსექსობა პატარა ქალაქში” მალე დღის სინათლეს იხილავს, მართალია ჯერ ეს დრო არ დამდგარა თუმცა, მის გარშემო ატეხილი ჭორები და მითქმა-მოთქმა, წიგნის სწრაფ “დატაცებას” ნამდვილად გამოიწვევს. სკანდალურობა, ხომ მთელს მსოფლიოში კარგად იყიდება და საქართველოც არ არის ამ შემთხვევაში გამონაკლისი. პოლიტიზირებული ვნებათა ღელვა, შეიძლება ასეც ვუწოდოთ წიგნში აღბეჭდილ სიტუაციებს, რადგან, როგორც თავად ავტორი ამბობს, “როგორც ჩანს, ალეგორია, შედარება და სხვა მეთოდები, რომელიც გამოიყენება ლიტერატურაში, ჩვენი მოსახლეობისთვის აბსოლუტურად გაუგებარი აღმოჩნდა”, ანუ მარტო სათაურით არ უნდა დავკმაყოფილდეთ და წიგნი, მხოლოდ უსექსობის პრობლემებზე ჩვენს ქალაქში არ გვიამბობს. დაინტერესებული საზოგადოება რომანს მალე იხილავს და დასკვნებს უკვე შემდგომ გააკეთებს. მანამდე კი, მხოლოდ “ჭორაობაღა” დაგვრჩენია.