Posts Tagged ‘ მკურნალობა ’

“პატიმრები გარეთ…”

არსებობს კანონი, რის შედეგადაც დამნაშავე ისჯება ანუ მას აპატიმრებენ. რომ არა ციხე, ყველა ის პიროვნება, ვინც საზოგადოებისათვის საშიშები არიან გარეთ იქნებოდნენ, რაც ქვეყანაში სრულ ქაოსს და განუკითხაობას გამოიწვევდა. გავრცელებული ინფორმაციით, “წინააღმდეგობის მოძრაობა პატიმრების ფართომასშტაბიან ამნისტიას ითხოვს. მოძრაობის ხელმძღვანელი, დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ ამნისტიის კანონპროექტი უკვე შემუშავებული აქვთ და ამ დროისთვის აწარმოებენ ხელმოწერების შეგროვებას. კანონპროექტით ციხეებში 5000-ზე ნაკლები პატიმარი უნდა დარჩეს. მისივე თქმით, საქართველოში მსოფლიო ქვეყნებს შორის უპრეცედენტოდ მაღალია პატიმართა რაოდენობა”. ანუ გავანთავისუფლოთ დამნაშავეები? როგორც დავით თარხან-მოურავი აღნიშნავს, ნარკომანები არც ერთ ქვეყანაში ციხეში არ ზიან. ვეთანხმები მის მოსაზრებას, მაგრამ აქ ერთი მომენტია, სანამ ნარკომანებს ციხიდან გამოვუშვებთ, ჯერ ის სამკურნალო კლინიკები უნდა გაგვაჩნდეს, სადაც მათ ვუმკურნალებთ. ნარკომანი ავადმყოფად ითვლება და არა დამნაშავედ, მაგრამ ისინი საზოგადოებისთვის ნამდვილად საშიშ პიროვნებებად რჩებიან, მარტივი მიზეზის გამო, ნარკომანი ადვილად ხდება ე.წ. ბარიგა, რომელიც პირდაპირ საშიშროებას წარმოადგენს ჯანმრთელი მოსახლეობისათვის. სწორედ ამიტომ, მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა აიკრძალოს მათი დაჭერა, თუ მკურნალობისთვის სხვა ალტერნატიული გზები გვექნება. აგრეთვე, გავრცელებული ინფორმაციით, “აპრილ-მაისში ევროპარლამენტში დაგეგმილია საკომიტეტო მოსმენა, სადაც საქართველოს საპატიმროებში არსებულ მდგომარეობაზე და პატიმრების კონკრეტულ საქმეებზე იქნება მსჯელობა. პატიმრებს არ აქვთ საშუალება, რომ ელემენტარული სამედიცინო დახმარება მიიღონ დროულად, ეს ფაქტია. პატიმრები იღუპებიან პნევმონიით, ელემენტარული მკურნალობის არარსებობის გამო…”

ციხეებში არსებული მდგომარეობისა და სხვა პრობლემური სიტუაციის მოსაწერიგებლად, 25 მარტს მორიგი საპროტესტო აქცია სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროსთან გაიმართება.

“ბუს მდგომარეობა სტაბილურია…:) “

მთელს ევროპაში, რომ ცხოველებისა თუ ფრინველების ე.წ. “კულტი” არსებობს, ეს ახალ ამბავს არ წარმოადგენს. ცივილურ ქვეყნებში მათზე ზრუნვა მნიშვნელოვან საქმიანობა გახლავთ. სპეციალური ჯარიმები და უამრავი ორგანიზაცია არსებობს, რათა მათი უფლებები იქნას დაცული. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ძაღლების ქორწინების სახლიც კი არსებობს. ერთი შეხედვით სასაცილო ფაქტია, ბუს ისტორია, თუმცა იქ სადაც ეს მოხდა, ამაში სასაცილოს ვერაფერს ხედავენ. ფეხბურთელმა, რომელმაც სტადიონიდან “პანჩურის ამორტყმით” გააგდო  საწყალი ბუ, სერიოზულ შარში გაეხვა. სპორტსმენი ფრინველს, როგოც ბურთს ისე მოექცა, რის გამოც მას სპეციალური ჯარიმისა და ბუს მკურნალობის ხარჯების ანაზღაურება მოუწია. სავადმყოფოში გადაყვანილი დაზარალებული თავს კარგად გრძნობს, რაც შეეხება მორალური ზიანის ანაზღაურებას ბუსთვის, ამაზე სასამართლო იზრუნებს. 🙂

“ქართველები არც თუ მსმელები ვყოფილვართ…”

“მითი” ქართველი კაცის სასმელისადმი ტრფიალისა და ლხინის სიყვარულისადმი დაირღვა. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, მსმელი ქვეყნების რეიტინგში საქართველო ვერ მოხვდა. ამ მონაცემებმა საზოგადოების ერთი ნაწილი გაახარა, რადგან ამ რეიტინგში მოხვედრილ ქვეყნებში, სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გარკვეული ოდენობის თანხა, სწორედ ალკოჰოლით დაავადებულების მკურნალობას ხმარდება, რადგან სასმლით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი ციფრი საკმაოდ მაღალია, ხოლო ნაწილი საზოგადოებისა იმედგაცრუებული დარჩა, რადგან ე.წ. “ღვინის კულტი”, ქართული ტრადიიცის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილი, “დაუფასებელი” აღმოჩნდა.

არსებული რეიტინგი კი ასე გამოიყურება:

ყველაზე მეტ ალკოჰოლურ სასმელს მოლდოველები სვამენ.

ჩეხეთი – 16,45 ლ;

უნგრეთი – 16, 27 ლ;

რუსეთი – 15,76 ლ;

უკრაინა – 15,6 ლ;

ესტონეთი – 15,57 ლ;

ანდორა – 15,48 ლ;

რუმინეთი – 15,3 ლ;

სლოვენია – 15,19 ლ;

ბელორუსი – 15,13 ლ;

დიდი ბრიტანეთი – 13, 37ლ.

ხალხის აზრი კი ასეთია:

“ჩვენს არმოხვედრაზე მეტად გერმანელების არ მოხვედრა გამიკვირდა”

“გალოთებულა მსოფლიო და ეგ არის”
“ძალიანაც კარგი… სულ არ მინდა საქართველო პირველ ადგილზე რომ იყოს და ყოველ ნაბიჯში ვიღაც გათიშული ლოთი ეგდოს როგორც ეს რუსეთში გვხვდება ხშირად…”
“და ირლანდიელები?????ჩემი ირლანდიელებიც გამომიტოვეს????”
“ქართველებს გვჩაგრავენ: რეიტინგში საპატიო ადგილი დაგვიბრუნეთ”
“კუსტარულად დაყენებული შაქრიანი ჭაჭა, ჭაჭაშაქარაწყალ ღვინო და თუნდაც კარგად, მაგრამ მაინც სახლში დაყენებული ღვინო ვერ შევა მაგ მონაცემებში, თორემ არა მგონია საშუალოდ 6 ლიტრაზე ნაკლებს სვამდეს ქართველი წელიწადში.
მე პირადად ყოველწლიურად 500 ლიტრამდე თეთრი და 100 ლიტრამდე შავი ღვინო მეხარჯება. სტუმრების დახმარებით რა თქმა უნდა”