Posts Tagged ‘ ქალიშვილობის ინსტიტუტი ’

სექსუალურად რეალიზებული ქალი თუ, “ბოზი” ან იქნებ, “გუშინწინ გაჟიმული”…

არა ერთხელ აღმინიშნავს, რომ საქართველოში დღესდღეისობით  ე.წ. პოპულარობის განმსაზღვრელი, სექსზე ღიად საუბარია. მას ხშირად რელიგიის თემატიკაც ენაცვლება, ხოლო პოლიტიზირებულმა  თემებმა აქტუალობა ცოტათი დაკარგეს :).  თუმცა  სექზე მხოლოდ საქართველოში არ საუბრობენ.  ეს თემა მთელს მსოფლიოში კარგად “გაყიდვადია”. ამ შემთხვევაში აღსანიშნავი მხოლოდ ის არის, თუ რამდენად ჭირდება მოსახლეობას ამ თემის აქტუალური ბრუნვა. ამაში კი, ალბათ ბევრი დამერწმუნება, რომ ეს თითქმის ჰაერივით გვესაჭიროება. ჩაკეტილი წრიდან ნელ-ნელა გარეთ გამოვდივართ, ხოლო დღის სინათლეზე ყველაფერი სხვანაირად ჩანს. განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ე.წ. “ბნელ” საზოგადოებაში, “სექსუალურად რეალიზებული ქალი” იწვევს  ან უბრალოდ სექსუალური ქალი :). მას ხშირად (უფრო ადრე 🙂 )”ბოზად” იხსენიებენ, ან “გუშინწინ გაჟიმულის” იარლიყს აკრავენ. სექსუალური გაუნათლებლობის შედეგია, ისეთი ოჯახების არსებობა, სადაც სიდუხჭირის მიუხედავად მზად არიან მერვე, მეცხრე და ა.შ შვილი სასიკვდილოდ გაიმეტონ, რადგან არაფერი იციან უსაფრთხო სექსის შესახებ. გენდერული თანასწორობა კი, მამაკაცური “ღირსებების” დაკნინებად მიაჩნიათ. (თუმცა, ოჯახში შემომტანი ქალის სიტუაციაში, მამაკაცი გენდერული თანასწორობის “მოტრფიალედ” გვევლინება). ალბათ ეს ყველაფერი გასაკვირი არც უნდა იყოს, მაშინ როდესაც “ქალიშვილობის ინსტიტუტის” არსებობით თავი ამაყად შეგვიძლია ვიგრძნოთ, მაშინ როდესაც დაკარგული საქალწულე აპკის აღდგენა შესაძლებელია და ამ ოპერაციის შესახებ, ევროპელ ექიმებს ვერაფერი ვერ გავაგებინეთ :). მაშინ როდესაც “მართლმადიდებელმშობელთა კავშირი” მზად არის შორენა ბეგაშვილი “ჩაქოლოს”, მაშინ როდესაც სკოლებში სექსულაურ საკითხებზე საუბარს გინებით “აკრიტიკებენ”. მოკლედ საქართველოში სექსკულტურის გარშემო მთელი რიგი პრობლემები არსებობს. ამას დროს ჭირდება… მანამდე კი, საჭიროა ყველამ ერთად გავიაზროთ რომ, სექსუალური რეალიზება “მრუშობა” არ არის და უსაფრთხო სექსი კი, ცოდვა. არც სხვის  საწოლში ქექვა უნდა ჩავთვალოთ კარგ ტონად, ხოლო საკუთარი სექსუალური დაუკმაყოფილებლობა აგრესიაში არ უნდა გადაგვეზარდოს და სხვებს შეურაცხყოფა არ უნდა მივაყენოთ და ბოლოს, სექსი მხოლოდ გამრავლების მიზნით არ უნდა გვქონდეს.

სექსკულტურა, უსაფრთხო სექსი

კულუარებში ხალხი კი, ასე ფიქრობს:

“ის ანეგდოტი ხო იცით, მარო რო ეკითხება მიხოს:
– მიხო, ვნება რა არისო
– ვნებაა მეზობელ ჟუჟუნასთან რო გადავიდე და სექსი მქონდესო (ეხლა მთლად ეგრე არ უთქვამს, მაგრამ შინაარსი ეგ იყო)
– ანუ მე რო მიტოსთან გადავიდე და სექსი მქონდეს, ეგეც ვნებააო? – შეეკითხა მარო
– შენ ეხლა ქალო ვნებას ბოზობაში ნუ ურევ თორე დედას მოგი$$$ავო”

“ეხლა ვინც რა არ უნდა თქვას ვერაფერში დამარწმუნებს…
კაცს მაგ საკითხში ქალზე უპირატესად მი(გვ)აჩნია თავი…
თეორიულად შეიძლება არასწორია და ბევრმა იცის კიდეც ეგ, მაგრამ პრაქტიკულად მასეა”

“სად მთავრდება “სექსუალურად რეალიზებული ქალი და სად იწყება ბოზი”? ”

“ცირკის მიდამოებში რომ ქალები დგანან, იმათ რა ვუწოდო, ბოზები თუ სექსუალურად რეალიზებულები?”

“ისე სიტყვა “ბოზი” არაა ზუსტი სახელი…
არ არსებობს მაგის ზუსტი განმარტება ქართულ ენაში…
ბოზს ეძახდნენ მრუშ ქალებს…
ანუ დღეს რომ სექსუალურად რეალიზებულ ქალებს ვეძახით, ეგ ქალები რეალურად მრუშები არიან…”

“ტრაკი პატრონისაა და ვისაც უნდა იმას მისცემს biggrin.gif biggrin.gif არ უნდა ამას ბევრი ლაპარაკი, როგორც კი გამოსწორდება ეკონომიკური მდგომარეობა და მასას ფული გაუჩნდება, თვითონვე გადაწყვეტს მერე ადამიანი რა გააკეთოს ცხოვრებაში და რა არა . . . . . . და მორალური გისოსები სახელად “ბოზი” ყველას ერთ ადგილზე ეკიდება მაგ დროს . . . ”

“ერთმა მითხრა ტრანსპორტში იმიტომ არ ვუთმოვ ქალებს ადგილს რომ
არ მინდა თავი ჩემზე ნაკლები იგრძნონო biggrin.gif