Posts Tagged ‘ “ვიკილიქსი” ’

კიდევ ერთი “braveheart”-ი და ფილმი “based on a true story”-ით…”

“ვიკილიქსის” დამფუძნებელს ჟულიენ ასანჟს სიკვდილით დასჯა ემუქრება. მის ბრალდებების ჩამონათვალს სექსუალური ძალადობა ემატება, რასაც თავად ასანჟი უარყოფს და აცხადებს, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლის შედეგია. სწორედ, რომ ამერიკაში გადაყვანის შემთხვევაში, შეიძლება სიკვდილით მოხდეს მისი დასჯა.

ისტორიას კიდევ ერთი თავისუფლებისთვის მებრძოლი  “braveheart” შეემატება, რაზეც გადაიღებენ ფილმს, დაიწერება უამრავი სტატია, მიეძღვნება სხვადასხვა ტელე თუ რადიო გადაცემა და ყველაფერი, მაშტაბურ კომერციულ სახეს მიიღებს, ხოლო რეალურად, თუ რა თავისუფლებისთვის და  ექსკლუზიური მასალებისთვის ეწირება ეს ადამიანი, საზოგადოებისთვის ბოლომდე გაურკვეველი დარჩება. თუმცა, სულ მალე ხალხს ეს დიდად აღარ შეაწუხებს, რადგან ახალი ფილმის მოლოდინი გადაწონის მათ სხვა განცდებს. ფილმის დასაწყისში კი დაიწერება “based on a true story”, ამით კი საზოგადოებისთვის ყველაფერი “ნათქვამი იქნება”.