Posts Tagged ‘ გიორგი დემეტრაძე ’

“არველაძის ბრალდების გამო,შეიძლება დემეტრაძეზე, ახალი საქმე აღძრან…”

საფეხბურთო სკანდალი, ამ ეტაპზეც დღის მთავარ თემას წარმოადგენს. ფეხბურთელ დემეტრაძის დაკავებიდან 9 თვეა გასული, თუმცა მისი დაკავება კვლავ აქტუალურია საზოგადოებისათვის. ის ქურდულ სამყაროსთან კავშირის გამო დააკავეს, თუმცა როგორც კულუარებში ამბობებ არველაძის განცხადების შემდეგ მას კიდევ შესაძლებელია ახალი მუხლით წარუდგინონ სასჯელი.

“”თამაშობდა” არ ნიშნავს იმას რომ თამაშების ჩაწყობაში მონაწილეობდა:

იქნებ ტოტალიზატორში თამაშობდა, ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანი:

ტოტალიზატორში ოფიციალური თამაში არ არის აკრძალული:

ნუ ამ ვიდეოდან არ ჩანს ის რომ თამაშების ჩაწყობაში მონაწილეობდა:”

“თუ ფაიზაღს ამბობს, მაშინ ნორმალურ შეფასებას მივცემ..

ეხლა ცილს რო არ დასწამებს ტყუილად, მაგაში ეჭვი არ მეპარება..
ვერ დასწამებს, ჯერ ერთი და იმიტომ…
და მერე კიდევ სხვა ნიუანსები ”

“თამაშობდა ტოტალიზატორში და ეგ მგონი არ უნდა იყოს დანაშაული. ”

“მოიცა თუ ეგ სიმართლეა რაც არველაძემ თქვა( და სიმართლეა) , სიმართლის თქმა ცუდი საქციელია?!კალაძე თუ იტყუება დემეტრა, რომ გამოაშვებინოს ეგ კარგი საქციელია ?!”

“და მოიცა რა თქვა აქ საშინელება? თუ ისჯება კანონით თამაში უნდა დაისაჯოსო… არ უნდა დაისაჯოს?

და ისე, ტოტალიზატორის თამაში მაზავშიკობას არ ნიშნავს სხვათა შორის…”

“შოთა ამბობს სავსებით სწორ და გასაგებ რამეს. კანონი ყველასთვის ერთნაირად მოქმედებდესო.
კიდევ ამბობს ვიცოდით, რომ თამაშობდა და ვეუბნებოდით თავი დაენებებინაო – აქ რა უნდა თქვა? თუ ეს ნამდვილად იცოდა, რა უნდა უსაყვედურო? ტყუილს რატომ არ ამბობსო? “

კახი კალაძე ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობას 1937 წელს ადარებს…

“დემეტრაძესთან დაკავშირებით რა იყო უსამართლობა, უკაცრავად?
რადგან ცნობილი ფეხბურთელია, არ უნდა დაესაჯათ?
და თქვენ საუბრობთ არჩევით სამართალზე???!?!?

პს
ერთი კალაძეა დიდი პოლიტიკოსი, მეორე შევჩენკო. ”

ფეხბურთელ გიორგი დემეტრაძის დაკავებიდან 9 თვე გავიდა. ის, 9 თვის უკან სამართალდამცავებმა  ქურდული ტრადიციების მიმდევრობის გამო დააკავეს. ცნობილი ქართველი ფეხბურთელი კახი კალაძე კი, 9 თვის შემდეგ საქართველოში არსებულ სიტუაციას სტალინის რეჟიმს ადარებს, ასეთი განცხადების მიზეზი კი, მეგობრის ციხეში ყოფნაა. ის მიიჩნევს რომ, “საქართველოს ნაკრების წევრ გიორგი დემეტრაძის დაკავება აჩვენებს, რომ საქართველოში 1937 წელი მეორდება. ქართველი ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს, სახეზეა შერჩევითი სამართალი, მძიმე მდგომარეობა პენიტენციალურ სისტემაში, პრაქტიკულად არ არსებობს სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი” და განაცხადა, რომ ის დემეტრაძის გასანთავისუფლებლად იბრძოლებს.

ფეხბურთი, ფეხბურთელი, კახა კალაძე

“ქართველების უბედურება ისაა რომ ყველას მაშინ ახსენდება სიმართლე ან სამართალი ან სიღარიბე ან გაჭირვებული ხალხი, როცა პირადად მას ან მის მეგობარს შეეხება ის განუკითხაობა რაც ქვეყანაშია.”

“სოლიდარობა მაშინ გვახსენდება მარტო როცა პირადად ჩვენ გვაწუხებს რამე და როცა სხვას შვილს უკლავენ მაშინ გამოძიების დასრულებას ველოდებით. ”

“კალაძეს რომ ფეხბურთისთვის მიხედილი აქვს და მისი დონის ფეხბურთელი საქართველოს კიდევ დიდხანს არ ეყოლება…”

“საინტერესოა კალაძემ სტალინის დაბადების და გარდაცვალების წლები მაინც თუ იცის უშეცდომოდ ”

“კალაძეს ურჩევნია
ფეხბურთს მიხედოს
და როგორც მინიმუმ საკუთარ კარში გოლები არ გაიტანოს! ”

“1. ცნობილი არ არის დაზუსტებით დემეტრაძეს რაში ადანაშაულებენ და ჰქონდა თუ არა მაგ ფაქტს საერთოდ ადგილი.
2. შევჩენკო დიდი ფეხბურთელია :yes;
3. კალაძე არ არის დიდი ფეხბურთელი. კალაძე ყველაზე წარმატებული ქართველი ფეხბურთელია.”

“თუ არ ვცდები ადრე თქვა კალაძემ: საფეხბურთო კარიერის შემდეგ შეიძლება პოლიტიკაში წავიდეო… მემგონი ნიადაგს იმზადებს, ჩერეზ ოპოზიციიდან. “