Posts Tagged ‘ გიგი უგულავა ’

მარიკა ვერულაშვილის ქმარი დააკავეს…

მარიკა ვერულაშვილის ქმარი 10 დღის უკან აიყვანეს. “პირWელის” გავრცელებული ინფორმაციით, “სამართალდამცველებმა თბილისის “შემოვლითი რკინიგზის” პროექტისთვის რელსების შემოტანის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ხელმძღვანელი – პარლამენტარ მარიკა ვერულაშვილის მეუღლე სოსო ჩხაიძე და მისი პარტნიორი ვასილ ჩიგოგიძე დააკავეს. დაკავების ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა როგორც წყარო იტყობინება, მათი დაკავების ერთ-ერთ ვერსიად “შემოვლითი რკინიგზის” პროექტში ქალაქის მერის გიგი უგულავას და შს მინისტრ ვანო მერაბიშვილის ინტერესების დაპირისპირება სახელდება.:

მარიკა ვერულაშვილის ქმარი დააკავეს

ხალხი კულუარებში ამ საკითხთან დაკავშირებით შემდეგს ფიქრობს:

 

 

“ეს ჩიგოგიძე ხომ ადრეც დააკავეს რაღაც მახინაციებზე , ჩხაიძის დროს იყო მგონი რკინიგზაში”

 

 

“რა ნიჭიერი ბიზნესმენები დადგნენ, ჩვენი ანცულიკა პოლიტიკოსების ახლო ნათესავები. smile.gif

ტენდერგამარჯვებულები.”

 

 

“დაუწყიათ ნაცებს ერთმანეთის ჭამა დაჩქარებული ტემპებით და ეგაა, რაც, რასაკვირველია, ფრიად მისასალმებელია.”

 

 

 

“ეგ ხო გაშორებულია ქმარს? თან ძალიან დიდი ხანია.”

 

 

“ყოფილი ქმარი ქმარი არ არის
არ ყოფილი ცოლია ცოლი”

 

 

“არ არის სიმართლე”

 

 

“მარიკა გამოიყვანს თავის ქმარს, ადრეც იყო რაღაც სკანდალში ეგ ტიპი გახვეული, ფულთან დაკავშირებით”

ახალი სამარშუტო ტაქსები+ახალი ფასები…

მაისის ბოლოდან თბილისის ქუჩებში ახალი სამარშუტო ტაქსები გამოჩნდება. ახლო მომავალში კომფორტულად მგზავრობა სრულიად შესაძლებელი გახდება. იმედია მძღოლები “მავნე ჩვევას” მალე თავს დაანებებენ და სამარშუტო ტაქსების მგზავრებით გატენვაც წარსულს ჩაბარდება :). აღარ იმოძრავებს არც ერთი გაუმართავი “მარშუტკა” და კიდევ ახალი სიახლე, გავრცელებული ინფორმაციით (რეზონანსი) “თბილისის მერია მუშაობს საკითხზე, რომელიც თბილისის ცენტრალურ ჭავჭავაძის და რუსთაველის გამზირებზე სამარშრუტო ტაქსების შესაძლო დაბრუნებას ითვალისწინებს.” საზოგადოების დიდ ნაწილს ახალ სამარშუტო ტაქსებთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი განწყობა აქვთ, თუმცა აქ ერთი მომენტია, როგორც კულუარებში ამბობენ მგზავრობის ფასი მაისის ბოლოდან 80 თეთრი გახდება:

ახალი სამარშუტო ტაქსები

“მარტო ფასს ნუ უყურებთ, კონდიციონერებიც დაინახეთ ”

“მართლაც რომ ოხ,… ბარემ პირდაპირ 1 ლარი გლიჯონ..”

“2 კურდღელს იჭერენ, თავიდან აკეთებენ დიდ ფულს, ამას + ხალხი გადავა სანდრაბუსებზე და შემცირდება მარშუტკების რაოდენობა…

ვინ იჭყლიტება ისევ? ხალხიი..

ვინ ხეირობს? ის ვინც ფულს იშოვის ამით და გაქსუებული რომელიც ზის ჯიპზე და არ ევასება საცობები….”

“არ მჯერა, ვიდრე თავად არ გადავიხდი!”

“ის ვინ იყო, რომ ამბობდა, პირობებში ჩადებულია ფასის შენარჩუნებაო?
მესიზმრა? ”

“მაშინ ნება იბოძონ და 50 თეთრიანების მაგივრად 80-იანები გამოუშვან, იმდენი წვრილი ხურდების რახარუხის თავი ვისა აქვს ”

“გიგი კარგი კაცია მაგას გაითვალისწინებს და ერთ ლარამდე დაამრგვალებს ”

“ახალ მარშუტკებს ხურდისთვის მაგნიტები ექნებათ ტორპედოზე?”