“ფეხზე დგომის ინსტიტუტს არ ემუქრება სიბერე”

გადავწყვიტე ახალი სამარშუტო ტაქსით მემგზავრა. მოგეხსენებათ თუ როგორი პიარი ქონდა ახალ “მარშუტკებს”. გამართული, კონდიციონერიანი, კომფორტული და ფასიც მგზავრობის ხარისხიდან გამომდინარე 80 თეთრი უნდა გამხდარიყო. თუმცა ყველაფერი ცოტა სხვანაირად დაიწყო ჩვენს ქალაქში🙂. გაძვირდა არა მარტო რამდენიმე ახალი სამარშუტო ტაქსი (ჯერჯერობით ახლები ძალიან ცოტაა), არამედ ძველი “მარშუტკების” უმრავლესობაც. მათი გაძვირების მიზეზი კი საზოგადოებისათვის უცნობია, თუმცა ხალხი ამით არც ინტერესდება, თუ რატომ იხდის 80 თეთრს გაუმართავ მარშუტკაში.

მძღოლების უმრავლესობა დასმულ კითხვაზე მგზავრობის ფასთან დაკავშირებით, ერთმანეთისგან განსხვავებულ პასუხებს იძლევიან:

-“მერიამ გააძვირა”

-“ჩვენმა უფროსმა გაგვიძვირა”

მოკლედ პასუხებში, მერია და უფროსი გამოიკვეთა🙂.

ყველა “სიახლეს”  დროთა განმავლობაში ხალხი ნელ-ნელა ეჩვევა, ეს ფასიც ბევრისთვის “მისაღები” აღმოჩნდა.

დაპირებული რამდენიმე ახალი “მარშუტკა”, მართლაც კომფორტულია, ჯერჯერობით კონდიციონერიც ფუნქიონირებს, თუმცა კომფორტს, როგორც ჩანს ხალხი მაინც ვერ ეგუება, მძღოლისთვის კი ძველსა და ახალ მარშუტკას შორის განსხვავებაა სრულიად შეუმჩნეველი რჩება.

80 თეთრი

საღამოს 6 საათია, საშინელი სიცხე, თითქმის 45 გრადუსი, ვდგავარ მზეში და ამ დროს ვხედავ ყვითელ “მარშუტკას”, გამახსენდა ყველა ის პლიუსი, რაც მას გააჩნდა და მიუხედავად ბოლო თეთრებისა გადავწყვიტე გამეჩერებინა, იქ სიგრილე და კომფორტული მგზავრობა მეგულებოდა. ჰოი საოცრებავ… ავდივარ და… ვერ ავდივარ, რადგან ეს კომფორტული, 80 თეთრიანი “მარშუტკაც” კვლავ გატენილია. სად გაქრა, ხალხის პროტესტის გრძნობა, 80 თეთრთან დაკავშირებით? ვუყურებ და ვხდები, ისინი 1საც კიგადაიხდიან, თუნდაც ფეხზე მოუწიოთ დგომა. მათ ეს სისხლში აქვთ გამჯდარი. სად არის სიგრილე?…ვერ ვგრძნობ, თუმცა რას ვიგრძნობ მარშუტკა გატენილია, კარი ხელით მიჭირავს. მძღოლს კმაყოფილების ღიმილი დასთამაშებს სახეზე.

გადავწყვიტე მისთვის შემეხსენებინა, რომ “მარშუტკაში” ხალხის ფეხზე დგომის გამო, ძალიან მალე დააჯარიმებდნენ, პასუხი კი შემდეგი მივიღე:

_”ჯერ  არ დამაჯარიმებენ.”

ჩამოსვლისას 80 თეთრი გადავიხადე, ოღონდ რაში?… ფეხზე დგომაში? ვიღაც ღიპიან კაცთან “ფიზიკურ სიახლოვეში”?  არა კომფორტულად მგზავრობაში?… და მივხვდი, რომ სანამ მართლაც არ დააჯარიმებენ მძღოლებს,  შემდეგ კი, შეშინებულები  სანამ არ გაუჩერებენ ფეხზე დგომის მსურველ 80 თეთრის გადამხდელ მგზავრებს “მარშუტკას”, ფეხზე დგომის ინსტიტუტს თბილისში, ვერც კომფორტის შეგრძნება, ვერც გაძვირება, ვერც სულის მხუთავი სიცხე და ვერც ვერაფერი აღუდგება წინ…

მგზავრობა

 

    • Di@
    • August 4th, 2011

    კარგად წერ!🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: