სად არის ახალი ”მარშუტკები” და რატომ გააძვირეს ძველი სამარშუტო ტაქსები?

1 ივლისიდან, რომ მგზავრობა უნდა გაძვირებულიყო, ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას უკვე ფლობდა, თუმცა გაძვირების (80 თეთრი) მიზეზიც კარგად იცოდნენ, ახალი სამარშუტო ტაქსების დანიშვნა. ახალ მარშუტკებს მძღოლების მიერ საპროტესტო აქციებიც მოყვა, თუმცა როგორც ხშირად ხდება აქციები მხოლოდ რამდენიმე დღე გაგრძელდა.

მგზავრობა

დღეს უკვე 19 ივლისია, ახალი სამარშუტო ტაქსები კი ჰორიზონტზე არ ჩანს, გარდა ერთი ხაზისა, 4 ნომერი მარშუტკები შეიცვალა. რაც შეეხება, სხვა ნომრებს კვლავ ძველი მარშუტკები მოძრაობენ, უმეტესობა საშინლად ძველი, ხალხი მიუხედავად სიცხისა, კვლავ ფეხზე მდგომი და ერთმანეთზე მიწეპებულები მგზავრობენ.

მაგრამ სიახლე მგზავრობასთან დაკავშირებით მაინც არის, ის ახლა უკვე 80 თეთრი ღირს, რაც ახალი სამარშუტო ტაქსებით ნამდვილად არ არის გამოწვეული. საზოგადოებას კითხვები გაუჩნდა:

სად არის ახალი მარშუტკები?

რატომ გააძვირეს მგზავრობა?

ჩამოეყვანათ ახალი მარშუტკები და დაპირებისამებრ საზოგადოებისათვის , მხოლოდ შემდგომ გაეძვირებინათ მგზავრობის საფასური, რა საჭიროა ხელოვნურად პრობლემის შექმნა, მაშინ როდესაც ხალხს ძალიან უჭირს. რატომ ხდება ასეთი ძნელი სიტუაციის დარეგულირება და რატომ ვიწყებთ ყველაფრის კეთებას ბოლოდან?

სავარაუდოდ ამ ყველაფერს, ახლა უკვე მგზავრების საპროტესტო აქციები მოყვება.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: