მხოლოდ თბილისში შეიძლება მოაწყოო აქცია შერონ სტოუნის “წინააღმდეგ”…

“აგვისტოს 5 დღე”, ფილმის პრემიერა თბილისში შედგა. ჰოლივუდის ვარსკვლავები ფილმის ჩვენებას დაესწრნენ. ამ ცერემონიას მასმედიის საშუალებები პირდაპი ეთერში აშუქებდნენ. პრემიერაზე დასასწრებად ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ვარსკვლავე შერონ სტოუნიც ჩამოვიდა.  მას პირადად ილია მეორეც შეხვდა. რუსთაველის გამზირზე უამრავი ფანი იყო შეკრებილი ვარსკვლავების დასახვედრად. თუმცა ის, რაც შეიძლება მხოლოდ ჩვენთან მოხდეს, მაინც მოხდა. მდუმარე აქცია შერონ სტოუნისა და იაფფასიანი ხელოვნების წინააღმდეგ, მსგავსი წარწერებით გამოვიდნენ სტუდენტები სასტუმრო “რედისონთან”🙂. სასაცილოა სატირალი, რომ არ იყოს. ალბათ უფრო ზუსტი განმარტება იქნებოდა, არა “იაფფასიანი ხელოვნება” არამედ “იაფფასიანი აქცია”🙂. არ შეიძლება საზოგადოება, მითუმეტეს ჩემი თაობა, ასე გაბოროტებული იყოს და მსგავს მარაზმ დაკვეთას უერთდებოდეს. დავიჯერო შერონ სტოუნი, ენდი გარსია და ა.შ. მათთვის მართლა იაფფასიანი მსახიობების რიცხვში გადისს? ისე ცნობისთვის იმ სტუდენტებსათვის, ვინც აქციაში მონაწილეობა მიიღო (ან რას აპროსტესტებდნენ საკითხავია) შერონ სტოუნი იაფფასიანი მსახიობი ნამდვილად არ არის, ერთ ფილმში სულ რაღაც 30 მილიონს სთავაზობენ, ხოლო სტუდენტებს  ამ პრიმიტიული აქციის მოწყობაში სავარაუდოდ 10 ლარს უხდიან, რადგან მე კიდე იმედს ვიტოვებ და მგონია, რომ არც ერთ საღად მოაზროვნეს, მითუმეტეს ახალგაზრდას თავში აზრადაც არ მოუვიდოდა, რომ შერონ სტოუნის წინააღმდეგ  მდუმარე აქცია მოეწყო🙂.

შერონ სტოუნი თბილისში, აგვისტოს 5 დღე

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: