“ადამიანები, რომლებსაც სცემეს, მსგავს ექსპერიმენტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ…”

26 მაისს მომიტინგეების დარბევასთან დაკავშირებით, საზოგადოების განწყობა ჯერ კიდევ ემოციურია. განსხვავებულია მთავრობის და ოპოზიციის ლიდერთა შეფასებებიც. ზოგი ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტებაზე საუბრობს, ზოგიც ოპოზიციის წარმომადგენლებს შესაძლო გადატრიალებაში სდებს ბრალს. შედეგი კი ერთია, აქციაზე მისულთა უმრავლესობის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური მდგომარეობა სავალალოა. არიან გარდაცვლილებიც. ასეთ ვითარებაში კი, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია ხარ თუ პოზიცია, ხალხით მანიპულირება და მითუმეტეს მათ ემოციებზე “თამაში” არ შეიძლება მისაღებად ჩავთვალოთ. ერთია ის, თუ რატომ ან რისთვის გაყვა საზოგადოების ნაწილი ოპოზიციის ლიდერებს აქციაზე, ლიდერთა შორის ისეთებს რომელთა დამოკიდებულება ქვეყნისა და ხალხის წინაშე დიდი ხანია საეჭვოა და მეორე, უბრალოდ რიგითი მოქალაქის თავისუფალი აზრის გამოხატვის საშუალება, რაც წესით მსგავს აქციებზე უნდა ხდებოდეს და არა  ბრბოს ფსიქოლოგიის ზეიმი, რომ დანიშნულებისა და შედეგების გაუთვალისწინებლად დადგე იმ ე.წ. “ლიდერების” პირისპირ, ვისაც ფეხებზე კიდია ხალხი. თუმცა ქვეყანაში ჯანსაღი ოპოზიციის არ არსებობა, არ გულისხმობს იმას, რომ ადამიანები “მონებად” იქცნენ  და საკუთარი აზრის გამოხატვა და დაფიქსირება  ვეღარ შეძლონ.

მიტინგი, კახა ბენდუქიძე

კახა ბენდუქიძე: “ადამიანები, რომლებსაც სცემეს, მსგავს ექსპერიმენტებში მონაწილეობას აღარ მიიღებენ ”

“ადამიანები, რომლებიც დახოცეს, მით უმეტეს ვეღარ მიიღებენ, ბატონო ბენდუქიძე!”

“ყველა თავისებურად უყურებს მიმდინარე მოვლენებს”

“ჩემი აზრით ბენდუქიძე ამბობს, თუ კრეტინობას გავაკეთებ შემაშინეთ და მეორედ არ გავაკეთებო. “

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: