“ლეიბორისტები ვიბრატორებს არიგებენ…”

საინტერესოა ლეიბორისტური პარტიის წევრებმა ვიბრატორი გამოიწერეს თუ სახლში, საკუჭნაოში “შავი დღისთვის” ქონდათ შემონახული?

ლეიბორისტური პარტია ლიდერიან-წევრებიანად საკუთარ “კრეატიულობას” აგერ უკვე წლებია შანსის ხელში ჩავარდნისთანავე  ამჟღავნებენ. ალბათ ერთ-ერთი პარტია, რომელსაც ყველაზე მეტი საჩივარი აქვს ხელისუფლების მიმართ დაწერილი და ამ მთავრობის შესაცვლელად ბოლომდე ბრძოლობენ🙂.  შალვა ნათელაშვილის თამამ განცხადებებს + თამამი მოქმედებები, გარკვეულ ხიბლს და არსებობის საშუალებას აძლევს მის პარტიას.

როგორც http://www.ireporter.ge ავრცელებს ინფორმაციას ““ეხო-მასკვა”-ს ჟურანალისტს, იულია ლატინინას, რომელიც ამჟამად ისევ ჩამოვიდა თბილისში,  საქართველოს ლეიბორისტული პარტიის ახლაგაზრდულმა ფრთამ ამ დიდი ღვაწლისათვის მას სასტუროს ნომერში საჩუქრად გაუგზავნა “სექსუალური ვიბრატორი”:)”.

კრეატიულობის რა მოგახსენოთ, მაგრამ ამჯერად პარტიას ფანტაზიაში, რომ უჭირს ფაქტია. ალბათ ოპოზიციის წარმომადგენლებს ქალ ჟურნალისტთან დაკავშირებით სხვა ასოციაცია თავში უბრალოდ არ მოსდით.  ლეიბორისტურმა  პარტიამ თავისი მოკლე ჭკუით ჟურნალისტის შეურაცხყოფა გადაწყვიტა, თუმცა ამით პროტესტის გამოხატვა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ცოტა არ იყოს და უხამსური ნაბიჯია, განსაკუთრებით იმ ადამიანების ვითომ მხარდასაჭერად, ვინც აქციის დარბევისას ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ტრამვა მიიღეს. უფრო მეტიც, ლეიბორისტებს მინდა შევახსენო ე.წ. ვიბრატორის გამოყენებაში, “სამარცხვინო” არაფერი არ არის და იულიასთვის სავარაუდოდ  არც მეტი არც ნაკლები ორიგინალურ საჩუქრების ჩამონათვალში მოხვდება🙂.

ლეიბორისტული პარტია

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: