არის თუ არა სიმსივნე სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი?

მასმედიით გავრცელებული ინფორმაციით აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში მოსკოვში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად 21 მაისს გაკეთებული ოპერაცია სახელდება, თუმცა ექიმების განცხადებით ოპერაციამ გართულებების გარეშე ჩაიარა და ბაღაფშის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრებოდა. პრეზიდენტმა  ეს ინფორმაცია “ინტერფაქსს”  სატელეფონო საუბრისას პირადად დაუდასტურა.

ოპერაციიდან 2 დღის შემდეგ სერგეი ბაღაფშის მდგომარეობა მოულოდნელად გაუარესდა და საჭირო გახდა მისი რეანიმაციაში გადაყვანა, სადაც სასუნთქ აპარატზე შეაერთეს.

დე ფაქტო პრეზიდენტის ჯანმრთელობის გაუარესებას წინ უსწრებდა მისი ვიზიტი თურქეთში, რის შემდეგ თურქეთშივე მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ  რუსეთთან  დემარკაციისა და დელიმიტაციის თაობაზე მოლაპარაკებისას, არ აპირებს  დათმობაზე წავიდეს.

“ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკების ნორმალურ პროცესს დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით, – განუცხადა ჟურნალისტებს ბაღაფშმა, – არ ვაპირებთ ვინმეს დავუთმოთ თუნდაც ერთი კვადრატული მეტრი.”

ამ განცხადებიდან ერთი თვის შემდეგ დე ფაქტო პრეზიდენტი კვდება. არის თუ არა სიმსივნე სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი?  ნუთუ რუსეთის მთავრობას ისე გაუმართლა, რომ  მასთან დაპირისპირების შემდეგ, დე ფაქტო პრეზიდენტი ერთ თვეში გარდაიცვალა?… ალბათ უფრო ლოგიკურია, რომ ბაღაფში  რუსულმა სპეცსამსახურმა მოკლა, არსებული დაპირისპირების ნიადაგზე. პრეზიდენტმა უარი განაცხადა არა მარტო ტერიტორიების დათმობაზე, არამედ რუსი მოქალაქეების აფხაზეთში დასახლებაზე. ეს კი, “დიდი რუსეთთისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა და ჩვეული სცენარით მოიშორეს “უმადური” “მეზობელი” …

აფხაზეთი, რუსეთი

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: