ოპოზიცია ხალხს მარიონეტებად აღიქვამს…

დღესდღეისობით ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე მასმედიის საშუალებები სრულიად სხვადსხვა ინფორმაციას ავრცელებს. ჟურნალისტების მიკერძოებლობა უკვე წლებია ქყვეყანაში პროფესიის განუყოფელ ნაწილად იქცა. თუმცა ეს, მხოლოდ საქართველოს ცუდი მაგალითი არ არის. ზოგადად ჟურნალისტიკაში ასე ხდება. მაგრამ ვინაიდან პატარა ერი ვართ, ჩვენთან ყველაფერი უფრო ჩანს.

21 მაისიდან დაპირებული მიტინგები მიმდინარეობს, მიტინგებზე, რაღათქმა უნდა იმ სახეებს ვხედავთ ოპოზიციის ლიდერების ამპლუაში, რომლებიც სულ რაღაც რამდენიმე თვის უკან ერთმანეთს ქვეყნის ღალატს, ქრთამის აღებას და ათას “საზიზღრობას” აბრალებდნენ. საზოგადოების გარკვეული ნაწილი ახლა მათ გვერდზე თუ არა, პირდაპირ დგანან და მათთან ერთად იმეორებენ აწ უკვე გაცვეთილ ფრაზას “ერთიან საქართველოს გაუმარჯოს”.

“ტალახში” ამოსვრილი ოპოზიცია, რომელთა მიმართ ხალხს  ნდობა თითქმის დაკარგული ქონდა, ფარ-ხმალს არ ყრის და ახლა უკვე, მომიტინგეების თვალწინ პატიობენ ერთმანეთს ძველ ცოდვებს და ხალხს, ყალბი ჩახუტებით აბრუებენ.

ოპოზიცია

როგორც “სახალხო კრების” წარმომადგენლები ამბობენ, ისინ არა ბრძოლის დაწყებას არამედ ბრძოლის დამთავრებას აპირებენ, რაც ყველანაირ ხერხის გამოყენებას გულისხმობს მთავრობის შესაცვლელად.  ოპოზიციის წარმომადგენლები მზად არიან ყოველგვარ პროვოკაციაზე, რათა იქ შეკრებილ ხალხში “მეოამბოხე” გააღვიძონ. შედეგები მათვის კი, ვფიქრობ მეორეხარისხოვანია, ანუ “გაჭყლეტილი ხალხი” და თუ რა შეიძლება მოყვეს ამ დაპირისპირებას, მემგონი მათთვის არც თუ მნიშვნელოვანია. მე არ მესმის უბრალოდ იქ შეკრებილი საზოგადოების, რომელთაც კარგად იციან, რომ ქვეყნის კეთილდღეობაზე ზრუნვა, ეს არც ერთი ოპოზიციური ლიდერისთვის აპრიორი არ არის. ნუთუ ნინო ბურჯანაძე ესახებათ მხსნელად, რომელმაც 7 ნოემბერს შეკრებილი ხალხის დასაშლელად გაზი და რეზინის ტყვიები “არ დაიშურა”.  მაგრამ “წინამძღვრის” ყოლა, ქართველი ხალხისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, უბრალოდ ამ სურვილით დაბრავებულებს ავიწყდებათ, რომ ლიდერი არ შეიძლება ის ადამიანი იყოს, ვისაც სულ ახლო წარსულში მოღალატეს უწოდებდნენ და რომელიც, წლების უკან შეკრებილთა დასაშლელად იგივე ხერხს მიმართავდა, რასაც დღეს ხელისუფლების მხრიდან პროვოკაციას უწოდებენ.

ქვეყანაში პროცესების შეცვა მხოლოდ ხალხს და კარგ ლიდერს შეუძლია.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: