“საქართველოს 100 წარმოჩენილი მოღალატე…”

გაინტერესებთ 21-ე  საუკუნის  “საქართველოს 100 წარმოჩენილ მოღალატეთა”   სია?

სწორედ ამ სათაურით  “საქართველოს 100 წარმოჩენილი მოღალატე” გაჩნდა ახალი ბლოგი, სადაც ამ ეტაპზე, მარტო “მოღალატების” ფოტოებია განთავსებული, ისიც არა სრული სახით🙂.  ბლოგზე ატვირთულ 21-ე საუკუნის “მოღალატე” ქართველებს შორის ამ დროისთვის 3 ადამიანი ლიდერობს, ესენი არიან ნინო ბურჯანაძე, ირაკლი ოქრუაშვილი და ზურაბ ნოღაიდელი. მომავალში იმედია ბლოგის შემქმნელი, მხოლოდ ფოტოებით არ შემოიფარგლება და  ე.წ. “მოღალატეებზე” სხვადასხვა სიახლეებსც მოგვაწოდებს, რადგან მსგავს სკანდალურ სათაურს შესაბამისი დამადასტურებელი ინფორმაციაც ესაჭიროება და სავარაუდოდ, ფოტოკოლაჟსაც “გაამდიდრებს”🙂.  ან იქნებ სულაც არ აპირებს ბლოგის შემქმნელი რაიმე სიახლის თქმას მკითხველისთვის და ეს უბრალოდ ერთგვარი პროვოცირებული პოსტია,   ამ ეტაპზე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებისადმი…

გუშინ, 21 მაისს ოპოზიციის დაპირებული აქციები დაიწყო. ნინო ბურჯანაძე და ლევან გაჩეჩილაძე, მიუხედავად სკანდალური განცხადებებისა, რასაც ერთმენეთის მიმართ აქციამდე მოურიდებლად აკეთებდნენ “ქვეყნის კეთილდღეობისათვის” და “ხალხის უკეთესი მომავლისათვის” დღეს მიტინგზე, იქ შკრებილი ხალხის თანდასწრებით შერიგდნენ და ერთმანეთს გადაეხვიევნენ, თუმცა ნინოს აშკარად ნაძალადევი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე და  ლევანის “ჯიგრული” კოცნაც საკმაოდ ცივად მიიღო.

შეგახსენებთ “საქართველოს 100 წარმოჩენილ მოღალატეებს” შორის ნინო ბურჯანაძე პირველ ადგილზეა🙂 .

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: