“ჰომოსექსუალური იდენტურობის შიში”

ლგბტ-მა ჰომოფობიის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე მეტეხის ხიდთან, გუშინ ღამით აღნიშნეს. ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, საქართველოში საკმაოდ ბევრი ჰომოფობი ცხოვრობს, რომელთა აგრესია სექსუალური უმცირესობების მიმართ ყოველგვარ საზღვრებს ცდება. ე.წ.  ჰეტეროსექსუალები თავიანთ ჰომოფობიურ დამოკიდებულებას, რაც შეიძლება საჯაროდ აფიქსირებენ. ისინი თავს არ არიდებენ ჰომოსექსუალების ლანძღვას, განსჯასა თუ გაკიცხვას. ამ ყველაფერს კი, ფარად “ქართველობას”, “ტრადიციებს” და “რელიგიას” აფარებენ. ანუ რეალურად ძალიან კარგად ხვდებიან, რომ მათ სხვისი განსჯის და მითუმეტეს დასჯის უფლება არ აქვთ და სწორედ ამიტომ ცდილობენ რაღაცის ქვეშ ამოფარებას, ეს ხშირად ჩოხაც კი, შეიძლება იყოს🙂. მოკლედ, გუშინ კიდევ ერთხელ საკუთარი უფლებების დასაცავად, სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა  “ღამის” ღონისძიებასავით გააკეთეს. კარგი იქნებოდა, რომ ეს ყველაფერი არა ღამე, არამედ დღე გააკეთებინათ, თუმცა ალბათ ჯერ კიდევ დიდია შიში მოსალოდნელი აგრესიისა. თუმცა იმედი მაქვს ეს ყველაფერი ახლო მომავალში ცივილურ ფორმას მიიღებს და კაცები, თავიანთი კაცობის დამტკიცებას ჰომოსექსუალების მიმართ აგრესიით აღარ შეეცდებიან და თუ კვლავ განაგრძობენ იგივე დამოკიდებულებას, კარგი იქნებოდა თუ შემდეგზე დაფიქრდებოდნენ:

ჰომოფობიის ხელშემწყობ ერთ-ერთ კომპონენტად მიიჩნევენ გარშემომყოფთა მიერ მათი ჰომოსექსუალად შესაძლო იდენტიფიცირების შიშს. ამ მტკიცების მიხედვით ჰომოფობიაზე აზრისა და ემოციების გამოხატვისას მოცემული ინდივიდი არა მხოლოდ საკუთარ ფიქრებს გადმოსცემს ჰომოსექსუალიზმზე, არამედ აქტიურად ცდილობს გაემიჯნოს ამ კატეგორიას და მასთან დაკავშირებულ სოციალურ სტატუსს. მაშასადამე, საკუთარი დისტანციით ადამიანთა ამ კატეგორიასთან ის ამყარებს საკუთარ როლს, როგორც ჰეტეროსექსუალისა, არიდებს რა ამით საკუთარი თავის სხვების მიერ ჰომოსექსუალად შეფასებას.”

გეი პარადი

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: