ოპოზიციის აქციები ხალხს მემგონი “კიდია”…

ოპოზიციური ტალღის აგორება ჯერ კიდევ გაზაფხულის დადგომასთან ერთად უნდა დაწყებულიყო. ოპოზიცია ხელისუფლებას როგორც “ცუნამი” ისე უნდა დატაკებოდა, თუმცა… უამინდობის გამო, აქციები გაზაფხულის ბოლოსთვის გადადეს. ალბათ ოპოზიციის ბევრი ლიდერისთვის, წვიმიანი დღეები მთავრობის პროვაკაციებს უკავშირდება🙂, “ყველაფერზე წავა ჩვენი მთავრობა, ბევრ პროვოკაციას ექნება ადგილი…”🙂. დღეს “ქართული პარტიის წარმომადგენლები” კახეთს ესტუმრნენ. მათ, იქ შეკრებილ ვეტერანებს ორი სიტყვით  მიულოცეს 9 მაისი, ხოლო შემდეგ მთავრობის “ლანძღვაზე” და ამ ხელისუფლების შეცვლის გეგმაზე გადავიდნენ.

კიწმარიშვილი, ლევან გაჩეჩილაძე, ოპოზიცია, 9 მაისი, კახეთი

როგორც კიწმარიშვილი იკვეხნიდა, აქციებზე წესით და რიგით უამრავი ხალხი უნდა გამოსულიყო, თუმცა მისი პროგნოზი არ გამართლდა. ჯობდა თბილისიდან უფრო მეტი ადამიანი წაეყვანა, “თვალს წყალს მაინც დაალევინებდა”🙂. მიუხედავად საზოგადოებაში ენთუზიაზმის, ნდობის ნაკლებობისა, ოპოზიიციის წარმომადგენლები “იმედს” არ კარგავენ და ბოლომდე აპირებენ ბრძოლას. “ქართული პარტიის” წარმომადგენლები ამ ეტაპზე ბევრად უფრო ხმამაღლა ყვირიან მთავრობის შეცვლასთან დაკავშირებით, დანარჩენი ოპოზიციური ლიდერები კი, ჯერჯერობით კულისებში ყოფნას ამჯობინებე.

“ამინდის” პროგნოზი:

15 მაისიდან მთავრობის მხრიდან პროვოკაციები შესუსტდება. წვიმებს კარგი ამინდები შეცვლის…:)

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: