Osama Bin Laden-ი მოკლულია…

დღეს ამერიკელების მიერ მოკლული იქნა ოსამა ბინ ლადენი. ოპერაცია ამერიკელმა ჯარისკაცებმა წარმატებით აწარმოეს. პაკისტანში ერთ-ერთ ფერმაში წლების განმავლობაში იმალებოდა ბინ ლადენი, სწორედ ამ ფერმაში იქნა ოპერაციის შედეგად იგი მოკლული. მასთან ერთად კიდევ 3 პიროვნება იქნა მოკლული, როგორც აღნიშნავენ, სავარაუდოდ მოკლულთა შორის ერთ-ერთი ცნობილი ტერორისტიც უნდა იყოს. ოპერაციის შედეგად ამერიკელი ჯარისკაცებიდან არავინ არ დაშავებულა. გარდაცვლილის ფოტოები უკვე გავრცელებულია. როგორც აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა აღნიშნავს, მისი გაპრეზიდენტების ერთ-ერთი მთავარი მოტივი ტერორიზმთან ბრძოლა გახლდათ, “მე ვთქვი, რომ ოსამა ბინ ლადენს ან ცოცხლად შევიპყრობდი, რათა სასამართლოსთვს გადამეცა ან სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპებოდა”. შეგახსენებთ, რომ ოსამა ბინ ლადენს უკავშირდება 11 სექტემბრის ტერაქტი აშშ-ში, ასევე ამერიკის საელჩოების აფეთქებები. თუმცა უნდა აღინიშნოს, ამით ალ ქაიდას ტერორისტული დაჯგუფება არ განადგურებულა და საშიშ ტერორისტული დაჯგუფებების სია ჯერ კიდევ რამდენიმე ასეულს წარმოადგენს, რომელთა დაფინანსება ძალიან დიდი თანხებით კვლავ გრძელდება. კულუარებში გავრცელებული ინფორმაციით სულ მალე ეკრანებზე ახალი ამერიკული ფილმი გამოვა ოსამა ბინ ლადენის გარდაცვალების შესახებ…:) .

ტერორისტი, ამერიკა

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: