ახალი სამარშუტო ტაქსები+ახალი ფასები…

მაისის ბოლოდან თბილისის ქუჩებში ახალი სამარშუტო ტაქსები გამოჩნდება. ახლო მომავალში კომფორტულად მგზავრობა სრულიად შესაძლებელი გახდება. იმედია მძღოლები “მავნე ჩვევას” მალე თავს დაანებებენ და სამარშუტო ტაქსების მგზავრებით გატენვაც წარსულს ჩაბარდება🙂. აღარ იმოძრავებს არც ერთი გაუმართავი “მარშუტკა” და კიდევ ახალი სიახლე, გავრცელებული ინფორმაციით (რეზონანსი) “თბილისის მერია მუშაობს საკითხზე, რომელიც თბილისის ცენტრალურ ჭავჭავაძის და რუსთაველის გამზირებზე სამარშრუტო ტაქსების შესაძლო დაბრუნებას ითვალისწინებს.” საზოგადოების დიდ ნაწილს ახალ სამარშუტო ტაქსებთან დაკავშირებით საკმაოდ კარგი განწყობა აქვთ, თუმცა აქ ერთი მომენტია, როგორც კულუარებში ამბობენ მგზავრობის ფასი მაისის ბოლოდან 80 თეთრი გახდება:

ახალი სამარშუტო ტაქსები

“მარტო ფასს ნუ უყურებთ, კონდიციონერებიც დაინახეთ ”

“მართლაც რომ ოხ,… ბარემ პირდაპირ 1 ლარი გლიჯონ..”

“2 კურდღელს იჭერენ, თავიდან აკეთებენ დიდ ფულს, ამას + ხალხი გადავა სანდრაბუსებზე და შემცირდება მარშუტკების რაოდენობა…

ვინ იჭყლიტება ისევ? ხალხიი..

ვინ ხეირობს? ის ვინც ფულს იშოვის ამით და გაქსუებული რომელიც ზის ჯიპზე და არ ევასება საცობები….”

“არ მჯერა, ვიდრე თავად არ გადავიხდი!”

“ის ვინ იყო, რომ ამბობდა, პირობებში ჩადებულია ფასის შენარჩუნებაო?
მესიზმრა? ”

“მაშინ ნება იბოძონ და 50 თეთრიანების მაგივრად 80-იანები გამოუშვან, იმდენი წვრილი ხურდების რახარუხის თავი ვისა აქვს ”

“გიგი კარგი კაცია მაგას გაითვალისწინებს და ერთ ლარამდე დაამრგვალებს ”

“ახალ მარშუტკებს ხურდისთვის მაგნიტები ექნებათ ტორპედოზე?”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: