გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა, პატარა მეთევზეები დააჯარიმეს… :)

 

“რა ბედი ეწია მოზარდების მიერ დაჭერილ 300 გრამ თევზს, ამ დროისთვის უცნობია.”

გავრცელებული ინფორმაციით, “გარემოს დაცვის ინსპექცია განსაკუთრებული სიმკაცრით გასული წლის შემდეგ მუშაობს, როდესაც გოგა ხაჩიძის უწყებაში ყველაზე მეტი კორუფციის ფაქტი დაფიქსირდა.

ამის გამო ინსპექციის თანამშრომლები კურიოზულ სიტუაციაშიც კი ვარდებიან. გარემოს დაცვის ინსპექციის კახეთის ბიუროს თანამშრომლებმა გურჯაანის რაიონის სოფელ ჭანდარში, ალაზნის სარწყავ არხში თევზაობისთვის ბავშვები დააჯარიმეს.

დაჯარიმებული ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ ჯარიმასთან ერთად გდი-ის თანამშრომლებმა მოზარდებს თევზიც წაართვეს, რომლის რაოდენობაც 300 გრამს არ აღემატებოდა.”

ფორუმი, გოგა ხაჩიძე

კულუარებში ხალხი კი, შემდეგს ფიქრობს:

“კანონი კანონად.. ბუნებისთვის მიყენებული ზარალი ზარალად და ყველაფერი კარგი მაგრამ..

5 ცალი კარასის გამო რომ ბავშვებს 50 ლარიან ჯარიმას აჰკიდებ პრიკოლი არაა?”

„სოფელში სხვა გასართობი არ არის და ბავშვები ხანდახან სათევზაოდ დადიან. ჯოხზე პატარა ბადე აქვთ მობმული და ლიფსიტებს იჭერენ. სახლში რომ დაბრუნდა ჩემი შვილი, მითხრა ვიღაცეები იყვნენ და 50 ლარით დაგვაჯარიმესო. ერთ-ერთი თანამშრომლის ტელეფონის ნომერი მომცა. დავურეკე და ვკითხე, რატომ დააჯარიმეთ მეთქი. მიპასუხა, უკანონოდ თევზაობდნენ და ჯარიმის ქვითარს ფოსტით მიიღებთო“, – აღნიშნა ერთ-ერთი დაჯარიმებული ბავშვის მშობელმა.”
“კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი (ვიმეორებ ყველასთვის, განურჩევლად, რასისა, კანის ფერისა თუ თანამდებობისა) მაშინ გვეშველება რამე, წინააღმდეგ შემთხვევაში არაფერი”

 

“მაიცა მიშამ თევზაობის საშვი შემოიღოს მერე ნახე ჯარიმები…
“ევროსტანდარტ-ელი”

 

“კანონი ნამდვილად უნდა კანონობდეს, ყველასათვის. მაგრამ რამდენად კანონიერია არასრულწლოვნების, უფროსების თანდასწრების გარეშე ან დაჯარიმება ან მათზე, რაიმე სხვა ადმინისტრაციული ღონისძიების გატარება არ ვიცი.”

 

“და ცოტა უფრო ჰუმანური არა?
მაგალითად რომ მისულიყვნენ ბავშვებთან და აეხსნათ,
რომ ის რასაც ისინი აკეთებენ აკრძალულია კანონით,
რომ შეუძლიათ ითევზაონ ოღონდ ანკესით”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: