“შეუძლებელია ბავშვთა ან მოზრდილთა სახელმწიფო საავადმყოფო არ არსებობდეს. ეს დანაშაულია საკუთარი ქვეყნის წინაშე…”

ნუთუ ეს სიმართლეა, რასაც ერთ-ერთი ექიმი წერს, რომელიც საკუთარი სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს იკავებს. აქ ერთი პრობლემაა, თუ ქვემოთ მოთხრობილი სიმართლეს შეეფერება ალბათ ეს პიროვნება ვალდებულია თავისი ვინაობა საჯარო გახადოს, რადგან თუ ის ექმიმებს “ჰიპოკრატეს ფიცის” გახსენებას სთხოვს და საკუთარ თავზე გამოცადა ეს საშინელი ფაქტი, სიტუაციის გამოსასწორებლად ვინაობის დამალვა მართებული არ არის, თან რასაც ამბობს ამტკიცებს, რომ სიმართლეა. როგორც ვიცით დაზარალებული ექიმია, ალბათ მისი მორიგეობის დროსაც დაფიქსირებულა ეს თურმე საყოველთაოდ “აღიარებული” ფაქტი, მაშინ გამოდის ადამიანები სანამ თავის თავზე არ გამოცდიან სატანჯველს მანამდე ხმას არ იღებენ და “სხვისი შვილები” არ ანაღვლებთ. რა ხდება ჯანდაცვის მხრივ საქართველოში: “გაუქმებულია ბავშვთა სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო პროგრამა; ინფექციურ დაავადებათა მკურნალობის სახელმწიფო პროგრამაში გაზრდილია თანაგადახდა, გაუქმებულია გადაუდებელი მომსახურების, გულის ქირურგიული სახელმწიფო პროგრამები (დატოვებული არიან 60 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეები, არადა გულის დაავადებები ძალიან გაახალგაზრდავებულია).” კულუარებში კი, ექიმი საკუთარ ისტორიას ყვება: “

იაშვილის ბავშვთა კლინიკა, ბავშვები, ექიმი, პედიატრია

“ჩემი შვილი სამწლინახევრის არის. ერთ საღამოს ხახა დაიზიანა. ეს ისეთი ადგილია, საშინელი სისხლდენა იცის. სასწრაფოში ვრეკავდი და გთხოვთ, დაიცადოთო, მპასუხობდა კომუტატორი, ამიტომ ბავშვი მანქანაში ჩავსვი და საავადმყოფოში მიყვანა გადავწყვიტე, ყველაზე ახლოს რესპუბლიკური საავადმყოფო იყო. თავად ექიმი ვარ, ამ წრეში, ბუნებრივია, ბევრი ნაცნობი მყავს.

გზიდანვე დავრეკე რესპუბლიკურ საავადმყოფოში და მითხრეს, აქ არ მოიყვანო, სულერთია, ხელს ვერ მოვკიდებთ, ბავშვების მკურნალობის ლიცენზია არა გვაქვსო. იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს მივადექით და გვითხრეს, ყბა-სახის ქირურგია არა გვაქვს, ჟვანიას სახელობის ბავშვთა კლინიკაში წაიყვანეთო. ამასობაში ბავშვს სისხლს ვერ ვუჩერებდი. ვიხვეწებოდი, ოღონდ ნარკოზი გაუკეთეთ, თავად ქირურგი ვარ და თვითონ გავუკერავ ჩემს შვილს ხახას-მეთქი.

რას ამბობთ, გინდათ, დაგვიჭირონო? იძულებული გავხდით, ბავშვი ჟვანიას კლინიკაში მიგვეყვანა. იქ გვითხრეს, კლინიკა გადადის, არაფერი შეგვიძლია, იაშვილში წაიყვანეთო. ამასობაში გათენდა. ბოლოს ერთ-ერთ საავადმყოფოში მივიყვანეთ. იქაც არ ჰქონდათ ბავშვების მკურნალობის ლიცენზია, მაგრამ ქირურგი ხანდაზმული კაცი იყო და ბავშვს ხომ არ მოვკლავ, მე გავუკერავო, დამთანხმდა.” საშინელი ფაქტია, საინტერესოა დილამდე ბავშვი, რომელსაც სისხლდენა ქონდა, როგორ გადარჩა. თურმე, ექიმს,  რომელიც არალიცენზირებულ მომსახურებას გაუწევს მოქალაქეს და მას სიცოცხლეს შეუნარჩუნებს, შეიძლება საციხოდ გაუხდეს საქმე.

შეუძლებელია ბავშვთა ან მოზრდილთა სახელმწიფო საავადმყოფო არ არსებობდეს. ეს დანაშაულია საკუთარი ქვეყნის წინაშე. ალბათ, ნახეთ, რაც მოხდა ზუბალაშვილების სახელობის ბავშვთა კლინიკაში, დაანგრიეს, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით! არადა, ეს შენობა თავის დროზე ძმებმა ზუბალაშვილებმა ქალაქს აჩუქეს, რათა იქ უპოვარ და კეთილშობილ ქალთა სამედიცინო დაწესებულება განთავსებულიყო.”

ხალხი კულუარებში კი, შემდეგს ფიქრობს:

“დაახლოებით ანალოგიური გადამხდა თავს”

“ამაზე უარესი კი ის არის, რომ ჩემს მეგობარ ექიმთან თუ მივედი, რომელმაც უფასოდ გამსინჯა, ეს უკვე დიდი დანაშაულია სახელმწიფოს წინაშე
რადგან პაციენტს არ გადაახდევინა ფული და ხაზინაში არ შევიდა იქიდან დასაბეგრი თანხა. ვაი ჩვენს პატრონ უბედურს.  არ შევიდა იქიდან დასაბეგრი თანხა.”

“ვაი ჩვენს პატრონ უბედურს. ჯანდაცვა გაპარტახებული როიყო ვიცოდი მაგრამ საერთოდ თუ დედა ქონდა ნატირები არ მეგონა”

“შეგიძლიათ უფრო დეტალურად დაწეროთ რა მოხდა ამ საავადმყოფოში? ვინ დაანგრია? მე ვიცი რომ ეგ 90-იანი წლებიდამ მოყოლებული გეგმაზომიერად ინგრეოდა და იქ მომუშავე ექიმების ნაწილიც არ აკლებდა ხელს”

“აიღონ მერე ლიცენზიები. რად უნდა ამას მოთქმა და ვაი ვიში? სამ წლამდე 80%-იანი დაფინანსება თუ არის მეტი რა გინდა?”

“კათოლიკებმა რატომ უნდა დაგვიფინანსონ მართლმადიდებლური საავადმყოფო?”

“რას ნიშნავს მართლმადიდებლური საავადმყოფო? ძალიან გთხოვთ ამიხსნათ კოლეგა”

და ბოლოს ბავშვთა ცნობილი კლინიკები გახლავთ: “ჟვანიას ბავშვთა კლინიკა”, “იაშვილის ბავშვთა კლინიკა” და ბავშვთა კლინიკა წინანდლის ქ.9. ნუთუ ამ კლინიკებში ბავშვებს სასწრაფო დახმერას არ უწევენ? …

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: