დაარიგეთ სოფლებში პრეზერვატივები ან ჩასახვის საწინააღმდეგო აბები!

თითქმის ყოველ დღე სხვადსხვა საინფორმაციო წყაროების საშუალებებით იჟღერებს, თუ როგორ იღუპებიან ბავშვები სოფლებში. მიზეზად მშობლის ფსიქოლოგიური პრობლემები და სოციალურად დაუცველობა სახელდება. ერთი შეხედვით ადვილად შეიძლება დავადანაშაულოთ სახელმწიფო და რაღაც დოზით მართებულიც არის, რადგან როდესაც სოფელში მრავალშვილიანი ოჯახია, ხოლო თითოეულ ბავშვს მძიმე დაავადებები აღენიშნება, სახელმწიფო მხოლოდ 175 ლარიანი დახმარებით არ უნდა შემოიფარგლოს, ეს იგივეა ხელი შევუწყოთ ასეთი ოჯახების განადგურებას. მეორე მხრივ კი, არ შემიძლია თავად მშობლის პასუხისმგებლობა არ დავაყენო ეჭვქვეშ. უცოდინრობა და ე.წ “სიბნელე” ბავშვების სიკვდილიანობას იწვევს. მე არ მესმის იმ დედის და მამის აზროვნების, რომელთაც თავზე წყალი ჩამოდის, უკვე 4 შვილი ყავს და პლიუს სამს აჩენენ. ასეთ პირობებში ნუთუ არ ურჩევნიათ სექსუალური მოთხოვნილება ცოტა სხვაგვარად დაიკმაყოფილონ. ხომ არ შეიძლება, რომ  მათ სექსუალურ აქტს 3 შვილი შეეწიროს? ეს კი, გამოწვეულია იმით, რომ სოფლებში სექსუალურ თანაცხოვრებაზე არაფერი არ იციან. მათ ელემენტარული უსაფრთხო სექსი არც კი გაუგონიათ.

უსაფრთხო სექსი, ბავშვი, სოფელი, ჩასახვის საწინააღმდეგპო აბები

ეს ყველაფერი კი, ან გაუნათლებლობის ან კიდევ ზედმეტი “რწმენის” ბრალია. აქ კი, რწმენის საკითხი ცოტა საეჭვოა, ისევე როგორც მშობლის პასუხისმგებლობის საკითხი. საჭიროა სოფლებში განათლების დანერგვა ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით, რაზეც მათ როგორც ჩანს არანაირი ინფორმაცია არ აქვთ. ეს ყველაფერი კი, დედის მხრიდან შვილის მკვლელობას, სასტიკ მოპყრობას და მრავალშვიალიანი ოჯახების განადგურებას იწვევს, ამის ფონზე კი, საზოგადოება კულუარებში შემდეგს ფიქრობს:

 

“3 გარდაცვლილი შვილი… პასუხისმგებლობა, რომელიც ვერ შეასრულა… ჯერაც 4 შვილის დედა.. მოკლედ მაგარი ტრაგიკული ისტორიაა… ვარიანში, გორში დედას 3 შვილი დაეღუპა – მიზეზი უყურადღებობა და ავადმყოფობათა მიმართ გულგრილი დამოკიდებულებაა.. მაგრამ დედა იბრძვის თავისი უფლებისთვის. იმედი მაქვს იმ 4 შვილს ნათელი მომავალი აქვს, მაგრამ ამ ქალს რომ ვუყურე მართლა გამოჩნდა ეჭვი საპირისპიროს…. რას იტყვით ჩამოერთვას დედობა?!”

 

“ჯობია სახელმწიფომ კვების და მკურნალობის საშუალება მიცეს

თუმცა დედობის უფლების ჩამორთმევა იაფი ჯდება ”

 

“ეს რა არის? მოდაში შემოვიდა საქართველოში?”

 

“დაადგინონ ბავშვების გარდაცვალების მიზეზები და დედობა კი არა, ეჭვი მაქვს ჩვენ გვაქვს ყველას ჩამოსართმევი მოქალაქეობა”

 

“დედა არც მე მომეწონა მაინდამაინც, მაგრამ ტენდენციის და პროპაგანდის ელფერი დაჰკრავს ამ ბოლოდროინდელ ბავშვთა უფლებებზე ზრუნვას…”

 

“ხო, აი ეს არის ცუდი. თუ ამ ქალის გულგრილობის გამო ბავშვები იხოცებიან, რა თქმა უნდა , სხვა მზრუნველი უნდა გამოუჩნდეთ, მაგრამ სამი შვილი თუ მშობლის უყურადღებობითაა გარდაცვლილი ახლა გაახილეს თვალი შესაბამისმა სამსახურებმა?”

 

“ჩამოვართვათ რას ნიშნავს, ჩვენ ვის რას ჩამოვართმევთ…

გამოიკვლიონ, დაადგინონ ბავშვების გარდაცვალების მიზეზები და ჩამოსართმევი თუა, ჩამოართვან, სიუჟეტის მიხედვით ჩვენ ვერაფერს დავადგენთ.”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: