“კაციჭამია დუტა…”

დაპირისპირება დუტა სხირტლაძესა და თელავის თეატრის წარმომადგენლებს შორის უკვე პიკს აღწევს. როგორც თეატრის მთავარი რეჟისორი გოგი ჩაკვეტაძე აცხადებს დუტა თატრისთვის არაფერს არ აკეთებს, უკვე 9 თვეა თეატრში სპექტაკლები აღარ იდგმება. თელავის თეატრის ხელმძღვანელი დუტა სხირტლაძე თეატრის წარმომადგენლების ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ის ყველაფერს აკეთებს თეატრის წარმატებისათვის და თუ რატომ არ იდგმება ახალი სპექტაკლები, განმარტავს, რომ ეს რეჟისორის(გოგი ჩაკვეტაძე) კომპეტენციაში შედის და კითხვას მასვე უბრუნებს. დუტა სხირტლაძეს სურს, რომ თეატრი გაასუფთავოს არაპროფესიონალებისგან და თელავის თეატრი კვლავ გახადოს ერთ-ერთი საუკეთესო თეატრი საქართველოში. მის ამ მცდელობას თეატრის წარმომადგენლები არც თუ კარგად ხვდებიან, უფრო მეტიც ხმამაღლა აცხადებენ, რომ “როგორც მოსვლით გაგვახარა ისე წასვლით გაგვახაროსო”. დუტა სხირტლაძეს უნიჭო, “არა კაცი” უწოდეს და აგრეთვე სხვადსხვა ნეგატიური შეფასებებით შეამკეს. მედალს 2 მხარე აქვს. მმართველზე ასე ხელაღებით ლაპარაკი, გარკვეული მიზეზების არ ქონის შედეგად ალბათ, როგორც წესი არ ხდება. აქ 2 დაპირისპირებული მხარეა, უფრო სწორად ერთი დუტა და მთელი ჯგუფი თელავის თეატრისა. თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამას ახლო მომავალში შევიტყობთ, მანამდე კი, გავიგოთ თუ რას ფიქრობს ხალხი კულუარებში ამ საკითხთან დაკავშირებით:

თელავის თეატრი, დაპირისპირება, დუტა

“რა მნიშველობა აქვს? მაინც მაგარი მენეჯერია”

 

“კარგი შოუმენია და პირადად ჩვენ რა ვიცით ვინააა”

 

“არა,
იმისჭამიაა”

 

“კანეშნა კაციჭამიაა, მაგან უგულავას არჩევნებში გამარჯვება მიულოცა”

 

“უბრალო მშრომელი ქართველი კაცის სისხლისმსმელია”

 

“ჩემ წინ დუტას მანქანას დაარტყა მარშრუტამ და შიტოკი გაუფუჭა. გამოვიდა დახედა და გაუშვა მარშრუტკის მძღოლი წადი შენი არაფერი არ მინდაო. ღირსეული საქციელია. მეტი მე მაგკაცზე არაფერი არ ვიცი.”

 

“ერთი პარტიის,ერთი პოლიტიკური ჯგუფის აქტიური მხარდამჭერი. ნიჭიერი კაცი, რომელიც,ბოლო დროს მთლად ადექვატურ განცხადებებს არ აკეთებს”

 

“კარგი მეგობარი და ადამიანია smile.gif ნუ ამ შემთხვევაში სუბიექტური ვარ, პირადად ვიცნობ smile.gif

 

“დუტა არის კარგი შოუმენი , ნიჭიერი და კარგი ადამიანი.”

“ფაქტი რომ ძაან გააბრაზა ის ხალხი. და რაღაც ისიც მეეჭვება რომ ამბობს სპეციალურად არ ვდგამდი სპექტაკლებსო… ეგ ყველა ვარიანტში სუსტი არგუმენტია”
“მგონი დროა საზოგადოებამ გარიყოს ის !
დუტა უნდა წახვიდე !”
  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: