“kids.police.ge…”

უახლოეს მომავალში ბავშვებისთვის საბავშვო პოლიციის საიტი შეიქმნება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე გამოაცხადა კონკურსი საიტის შექმნაზე kids.police.ge ბავშვები და პოლიცია.
როგორც საკონკუსრო განაცხადიდან ვგებულობთ:
1. საიტი უნდა იყოს შემეცნებით საგანმანათლებლო, რომელიც იქნება განკუთვნილი 3-დან 13 წლამდე ბავშვებისათვის
2. მომხმარებელთა რეგისტრაცია და ამ მომხმარებლის მონაცემების ინფორმაციის შენახვა (რაც შეიძლება მარტივი ბავშვებისათვის)
3. ბავშვებს უნდა შეეძლოთ თავიანთი ნახატების ატვირთვა;
4. უნდა გააჩნდეს დაწყებული თამაშის ან ანიმაციის შენახვის და შემდგომში გაგრძელები საშუალება.
5. საიტი უნდა ურთიერთობდეს მომხმარებელთან: თამაშებში, ტესტებში, და ანიმაციებში მისი სახელით (ინტერაქტიურობა მაგ.: რეგისტრაციის დროს მომხმარებელმა უნდა შეძლეს თავისი სახელის მითითება რომ შემდგომში საიტმა მიმართოს )
6. საიტს უნდა გააჩნდეს რამოდენიმე დიზაინი ასაკის ჯგუფიდან გამომდინარე და რამედენიმე ენის არჩევა;
7. საწყის გვერდზე უნდა გამოქვეყნდეს სიახლეები პოლიციის მიერ ჩატარებული კონკურსებისა თუ რაიმე საბავშვო საგანმანათლებლო ღონისძიებების შესახებ, ბავშვთა უფლებები და ბავშვებისთვის საინტერესო ინფორმაცია;
8. საბავშვო ბლოკებში უნდა ჩაიდოს სასწავლო ონლაინ თამაშები, საგანმანათლებლო საბავშვო ანიმაციები და ტესტები. მაგ:
მოძრაობის წესები;
პოლიციის, სახანძრო, და სამაშველოს ფორმების გარჩევა;
შუქნიშნების და მისი ფერების მნიშვნელობა;
გზაზე გადასვლის წესები;
მიწისქვეშა გადასასვლელებით და ხიდებით სარგებლობა;
022-ზე დარეკვა;

 

პოლიცია

კულუარებში ხალხი კი, ამ თემასთან დაკავშირებით შემდეგ მოსაზრებებს გამოთქვამს:

“გზაზე გადასვლის წესები;
მიწისქვეშა გადასასვლელებით და ხიდებით სარგებლობა

მომწონს

როდისმე მაინც ისწავლის ეს ხალხი”

 

“ამაში ცოტა ეჭვი მეპარება.
საერთოდ ბავშვი იმას სწავლობს რასაც უფროსისგან ხედავს.
და ეს უფროსები როგორ სარგებლობენ გადასასვლელებით და მიწისქვეშა თუ მიწისზედა გადასასვლელებით ხედავთ თქვენც.
თანაც ამაზე პატრული რატომღაც თვალებს ხუჭავს და არ უნდათ დანახვა.”

 

“გააკეთონ ცუდი არ იქნება.
ოღონდ ერთი პირობა უნდა იყოს დაცული.
საიტი უნდა იყოს აპოლიტიკური.”

 

“ბავშვებს გვირყვნიან ხალხო, კანონმორჩილება უნდა ჩაუნერგონ ჩვენ ვაჟკაცებს ამ ბოზებმა!
მტკიცედ დადექით!”

 

“მშვენიერი იდეაა, მივესალმები.”

 

“ძალიან მაგარი იდეაა. ოღონდ ვირტუალური არ უნდა იყოს, ფრანგული სკოლების მაგალითს მოგიყვანთ: გარკვეულ დღეს სკოლის მოსწავლეებს აძლევენ სპეციალურ რუკებს, სადაც მონიშნულია ადგილები სადაც ბავშვები უნდა მივიდნენ და რამე უნდა გააკეთონ-იპოვნონ და ა.შ.. ამ დრეს მობილიზირებულია მთელი პოლიცია, დგანა შუქნიშნებთან და გადასასვლელებთან და უბრალოდ ბავშვებს ყურადღებას აქცევენ მოხალისეებთან ერთად. ბავშვები ჯგუფებად დადიან და ეძებენ მითითებულ მისამართებს. მოკლედ ორიენტაციაში ვარჯიშობენ + საგზაო მოძრაობის წესებს ეცნობიან.”

 

“ბევრჯერ დამიწერია და კიდე ერთხელ დავწერ:

სანამ მიწისქვეშა გადასასვლელებში არ მოგვარდება განათების და ანტისანიტარიის საკითხი, ეს პრობლემა ყოველთვის აქტუალური იქნება”

 

“კარგი იდეაა…”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: