“ახალი ტენდენცია…”

ჩვენთან ყველა “სიახლე” ანუ “მოდის ახალი ტენდენციები” გარკვეულ აჟიოტაჟს იწვევს. არ ვიცი მიზეზი რა არის, მაგრამ ყველაფერი “ახლი”, ან უბრალოდ ჩვენთვის “ახალი” სხვადასხვა მითქმა-მოთქმასთან არის დაკავშირებული და დღის სასაუბრო თემა ხდება. ალბათ საზოგადოება ჯერ კიდევ მიუჩვეველია ამ ყველაფერს, აქამდე თუ მხოლოდ პოლიტიზირებული “სიახლეებით” იკვებებოდა, ნელ-ნელა ამ “სიბნელიდან” გამოდის და საზოგადოებრივ საქმიანობაში აქტიურად ერთვება. დაიღალნენ მხოლოდ პოლიტიკოსების ყაყანით, ოპოზიციის და პოზიციის დაპირისპირებით და რაღაც “სიყვითლისკენ” მიილტვიან. ახალი ტენდენცია, რაზეც მკითხველის ყურადღება მინდა გავამახვილო, არის პირდაპირ ეთერში გათხოვება. რაღაც ორიგინალურია ხო?🙂 თუ “პროფილში” დივას მფლობელი და მისი “ხელქვეითი” დაინიშნენ, რაც სანახაობრივად ჩემი აზრით ამაზრზენიც კი იყო, “ნანუკას შოუში” ნინო გიორგობიანს ცოლობა ლადო ბურდულმა(ფეხბურთელმა) შესთავაზა. აქ კი, ნანუკას შეეშალა, როცა აღნიშნა, რომ ეს პირდაპირ ეთერში პირველად მოხდაო. მალე ამ სიახლესაც შევეგუებით და პირდაპირ ეთერში გათხოვებას სპეციალურ გადაცემასაც  დაუთმობენ🙂.  მხოლოდ პოლიტიკაზე საუბარს და “ლანძღვა-გინების” მოსმენას სანახაობრივად მსგავსი სიუჟეტები კი, ნამდვილად ჯობს. მთავარია ამ ყველაფერმა საპნის ოპერის სახე არ მიიღოს და არ “გაბანძდეს”🙂.

დანიშვნა, პროფილი, ნანუკას შოუ

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: