არის თუ არა მონაზვნობა პრივილეგიების განმსაზღვრელი?…

დღეს საქართველოში რელიგიურ თემებზე საუბარი “მოდურად” ითვლება. თუ ადამიანი რელიგიურ თემას შეეხო, ეს “კარგი ტონის” განმსაზღვრელი ხდება. სოციალურ ქსელებში იქმნება გვერდები რელიიგიის, პატრიარქის, ლოცვანის თემებზე. რომელთა დალაიქება, არ დალაიქება ადამიანების “ნამუსზე აგდების” ტოლფასი გახლავთ. თუმცა თითოეულ ადამიანს საკუთრი არჩევანის გაკეთების უფლება აქვს, მაგრამ ეს თავისუფალი არჩევანიც საზოგადოებაში გარკვეულ უხერხულობას ბადებს. ბევრს აღიზიანებს ე.წ. ჯიპებზე “შემომხტარი” მამაოები. მე, როგორც რიგითი ადამიანი, რომელიც არც დიდი რელიგიურობით და არც ათეისტობით გამოვირჩევი, ბევრი რამ რელიგიაში ფანატიზმში და მარაზმში გადასული მგონია. ჩემთვის მიუღებელია “მართლმადიდებელთა მშობელთა კავშირის” ფსევდო რელიგიური ორგანიზაცია. მიუღებელია აგრეთვე იმ მღვდლის “გამოსვლა”, რომელიც იაპონიაში დატრიალებული ტრაგედიის ფონზე, ქადაგებს რომ ეს ხალხი ამ სასჯელს თურმე იმსახურებდა. აგრეთვე გამაოცა მონაზონის საქციელმა, რომელმაც ერთ-ერთ საავადმყოფოში, იმისათვის, რომ არსებულ რიგში დგომისგან თავი დაეღწია, ყველას გასაგონად თქვა, რომ ის იყო მონაზონი საპატრიარქოდან. ანუ, რა ხდება, ხალხი, რომელიც დილის 10 საათიდან საკუთარ რიგს რამდენიმე საათის განმავლობაში ელოდებოდა, მათ მოუწოდებდა “მონაზონი საპატრიარქოდან” ურიგოდ გამიშვითო. არის თუ არა ეს, რელიგიის ცუდად გამოყენება? ჩემი აზრით მონაზონი უფრო მეტად მომთმენი უნდა იყოს და ელემენტარული რიგში მყოფი ორსულისთვის “რიგის წართმევას” იმით არ უნდა ხსნიდეს, რომ მონაზონია საპატრიარქოდან. სხვისი განსჯის უფლება არცერთ ჩვენთაგანს არ აქვს, თუმცა ადამიანები ვართ და ხშირად ეს პროცესი გარკვეულ “სიამოვნებასაც” გვანიჭებს, მაგრამ რაღაც ზღვარი უნდა არსებობდეს, რომ ყოველივე მარაზმში არ გადაიზარდოს.

დედაო, მონაზონი

    • ნათია
    • March 25th, 2011

    მორწმუნეობაც მოდაა და ურწმუნოებაც .საქმე იმაში კი არაა, რას აღიარებ და რას არა, არამედ როგორ აღიარებ ან არ აღიარებ. თუ მორწმუნე ხარ და ამას საჯაროდ გაჰკივი, ე.ი. მაგარი ტიპი ხარ, თუ ათეისტი ხარ და ღმერთს აკნინებ საჯაროდ მაშინაც მაგარი ტიპი ხარ. საქმე ზომიერებაშია და არა მრწამსში.

  1. მეც მაგას ვამბობ🙂

    • ellenadami
    • March 26th, 2011

    რწმენა უნდა გქონდეს გულში და არ არის ამის ღიად გამოხატვის აუცილებლობა. მარხვის გამჟღავნებაც არასწორად მიმაჩნია, თუმცრა რას იზამთ, დღეს ყველაფერი მოდაშია რელიგიურობის ჩათვლით. წმინდას აღარაფერს ტოვებენ…

    • otad
    • March 27th, 2011

    nu tbilishi bevri ramea modashi :))) magalitad es aq ra mosatania mara mainc :))) quchashi tu midixar da gogos etyvi vax shen genacvale ra sexsualuri xar turme ar texavs :))))))))

  2. ucnobs ro utxra ra seqsualuri xar, eg texavs tu zogadad gogos ro utxra?🙂

    • ქეთი
    • March 31st, 2011

    იცი, მესმის რასაც ამბობ, მაგრამ არა უჭირს, ნუ გაღიზიანდები, არამედ გახსოვდეს რომ ჩვენ, ყველა, ჩვეულებრივი ერის ადამიანები, მონაზვნები თუ მამაოები, ყველანი ერთნაირი ცოდვილები ვართ და უკლებლივ ყველანი ვცოდავთ. ეკლესიური პირები რადგან არიან ნუ გვავიწყდება რომ მაინც ჩვეულებრივი ცოდვილები არიან. უცოდველი მხოლოდ ღმერთია. მთავარია რომ ისინი ძირითადად იყვნენ ვინც არიან, თორემ ზოგჯერ ყველა შეცოდავს! და ეგეც მართალია რომ სარწმუნოებას, მარხვას, ლოცვას არ უხდება ყვირილი და დიდად გამოცხადება, თუმცა ისეც არ გავიგოთ რომ ეკლესიში ხალხის წინ შეგვრცხვეს ლოცვა, სანთლის ანთება და სარწმუნოებაზე საუბარი.

    გეთანხმები, სირცხვილია ვინმე უცხოს რომ სექსუალური მიაძახო, უზრდელობა და გაუზრდელობაა.

  3. ჩემმა ნაცნობმა, რომელსაც ერთხელ მამაოსთან ერთად მოუხდა მანქანით მგზავრობა , ღვედი რომ შეიკრა , მამაომ უთხრა : რად გინდა გადაკვრა, აქ მე ვარ და ნუ გეშინია არ გაგაჩერებენ და ვერაფერს გეტყვიან-ო…
    ჩემი აზრით, მღვდელი არ უნდა მოუწოდებდეს მოქალაქეს კანონდარღვევისკენ და არც პრივილეგიებით უნდა ტრაბახობდეს და ბაქიბუქობდეს.:|

    • nino
    • June 24th, 2011

    mgonia,rom chveni gasarchevi araa eklesiuri pirebi rogor moiqcevian ufali yvelafers xedavs da tu vinme scodavs da arasworad iqceva yvelas ufali gascems pasuxs . me piradad ar mimachnia danashaulad rom mamaos manqana hyavdes

    • guranduxti
    • March 15th, 2012

    modit nu ganvkitxavt, radgan codvashi ar chavvardet…

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: