“ჯოკონდა”- კიდევ ერთი გაშიფრული საიდუმლო…

გავრცელებული ინფორმაციით კიდევ ერთი საიდუმლო, რომელიც “ჯოკონდას” უკავშირდება გახსნილია, “იტალიელიმა მეცნიერმა ჯუზეპე პალანტიმ ფლორენციში იპოვა სახლი, სადაც დიდი ხნის წინ ლეონარდო და ვინჩის მოდელი ცხოვრობდა. ასევე სინათლე მოეფინა ლამაზმანის ცხოვრების ზოგიერთ საინტერესო დეტალსაც. ქმრის ნაადრევი გარდაცვალების შემდეგ მაშინდელი ტრადიციების დაცვის მიზნით, ჯოკონდა მონასტერში წავიდა, სადაც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე ცხოვრობდა. 63 წლის ასაკში ჯოკონდა გარდაიცვალა.
მეცნიერის მონაცემებით, მისი დაკრძალვის ცერემონიაში ეკლესიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რაც მის მიმართ არსებული სიყვარულისა და პატივისცემის შესახებ მეტყველებს.
კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ ლიზა გერარდინისა და ლეონარდო და ვინჩის ოჯახები მეზობლად ცხოვრობდნენ და მეცნიერის დასკვნის თანახმად, შესაძლოა, მათ ახლო ურთიერთობა ჰქონოდათ. ჯუზეპე პალანტის აზრით, ეს მხოლოდ შემოქმედისა და მენატურის ურთიერთობა არ იყო.
ჯუზეპე პალანტიმ მსოფლიოში უკვე მოიხვეჭა სახელი მონა ლიზას ცხოვრების საინტერესო დეტალების აღმოჩენისათვის. თავის ზოგიერთ კვლევაში, რომელთაც იგი ადრეულ წლებში ატარებდა, დაამტკიცა, რომ ჯოკონდა ლეონარდოსთვის მაშინაც პოზირებდა, როდესაც ორსულად იყო. მაშინ კი, როდესაც მხატვარმა მისი უკვდავი ღიმილი შექმნა, ჯოკონდა სულიერად ძალიან ცუდ მდგომარეობაში იმყოფებოდა.” journalist.ge

როგორც გავრცელებული ინფორმაცია უწყის, ეს უკანასკნელი საიდუმლო გახლავთ, თუმცა მე ვფიქრობ, რომ საიდუმლოები ამ თემასთან დაკავშირებით უკანასკნელი ჯერ ვერ იქნება…

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: