ჯერ გვიყვარს, შემდეგ გვძულს და პირიქით…

ქართველებს სიყვარულის გამოხატვის განსაკუთრებული უნარი გვაქვს. ან ძალიან გვიყვარს, ან ძალიან გვძულს. ორ უკიდურესობაში ვვარდებით. მესმის გიყვარდეს მშობელი, ნათესავი, შვილი, შეყვარებული, ქმარი და ა.შ. მაგრამ ვერ ვხვდები, რატომ უნდა მიყვარდეს ან მძულდეს, მთავრობის წარმომადგენლები, პრეზიდენტი და ის ადამიანები, რომელთაც ვირჩევ ქვეყნის უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად. ისინი გახლავთ ადამიანები, ვისაც სახელმწიფოს მართვა ევალება. მაგრამ როგორც ჩანს ეს ჯერ არ გვესმის. ვიყვარებთ “სიგიჟემდე”, შეიძლება ითქვას გაფანატებამდე, მისგან ვქმნით არ არსებულ გმირს, გვიჩნდება სურვილი ვაქციოთ წმინდანად და თუ რამე შეეშალა, ძირს ვცემთ, ვივიწყებთ იმ “ავადმყოფურ ლტოლვას”, რასაც მისდამი აქამდე ვგრძნობდით. ხშირად მსმენია, სხვადასხვა პოლიტიკოსების მიმართ სიძულვილის გამომხატველი ფრაზები. გაგვილანძღავს, გვიგინებია, თუმცა საქმე-საქმეზე როცა მიდგება, რატომ ან რისთვის არ ვიცი, მაგრამ მათ გვერდით ვდგებით, რადგან იმ მომენტში სხვა უფრო გვძულს. კიდევ ერთი საინტერსო ფაქტი, ვინც “არ გვევასება” ძალიან მარტივად შეგვიძლია “დაგვევასოს”, ამისთვის კი აი რა რაის საჭირო, ამაჩუყებელი ისტორია, თუ როგორი მძიმე ბავშვობა ან სასიყვარულო ისტორია ქონდა ამ ადამიანს, ძველ ბიჭური მანერები, ემოციების გამოხატვა ძარღვების “გასკდომამდე”, ჩვენთვის არა სასურველი პიროვნების გინება. აგრეთვე განსაკუთრებულ ეფექტს ახდენს “გაუმარჯოს” ფენომენი აქციებზე. ამ დროს საზოგადოების თითოეული წარმომადგენელი ერთიანდება, ერთიანობა კი, თითქმის ორგაზმის ტოლფასია. გვხიბლავს ცრუ პატრიოტიზმი, ამ დროს ვბრმავდებით და ვეღარ ვარჩევთ ერთმანეთისგან სიყალბეს და სიმართლეს. აფექტურ მდგომარეობაში ჩავარდნილებს კი, შეგვიძლია 21-ე საუკუნეში “ლიდერი” “ოქროს ტახტით” გამოვიყვანოთ და თაყვანი ვცეთ. თუმცა არც ისე მაგრები ვართ, რომ ეს შემართება ბოლომდე შევინარჩუნოთ, რადგან თითოეული ადამიანი მოკვდავია, ყველა უშვებს შეცდომას და აქ, უკვე აღარ ვპატიობთ. მაშინ სიძულვილით აღსავსეები არც “ტალახის”, და არც “ქვის” სროლაზე ვიხევთ უკან. იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა მთავრობაშია თუ ოპოზიციაში, “ხატად” არ უნდა გავიხადთ. უნდა ვიცოდეთ თუ, რისთვის ვირჩევთ, რას ვითხოვთ მისგან და რა “გვეკუთვნის” ჩვენ. და ბოლოს, კარგი იქნება თითოეული ჩვენგანი რეალურად დაფიქრდეს იმაზე, თუ რას იმსახურებს სინამდვილეში…

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: