“არაკომპეტენტური პოლიტიკოსი”… დატოვებს თუ არა პარტიას ინგა გრიგოლია…

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება ამ ქვეყანაში “კარგი” არ უხარით და ყველაზე მეტ ნეგატიურ შეფასებებს, სწორედ რომ “კარგი” რაღაცეები იმსახურებს. ეგვიპტიდან “ნანუკას შოუმ” უკურეაქციები ეთერში გასვლისთანავე დაიმსახურა. ვრცელი სტატიები, კულუარებში გავრცელებული ჭორები, “facebook”-ზე ატეხილი “დისკუსია”, ეს ის ჩამონათვალია, რაც შოუს მოყვა. როგორც კულუარებში ამბობენ, ქრისტიან დემოკრატები ინგა გრიგოლიას ეგვიპტურ “ვოიაჟს” არც თუ კარგად შეხვდნენ. მას “მოკლე კაბის” ჩაცმაც კი, აუკრძალეს🙂 . გუშინ გადაცემა “ცენტრში” შალვა რამიშვილის სტუმარი, ახლა უკვე პოლიტიკოსი, ინგა გრიგოლია გახლდათ. როგორც შალვას ჩვევია საკმაოდ პირდაპირი იყო ყოფილი კოლეგის მიმართ. ინგას საქციელს არა პოლიტიკოსის საქციელი უწოდა. პიროვნება, რომელიც ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვის და მთავრობის შეცვლას ითხოვს, ხელისუფლების ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურის მეუღლესთან ერთად მოგზაურობას არ უნდა თანხმდებოდეს. როგორც ინგამ აღნიშნა, ფარესევლობას არ აპირებს, და არც სამოგზაუროდ წასვლაზე იტყვის უარის, მითუმეტეს, როცა ეს უფასოა. როგორც გადაცემაში გაირკვა, ინგამ არ იცოდა თუ, რამდენი მხარდამჭერი ყავს “ქრისტიან-დემოკრატებს”, რის გამოც “არაკომპეტენტური პოლიტიკოსი” უწოდეს. 25 მარტს ინგა გრიგოლია 39 დებუტატის წინაშე სერიოზული ინიციატივით წარსდგება, თუმცა როგორც თავად აღნიშნავს მას ცვლილების იმედი არ აქვს. “”ქრისტიან-დემოკრატიული პარტია” ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ შეაჩეროს მიღებული გადაწყვეტილება გაერთიანებულ კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით იქამდე მაინც, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო მათ სარჩელის განხილვას არ დაიწყებს, რომელიც ერთიანი ადმინისტრირების გაუქმებას ითვალისწინებს.” გირჩევთ გადაცემა “ცენტრს” უყუროთ და ბოლოს, ერთ პრობლემაზე მინდა გავამახვილო ურადღება, რაც არც მთავრობის და არც ოპოზიციის დანაშაული არ არის, ეს უბრალოდ, ჩვენი საზოგადოების “ცუდი” მხარეა. არსებული სიტუაცია და ის რიგი პრობლემებისა, შთაბეჭდილება მრჩება ხალხს “ნაკლებად” აინტერესებს, იმასთან შედარებით ვიდრე თუ სად დაიბადა და გაიზარდა ინგა გრიგოლია(ამაზე ყურადღების გამახვილება, ალბათ იმ ადამიანების მთავარი “კოზირია” რომელთაც საკუთარი თავის რეალიზაცია და რაღაცის მიღწევა ვერ შეძლეს, მარტივ ენაზე, დაბოღმილი საზოგადოებას წარმოადგენენ ესეთი ადამიანები) და თუ რა მანქანით დადის ის. მე ვერ ვხვდები, როცა ადამიანი მუშაობს და მას აქვს შემოსავალი, რატომ არ უნდა დადიოდეს თუნდაც კარგი მანქანით? თუ ძაძებით უნდა შეიმოსოს? ის, ხომ ჩვეულებრივი ადამიანია და არა წმინდანი. კარგი იქნება თუ, შევეშვებით “გმირებისა” და “წმინდანების” ძიებას ჩვეულებრივ ადამიანებში.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: