“ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი…”

რა ხდება ჩვენს თავს? არაფერი კარგი და არაფერი ცუდი…ანუ? სადღაც შუაში ვართ გაჭედილები, ვერც წინ მივდივართ და ვერც უკან. გადავავლოთ თვალი გარშემო გაბატონებულ სიტუაციას და მივხვდებით, თუ რაოდენ ძნელია ერთმანეთისგან გამოყო კარგი და ცუდი. ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ცხოვრების დონე უფრო და უფრო აიწიოს. დაასაქმონ, რაც შეიძლება მეტი, განავითარონ ინფრასტრუქტურა, აღარ არსებობდეს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ხალხი, გაალამაზონ ფასადები, გახადონ ყველაფერი გამჭვირვალე და ა.შ. მაგრამ ხალხი მაინც უკმაყოფილოა. გული აქციებისკენ მიუწევთ და “რევოლუცია” ჯერ კიდევ აღაგზნებთ. საზოგადოების ამ მდგომარეობით კი, ოპოზიცია ისევ და ისევ ცდილობს “სარგებელი” ნახოს. ქუდზე კაცი ან ცეცხლი აინთო თამაში დაიწყო და ერთი მაშტაბური მიტინგიც მზადაა. ლიდერები კი გახლავთ, არც თუ შორეულ წარსულში ისეთი პიროვნებები, რომლებიც თავად იყვნენ მსგავსი აქციების დამრბევები, მაგრამ ხალხი დღეს მათთან ერთად “გაუმარჯოს” მრავალ ხმაში შლის. ხოლო რას გაუმარჯოს თავად არ იციან. გავიხსენოთ თითქმის “გმირად” შერაცხული უცნობი. რატომ? კარგი სიმღერების, პროექტი საკნის თუ “მიშა გადადექის” ღრიალის გამო? ნუთუ გმირები ამ ნიშნით ხდებიან საქართველოში? ან იქნებ წმინდანობის “ამბიციაც” აქვთ უკვე? რატომაც არა…ხალხი მათ მიყვება, უსმენს და კიდევ…თუმცა ბევრი დაიღალა, ახალ “ჭირს” შეჩვეული “ჭირი” ამჯობინა, ბევრიც მიხვდა, რომ თავადაც უნდა გაინძრეს და ქვეყნის თუ არა, საკუთარი ოჯახის კეთილდღეობისთვის იზრუნოს, ბევრსაც მოსწონს დღევანდელი ჩვენი სიტუაცია და ბედნიერია, ხოლო ოპოზიცია კვლავ ცეცხლის გაღვივებას და დაკარგული ნდობის(ამ შემთხვევაში ნამდვილად ვერ ვხვდები, როგორ უნდა გჯეროდეს ბრმად სრუალიად უცხო ადამიანის, რომ ცხოვრებას მოგიწყობს თუ, პრეზიდენტად აირჩევ) აღდგენას ცდილობს. გამოიზაფხულეს და ბუნაგებიდან გამოსვლაც დაიწყეს. საკანს ახალი პროექტი შეცვლის ტყიდან. უცნობს აშკარად ექსტრემისკენ მიდრეკილება აქვს და ხალხიც კვლავ აყროყინდება “საქართვე’ლ’ოს გაუმარჯოს” შეძახილებით. მერე ისევ დაიშლებიან, დაბინძურებულ ქუჩებს კვლავ დაალაგებენ. ჟურნალისტები ნაკლები ენთუზიაზმით გადასცემენ ყოველივეს. ოპოზიციის წარმომადგენლები სადმე მოჯდებიან და იტყვიან, “ბიჭო რამდენი ხალხი ავყარეთო”, კავკასია 24 საათიანი რეჟიმით გააშუქებს ამ ყველაფერს, უცნობთან ტყეში ირბენენ, მიშას ჩაეცინება, ხოლო ხალხი კიდევ ერთხელ საშინელ დაღლას იგრძნობს… “ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: