ზედმეტი ორიგინალურობა “კლავს”…

21-ე საუკუნეში სიახლეები არავის აღარ უკვირს. საზოგადოება მიეჩვია ნოვაციებს და დიდი ნაწილი ამ ყველაფერს უკვე დადებითად აფასებს. “აღმოჩენების” გამო ხალხს კოცონზე აღარ წვავენ. მიუხედავად ამისა, რაღაც ზღვარი მაინც არსებობს. ადამიანები იმისათვის, რომ პოპულარულები გახდნენ სხვადსხვა საშუალებებს მიმართავენ. უბრალოდ, არ მესმის იმ ადამიანების, ვინც უკვე პოპულარულები არიან და მაინც რაღაც “ორიგინალურს” ცდილობენ. მამაკაცები ქუსლებზე… ბიჭოლას ახალი “მიგნება”. ერთი შეხედვით შოკის მომგვრელი სიახლე, თუმცა არაფრის მომცემი, ანუ ეს ქართველ მამაკაცებს ნამდვილად არ უბიძგებს 11 სანტიმეტრიან ქუსლებზე შეხტნენ და “იკაკუნონ”🙂 . მართალია კაცებს ქალებმა შარვალი “წავართვით” (და არა მარტო შარვალი ), მაგრამ მამრობითი სქესის წარმომადგენლები ქუსლების წინაშე, დარწმუნებული ვარ უძლურები აღმოჩნდებიან🙂 (საინტერესოა სუსტი სქესის წარმომადგენლები ჩვენ ვართ, თუ კაცები? მათთვის “ქუსლებით” სიარული ხომ წარმოუდგენელია🙂 ). ალბათ დიაზაინერმა სწორედ ამის დამტკიცება განიზრახა, რომ თუ ქალი თავისუფლად დადის მაღალ ქუსლებზე და ბევრად სექსუალურია, რა დააშავეს კაცებმა? ხომ არ არიან ისინი ქალებთან შედარებით დაჩაგრულები? რატო არ იქმნება მამაკაცის მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი? ეს ის კითხვებია, რაც მე დამებადა🙂 . ბოლოს კი ქალებს მინდა ვკითხო, რა გირჩევნიათ, თქვენს გვერდით მომავალი მამაკაცი დაბალი იყოს თუ, ქუსლებზე შემხტარი და “ახოვანი” ?🙂 ისე, სქელ ქუსლს კიდევ არა უშავს, მაგრამ “შპილკა” ქუსლი და მამარი, მე რაღაც არ მეორიგინალურება🙂 .

  1. ღმერთო შენ გვიშველე!!!🙂

  2. მაგ ვიდეოს ნახვის შემდეგ ერთი აზრი მქონდა მხოლოდ… WTF????

  3. არაფერი ისე არ ამახინჯებს კაცს როგორც სინაზე (ჩემს თვალში რა თქმა უნდა ):)

  4. მგონი, ყველა ჩვენება და კოლექცია იმისთვის არ იქმნება, რომ ჩაიცვან და ატარონ. ზოგი, უბრალოდ, შოუა, არა? ისე, აღფრთოვანებული დავრჩი იმ ქუსლიანი მამაკაცების პლასტიკით, მაგრამ კოლექცია რაღაც უბრალო იყო, ახალი და განსაკუთრებული არა. ბიჭოლა საქს :))

  5. “მაგრამ “შპილკა” ქუსლი და მამარი, მე რაღაც არ მეორიგინალურება”
    ვაფასებ შენ თავშეკავებულობას შეფასებისას🙂🙂🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: