ახალი სტრიპტიზ კლუბი ”პროფილი”…

გუშინ მთელი საქართველო მაია ასათიანის გადაცემას, ”პროფილს” უყურებდა. წამყვანი მიხვდა, რომ მხოლოდ ცრემლის მოგვრითა და სიბრალულის განცდით მაყურებელს ეკრანებთან ვეღარ ”დააბამდა” და ორიგინალურ ხერხს მიმართა. სტუდია სტრიპტიზის მოცეკვავე გოგონებსა და მათ ”დედინაცვალს” დაუთმო. გოგონები გარდა იმისა, რომ სტრიპტიზის მოცეკვავეები არიან და ამ ყველაფერს ნამდვილად ლამაზად და ხარისხიანად აკეთებენ, უმაღლესი განათლების მქონენიც აღმოჩდნენ. თითოეულ მათგანს შეყვარებული ყავს და საქმიანობა, მათ იდეალურ ურთიერთობას ხელს სულაც არ უშლის. მოკლედ გადაცემის აღწერას ნადვილად არ ვაპირებ, უბრალოდ ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუშინდელი გადაცემა არა ზოგადად სტრიპტიზ კლუბებზე იყო, არამედ ერთი კონკრეტული (”დივა”) კლუბის რეკლამირებას უფრო გავდა. სავარაუდოდ ამ კლუბს კლიენტურა შემოაკლდა, მაიას ამდენი ცრემლი ყელში ამოუვიდა და ურთიერთ შეთანხმების ნიადაგზე ”hot show”-ც გაკეთდა. გადაცემის შემდეგ საზოგადოების ის ნაწილი, ვინც ჯერ კიდევ არ ყოფილა ”დივაში” ალბათ აუცილებლად მივა. კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, როგორც კლუბის პატრონმა აღნიშნა, გოგონას ”მოხსნა” მათთან არ მოსულა, თუმცა, გოგონებმა თავიანთი შეყვარებულები კლუბში გაიცნეს😉 გადაცემის ორიგინალურობის რა მოგახსენოთ, მაგრამ მე ნამდვილად მოლოდინი მქონდა,რომ მაია ასათიანი მძაფრი შეგრძნებების აღსაძვრელად, სტრიპტიზს თავადა შეგვისრულებდა🙂 მართალია ცეკვა არ შედგა, მაგრამ პირდაპირ ეთერში ”დივას” მეპატრონე ნამდვილად გათხოვდა (მეშვიდედ)🙂 როცა ამ ტიპის გადაცემას აკეთებ, ალბათ ბევრად საინტერესო იქნება თბილისში არსებული ყველა სტრიპტიზ კლუბის შესახებ საუბარი, და არა მხოლოდ კონკრეტულით შემოფარგვლა. გადაცემის დასასრულს წამყვანმა აღნიშნა, რომ ამ ყველაფერს კრიტიკა მოყვებოდა, რაშიც არ შემცდარა🙂 როგორც კულუარებში ამბობენ, შემდეგ გადაცემაში სტუმრად ”მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის წარმომადგენლები” იქნებიან🙂

    • dato darbaidze
    • March 18th, 2011

    qartveli ris qartvelia rame cudi tu ar gamochxrikna :))))
    rac shexeba mag gadacemis reklamirebas paqtia iyo…
    albat maiam im qals shetavaza gadacemashi mosval da is qalic datanxmda mxolod erti pirobit rom tavis triptizis mocekvavebsac miwveva gadacemashi….

    nu me vtvli kai gadacema iyo… saidan sad sheileba adamianma miaxwios… magram albat vinc ar unda gamoicvalos 7 qmari albat titqmis igives miaxwevs :)))) ( es ubralod xumrobit ?)

  1. mtavaria mondomeba ( esec naxevrad xumrobit)🙂

    • ქეთი
    • March 31st, 2011

    უბრალოდ, დიდი სირცხვილია საქართველოში ასეთი რაღაცები რომ ხდება, უფრო და უფრო რომ ემატება ასეთ წმინდა ქვეყანას ახალ-ახალი გარყვნილების ბუდეები და რომ ხალხი ასე გაირყვნა და ირყვნება! დიდი სირცხვილია, რადგან ეს საქართველოს არ შეშვენის, ხოლო ქართველ ხალხს არ ეკადრება! ყოველივე ამის გაშუქება ხომ, საერთოდ, ძალიან თავზეხელაღებული “თავისუფლებაა.” იმედია რომ არა მხოლოდ ეს ახალი, არამედ ყველა ასეთი ბინძური კლუბი ხალხის მიუსვლელობის გამო დაიხურება!🙂😀😀😀

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: