“5 მოსალოდნელი ბირთვული კატასტროფა…”

” 5 პოტენციური ბირთვული კატასტროფა” ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას რადიო “თავისუფლება”, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, “განხილულია სხვადასხვა ქვეყნის 5 ატომური ელექტროსადგური, რომლებშიც უსაფრთხოება პრობლემას წარმოადგენს და პოტენციურ საფრთხეს შეიცავს. ჩამონათვალში პირველი სომხეთის მეწამორის ატომური ელექტროსადგურია. მდებარეობისა და ასაკის გამო მეწამორს ხშირად მიიჩნევენ ყოფილ საბჭოთა კავშირში ყველაზე სახიფათო რეაქტორად. გადაწყვეტილია, რომ ელექტროსადგური 2017 წელს შეწყვეტს მოქმედებას, მაგრამ ამჟამად მასზე მოდის სომხეთის ენერგომომარაგების 40 პროცენტი. როგორც იტყობინებიან, ხელისუფლება განიხილავს მის ადგილზე ახალი ელექტროსადგურის აშენების შესაძლებლობას. სიაში მეორეა დიდი ბრიტანეთის ატომური წყალქვეშა ფლოტის “ტრაიდენტის” ტიპის ატომური წყალქვეშა ნავი. ხუთეულში მესამეა რუმინეთის ჩერნავოდის ატომური ელექტროსადგური. ყველაზე მძიმედ გამოცემა რუსეთის ლენინგრადის ატომური ელექტროსადგურს აფასებს. ბოლოს კი ყურადღება გამახვილებულია აშშ-ის შტატ მიჩიგანის ენრიკო ფერმის სახელობის ატომური ელექტროსადგურზე. ”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: