სოფელი-LIVE…

დღევანდელი მდგომარეობა სოფლებში არც თუ სახარბიელოა. თითქმის ახალგაზრდების უმრავლესობას გული ქალაქისკენ მოუწევთ. სოფლად დარჩენის ვერანაირ პერსპექტივას ვერ ხედავენ. ასაკოვანი ხალხი კი, მიწის და საქონლის მოვლით არის დაკავებული, რათა აღებული ფული ქალაქში ჩამოსულ შვილებსა თუ შვილიშვილებს გამოუგზავნონ. არის თუ არა სავალალო ქვეყნისთვის სოფელში გაბატონებული ეს სიტუაცია? ალბათ უმრავლესობა დამეთანხმება, რომ კი. რა შეიძლება შეიცვალოს იმისათვის, რომ სოფლებში დარჩენა “გრეხად” აღარ ითვლებოდეს და ტურისტებისთვისაც ერთობ მიმზიდველად ვაქციოთ ის? ჯერ დავიწყოთ იმით, თუ რატომ ჩამოდის ახალგაზრდების უმრავლესობა ქალაქში? პირველ მიზეზად სწავლა-განათლების მიღება შეიძლება დავასახელოთ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად, ალბათ კარგი იქნებოდა სოფლებში სკოლების მოწესრიგება, უმაღლესი სასწავლებლების მშენებლობა, რათა სწავლას მოწყურებული ახალგაზრდებისათვის შეგვეძლოს კარგი სპეციალობისა და ცოდნის მინიჭება. მეორე მიზეზი გამეფებული მოწყენილობა გახლავთ. არანაირი გასართობი საშუალება თინეიჯერებისათვის. კარგი იქნებოდა, კინოს, თეატრის, გასართობი პარკების მშენებლობაც. საჭიროა აგრეთვე ე.წ. ინტერნეტ კაფეებით უზრუნველყოფა, რომ სოფლად მცხოვრები ხალხი უფრო აქტიურები გავხადოთ და საკუთარი თავის თვითრეალიზაციის საშუალება მივცეთ. რა ქნან შეყვარებულმა წყვილებმა, რომელთაც ერთად ყოფნის საშუალებად მხოლოდ ე.წ. ბირჟა, მდინარისა თუ წყაროს მიმდებარე ტერიტორია და ტყე გააჩნიათ. სწორედ ამ მიზეზთა გამო, შეიძლება ჩავთავალოთ, რომ სოფელში ცხოვრება ახალგაზრდებისთვის ყოვლად მიუღებელია. შედეგად კი, თუნდაც სოფლის მეურნეობის განვითარების საქმე არც თუ კარგად მიდის, ელემენტარული მიზეზის გამო, მიწაზე მომუშავეთა რიცხვი დღითი დღე მცირდება. სოფლების კეთილ-მოწყობა ალბათ ერთ-ერთ კარგი საშუალებად შეიძლება ჩაითვალოს ტურისტების მოსაზიდადაც, რადგან ბუნება ამის საშუალებას ნამდვილად იძლევა. განვავითაროთ სოფლები, ავაშენოთ სასტუმროები და გადავაქციოთ ის დასვენებისა და იქ მკვიდრი მოსახლეობისთვის ბევრად უფრო სასურველ ადგილად. თუმცა ამ ყველაფერს მეორე, ცუდი მხარეც შეიძლება აღმოვუჩინოთ. გააზარმაცებს თუ არა, ერთგვარი კომფორტის შექმნა სოფლებში ახალგაზრდებს? კულუარებში ხალხს ამ ყველაფერთან დაკავშირებით შემდეგი მოსააზრებები აქვს:

“ვერავითარი ტრაქტორები, წვეთოვანი მორწყვის სისტემები, თავდაყირა ბარვის ხელოვნება და კომბოსტოს რგვის ბურებისეული მეთოდი ვერ იხსნის სოფელს ახალგაზრდობისგან დაცლისგან.

რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს XXI საუკუნის ახალგაზრდას აღარ აკმაყოფილებს სოფლის ბირჟაზე მოყოლილი ამბები, თევზაობა-ნადირობა და რთველი..

მას სჭირდება თავისუფალი დროის კარგად გატარება, კომპიუტერიც, ინტერნეტიც, კაფეებიც და ბარებიც, ბიბლიოთეკებიც, პარკებიც და შეყვარებულთან ერთად სადმე წასვლის საშუალებაც.

მოდი პირდაპირ ვთქვათ.. რა ჯანდაბად მინდა 120 000 ტონა მოწეული ყურძნით აღებული ფული, თუ იმ ფულს ვერსად ვერ დავხარჯავ.. ”

“ფულს როცა იშოვნის, ჩამოვიდეს ქალაქსა, გაერთოს და მერე უკან დაბრუნდეს და ისევ იშრომოს.
ღამის ბარები და დისკო კლუბები გააზარმაცებს და ისა კიდე, გარყვნის გლეხს!
ასევე ბევრი ნისია დაუგროვდებათ და მერე მოსავალს რომ გაჰყიდის, ის ფული სულ ნისიაში წაუვა და დარჩება ხახამშრალი!
წინააღდეგი ვარ”

“სოციალისტური სოფელი ვეღარ დაბრუნდაბა ვერასდროს. ყველაზე მეტი რაც ქალაქგარეთ შეიძლება იყოს, არის რაიმე ინდუსტრიულ ობიექტთან მიმაგრებული დაბის ტიპის დასახლებები. სოფლის მეურნეობის მომავალი ფერმერულ მეურნეობაშია.”

“ისე ინტერნეტიც გააზარმაცებს რომელი ჯობია ეხლა კარგი გოგოსთან ჩატაობა თუ თოხნა ბარვა?”

“პრობლემა ამოხახული შადრევნებით, ტროლეიბუსის კარკასში გახსნილი კინოთეატრებით, და ნახანძრალ სოფლის კლუბებში გახსნილი ღამის კლუბებით ვერ მოგვარდება. წესიერი ინფრასტრუქტურა უნდა გაკეთდეს. არაა საქართველო იმხელა ქვეყანა რო პროვინციები არსებობდეს 21 საუკუნეში. საქართველო უნდა იქცეს ერთ მთლიან ურბანულ ზონად, სადაც სიტყვაზე ტიბაანიდან ქუთაისში დღისით ჩასვლა სასეირნოდ ან სამუშაოდ და ღამით უკან ტიბაანში დაბრუნება დასაძინებლად იქნება უბრალო ამბავი.”

“მოკიდოს მერე მის ფულს ხელი და თავად გამართოს კინო-ბარი-რესტორანი თუ რაც უნდა, გასართობად და საღლიცინოდ….
სოფელზეც იქნება მიმაგრებული, და ფულსაც მეტს იშოვის.”

“ჩემს სოფელში იყო ისეთი კარგი კლუბი, არქიტექტურა ქონდა მარტო ისეთი რომ მოვყვე მაინც არ დაიჯერებთ და სურათი არ მაქვს. აბსოლუტურად განსხვავებოდა “ტიპიური” კლუბებისგან…
იქ იყო კინო, გასტროლებზე ჩამოდიოდა თეატრი და რავი, არ იგრძნობოდა ისეთი განსხვავება სოფლისა და ქალაქის “დონეებს” შორის
ახლა იმის აღდგენას ახალი ააშენო ჯობია
აბსოლუტურად გაპარტახებულია
რომ ჩავდივარ და ვუყურებ საშინელი განცდა მრჩება

“პირველ ეტაპზე იმედმა გააკეთოს გადაცემა – ჩხოროწყუ ლაივი… ”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: