მივესალმოთ ერთმანეთს…

გუშინ უნივერსიტეტში მისულს ჩემი ყოფილი ლექტორი შემხვდა, ვაპირებდი მისალმებას, რაგდან “გამარჯობა ღვთისაა” და როგორც უკვე გითხარით ჩემი ლექტორი იყო, მაგრამ მისასალმებელი სიტყვა პირზე “შემეყინა”. მან გაბრაზებული სახითა და სწრაფი ნაბიჯებით ჩამიარა. ლექტორი vs სტუდენტი, მისთვის კი, ალბათ სტუდენტი vs ლექტორი უფრო სწორი იქნებოდა. გამარჯობის არ თქმის მიზეზად კი, ჩემს მიერ დაწერილი სტატია უნდა ჩავთვალო. ერთი ჩვეულებრივი საგაზეთო წერილი, სადაც ჩემი, რიგითი სტუდენტის დამოკიდებულება დავაფიქსირე და ავღნიშნე, რომ არსებულ საგნებს არა კომპეტენტური ადამიანები, მხოლოდ და მხოლოდ ამ საგანში, მიკითხავდნენ. ყოველივე ეს კი, “ომის” დაწყების მიზეზად იქცა. ნუთუ ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტისაგან მოითხოვენ თვალი დახუჭოს, იმაზე რაც არასწორია? ნუთუ ჟურნალისტიკა გულისხმობს იმას, რომ არ ვთქვა, არ დავწერო არსებულ პრობლემაზე, რადგან ეს ვიღაცას “ცუდათ მოხვდება” ? ადამიანები ხშირად ბრაზდებიან მაშინ, როცა სიმართლეს ეუბნებიან. მე ხშირად ესე მემართება, რადგან, როცა მართალი ვარ გაბრაზება ჩემგან ძალიან შორს დგას. სტატიაში ნახსენები მოუწესრიგებელი სიტუაცია, მთლიანად უნივერსიტეტს გულისხმობდა, თუმცა სხვა წარმომადგენლებისგან სწრაფი ნაბიჯებით ჩავლა და არ მისალმება არ შემხებია. ასაკობრივი სხვაობა ალბათ სწორედ იმისთვის არის, რომ ჩვენზე უფროსებმა “ცხვირის აწევას” თავი დაანებონ და უფრო მეგობრულები და “მიმტევებლები” გახდნენ (ისინიც იყვნენ ჩვენი ასაკის, მათაც არ მოსწონდათ რაღაც…). ვთვლი, რომ ლექტორის პასუხისმგებლობა სტუდენტის წინაშე ძალიან დიდია.პასუხისმგებლობა კი, კარგი ცოდნის მიცემას გულისხმობს. და ბოლოს… მივესალმოთ ერთმანეთს…გამარჯობა…

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: