“ქართველთა წვლილი კაცობრიობის განვითარების პროცესში…”

საზოგადოდ ყველა ერს თავისი მახასიათებელი ნიშან-თვისებები გააჩნია. თითოეულ მათგანს, რაღაც განსაკუთრებული აქვს. გამოირჩევიან ისეთებიც, რომელთა წვლილი კაცობრიობის პროგრესულ ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია. რითი გამოვირჩევით ჩვენ? ტექნოლოგიებში გდატრიალების ინიციატორები ნამდვილად არ ვართ. ერთ-ერთ უმდიდრეს ქვყანასაც არ წარმოვადგენთ. გაგვაჩნია ულამაზესი ბუნება, რასაც უცხოელებიც ადასტურებენ. ბუნებრივი რესურსების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით. ვართ ნიჭიერი ერი, ეს ცოტათი საკამათოა. გვაქვს ტრადიციები, სხვასაც აქვს ჩვენზე ბევრად ტრადიციულად ტრადიციული ტრადიციები. ყველაფერი ფარდობითია, რაღაც გვაქვს ვიღაცაზე ნაკლები და რაღაც მეტი. ხალხი კი, ქართველთა წვლილზე კაცობრიობის განვითარების პროცესში შემდეგს ფიქრობს:

“ცოტანი ვართ და სხვაზე ნაკლებ ზიანს ვაყენებთ დედამიწას.”

“პური? ანუ ხორბლის მოყვანა ჩვენ დავიწყეთ პირველად? ”

“ისე ხალიბებს და კოლხებს რომ თავი დავანებოთ, უკანასკნელ 500 წელიწადში რა წვლილი შევიტანეთ კაცობრიობის განვითარებაში? ოღონდ ფუნდამენტურ წვლილზეა საუბარი, ეხლა ალაგ-ალაგ ცნობილი ქართველების ჩამოთვლა არ დაიწყოთ”

“სტალინი
ასეა თუ ისე, მსოფლიო აშკარა დაღუპვას გადაარჩინა
და კიდე ბევრი, ლავრენტი ბერია”

“მეცნიერულად შეიძლება ბევრი ტრაქტატი არ დაწერეს, მაგრამ,გავეშებული ურდოები შეაჩერეს ან მათი ძალები.”

“ბიზანტიასთან და სომხეთთან ერთად ჩვენ ვიყავით ევროპის კედელი, რომელმაც ევროპა გამუსულმანებას და გამონღოლებას გადაარჩინა.

ბიზანტიასთან და სომხეთთან ერთად შუა საუკუნეებში ჩვენ მოვახერხეთ ანტიკური მემკვიდრეობის-განათლების გადარჩენა.

ჩვენ ვაჩუქეთ მსოფლიოს ვაზი და დიდი ალბათობით პური. ჩვენ მივეცით ბერძნებს ოქროს საწმისი. ჩვენთან გამორბოდნენ რომის, პართიის, ბიზანტიის ტახტისმაძიებლები.

ჩვენ გავუღეთ ევროპის კარი აფრიკიდან წამოსულ პირველ ადამიანს და ჩვენ დავბადეთ თეთრკანიანი რასა.”

“სენსორული ეკრანი, ევროსტარი, აიფედი, საკრედიტო ბარათი, ჩქაროსნული ლიფტი, ჰელიობჟენი, ლედ ნათურა, პოლიესტერი, შანელი 5, ლაზერი, ბანკომატი, როლექსი, ვიკიპედია, ვერტუ, უპილოტო თვითმფრინავი, UGG, პიცა, დივიდი, ჯიპიესი, რენტგენის აპარატი, ნუტელა, ბლექბერი, კოკა კოლა, ატომური ბომბი, პენიცილინი = ერთ აჭარულ ხაჭაპურს. ”

    • კახა
    • March 23rd, 2011

    საინტერესო ნააზრევია, მაგრამ ერთი გამოგრჩათ, ყველაზე დიდი ალბათობით ჩვენ მსოფლიოს ვაჩუქეთ რკინა. ამის შესახებ შემიძლია მოგაწოდოთ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია.

    • დიდი სიამოვნებით მივიღებ მოწოდებულ ინფორმაციას, mekmotsonelidze@gmail.com შეგიძლიათ გამომიგზავნოთ🙂

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: