“ნაქირავებ ბინაში მცხოვრებები არსებულ მისამართზე უნდა დარეგისტრირდნენ…”

გავრცელებული ინფორმაციით, ადამიანები, რომლებიც ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ არსებულ მისამართზე უნდა დარეგისტრირდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი პირადობის მოწმობები გაუქმდება, “სამოქალაქო რეესტრის სააგენტო მოქალაქეებს ფაქტობრივ საცხოვრებელ მისამართზე დარეგისტრირებისკენ მოუწოდებს. წინააღმდეგ შემთხვევაში მოქალაქეები შესაძლოა, იურიდიული მისამართიდან მოიხსნან. მოქალაქე, რომელიც ექვს თვეზე მეტია, ახალ მისამართზე ცხოვრობს, ვალდებულია, ამ მისამართზე დარეგისტრირდეს, იმის მიუხედავად, საცხოვრებელი მისი საკუთრებაა თუ არა. “მესაკუთრეებს ხშირად ეშინიათ ნათესავისთვის ან მეგობრისთვის ნებართვის მიცემა, რომ ბინაში დარეგისტრირდეს, ვინაიდან ჰგონიათ, რომ ეს ქონებრივ უფლებებს წარმოშობს. ქონებრივ უფლებებს არ წარმოშობს მისამართზე რეგისტრაცია. ასე რომ, თუ სადმე ნაქირავებ ბინაში ვინმე ცხოვრობს, ეს მესაკუთრეებს პრობლემას საკუთრებაზე არ შეუქმნის. მესაკუთრეს არ ეკისრება პირდაპირი ვალდებულება, კანონით ვინმე დაარეგისტრიროს, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ გადასახადს არიდებს თავს. ადამიანი თუ ცხოვრობს, წყალს მოიხმარს, შესაბამისად, გადასახადი უნდა გადაიხადოს. რეგისტრაცია ნიშნავს, უბრალოდ, მისამართის დაფიქსირებას და მატერიალური შედეგი, რაც ამას უკავშირდება, კომუნალური გადასახადებია”,-განაცხადა გიორგი გაბრიელაშვილმა.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: