ახალი ჭორები სამარშუტო ტაქსებთან დაკავშირებით…

ყველას კარგად გვახსოვს გაფიცული მძღოლები, მგზავრობის მოსალოდენელი გაძვირებული ფასები, რასაც სამარშუტო ტაქსებთან დაკავშირებით, ახალი “ჭორი” ემატება. ვინც ყვითელი ავტობუსებით მგზავრობს, კარგად მოეხსენება, რომ ავტობუსს სურვილისამებრ ნებისმიერ გაჩერებაზე ვერ გააჩერებ, სწორედ ამიტომ ირჩევდა ხშირად მგზავრი, “გადავსებული მარშუტკით” მგზავრობას, რადგან შემდეგ ტრასპორტი მისთვის მოსახერხებელ ადგილას გაეჩერებინა. ახლა კი, ახალი მარშუტკების შემთხვევაში, ეს ასე აღარ იქნება. ყვითელი ავტობუსების მსგავსად, მარშუტკებიც მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტულ გაჩერებებზე გააჩერებენ. ამ შემთხვევაში კი, ნამდვილად ვერ ვხვდები, რა აზრი აქვს მარშუტკის დანიშვნას, ამას არ ჯობია ავტობუსები დაამატონ? და კიდევ ერთი “ჭორი”, მძღოლების ასაკი შეზღუდული იქნება.

როგორც თავად ისინი ამბობენ, მარშუტკას 40 წლამდე მამაკაცები ატარებენ. რა ქნან 40-ის ზემოთ მამაკაცებმა, რომელთა ოჯახის შემოსავალს “მძღოლობით” ნაშოვნი ფული წარმოადგენდა? ნუთუ 40-ს ზემოთ მამაკაცები “უუნაროები” ხდებიან? რაც შეეხება გამოცდილებას, ვფიქრობ, რომ ასაკით არ უნდა ვსაზღვრავდეთ. იმედი მაქვს, ყველა ის მძღოლი, რომელიც სამუშაოს აქამდე თავს პატიოსნად ართმევდა, სამსახურს ასაკის განმსაზღვრელი ციფრის გამო არ დაკარგავს.

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: