“სახალხო კრება აღდგომის შემდეგ რევოლუციისთვის ემზადება…”

“სახალხო კრება რევოლუციისთვის ემზადება. განცხადება ამასთან დაკავშირებით კალათბურთის სასახლეში “სახალხო კრების ღონისძიებაზე გაკეთდა.
როგორც სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს წარმომადგენელმა ნონა გაფრინდაშვილმა განაცხდა, აღდგომის შემდეგ, ისინი გამოაცხადებენ დაუმორჩილებლობის კონკრეტულ თარიღს. მისი განცხადებით, ეს გადაწყვეტილება აღმასრულებელმა საბჭომ მიიღო. 24-საათიან რეჟიმში მთელი საქართველოს მასშტაბით გამოცხადდება მობილიზაცია და ბრძოლის საბოლოო ეტაპს დაიწყებენ.
მანამდე, ნინო ბურჯანაძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანას დღეს, სამწუხაროდ, რევოლუცია სჭირდება და თუ სხვა გამოსავალს არ დაუტოვებენ ხელისუფლების წარმომადგენლები ხალხს, ამისთვის მზად არიან.
“ოღონდ ეს უნდა იყოს მშვიდობიანი. არასოდეს არ არის გვიან ხალხის სამსახურში ჩადგომა. ჯარს და პოლიციას მივმართავ, ემსახუროს ხალხს და არა ხელისუფლებას”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ და აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, ჯარი და პოლიცია ხალხის მხარეს დადგება.”

დასმულ კითხვაზე, “რა გრძნობებს აღძრავს თქვენში ეს ქალი? – სიძულვილს? აღტაცებას?” ხალხი შემდეგს პასუხობს,

“დაუმორჩილებლობას აზრი აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ხალხის რაოდენობა იქნება საკმარისი
ეჭვი მეპარება რომ ეს შეძლონ
და ეხლა თუ სადღაც 15 კაცი წამოწვება და აღარ ვიმუშავებო გამოაცხადებს
რაც უნდათ ის უქნიათ.

მე პირადად ამათ ნამდვილად არ ავყვები”

“კითხვა მაქვს ეს ბურჯანაძისეული ვარიანტია და გაჩეჩილაძეების როდის დაიდება იმათ სხვა თარიღი ექნებათ ,
2 რევოლუცია”

“მშვიდობიანი უსისხლო რევოლუცია ალბათ ბეისბოლის ბიტებით იქნება.”

“რატო 2
… რატო 3 ან 4 არა?
რაც მეტი მით უკეთესი
… თუ არ გვეშველება გინესის წიგნში მაინც შევალთ
… შეიძლება “წითელ წიგნშიც” პარალელურად”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: