“დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვი…”

ფორუმ.ge-ზე ახალი თემა გაიხსნა, რომლის მოწოდებაცაა “დავაპუროთ თუნდაც ერთი ბავშვი”… საზოგადოების ნაწილი შემდეგ მოსაზრებებს გამოთქვამს:

“რომ ფორუმში პოსტვის და +1-ის წერის მაგივრად მატერიალურად დავხმარებოდით გაჭირვებული ოჯახების ბავშვებს . ამ კონკრეტულ სემთხვევაზე ვერაფერს გეტყვით … რატომ გარდაიცვალა ის ბავშვი , როგორ მივიდა ამ მდგომარეობამდე … ფაქტია , რომ საქართველოში არსებობენ ოჯახები , სადაც არა მარტო უფროსები , არამედ ბავშვებიც შიმშილობენ , ან უბრალოდ არ ჰყოფნით საკვები .
პირადად ჩემთვის ძნელი წარმოსადგენია მშიერი ბავშვი .”

“10 ლარი ყოველთვიურად .
თითო გაჭირვებულ ოჯახს თვეში 100 ლარით რომ დავეხმაროთ .
ამით ბევრს ვერაფერს შევძლებთ , მაგრამ შევუმსუბუქებთ მაინც გაჭირვებულ ყოფას .
თუნდაც სულ ოდნავ .
თუნდაც რამდენჯერმე არ დაიძინებს ბავშვი მშიერი .”

“და კიდევ !!!! თუ ეს საქმე გამოგვივიდა , პირობას ვდებ , რომ ჩემს ქალაქში და თუნდაც მის გარეთაც ( “ჩემი ქალაქი” გერმანიაშია ) დავივლი სათითაოდ ორგანიზაციებს თუ ფირმებს , გავაცნობ ჩვენს ქველმოქმედებას , დავანამუსებ და მოვუწოდებ , რომ შემოგვიერთდნენ . თითომ რომ ყოველთვე 50-100 ევრო შემოგვწიროს , მათთვის ბევრი არაფერი იქნება , ჩვენთვის კი …
ამ ფულის და ჩემი “საწევროს” ყოველთვიურ მოწოდებას ჩემს თავზე ვიღებ . მოკლედ .. ხალხო … იქნებ რამე გამოგვივიდეს … არ დაგეზაროთ რა . მართლა კარგ საქმეს გავაკეთებთ .”

“აქაც დავწერ, მხოლოდ ფულადი დახმარება ცოტაა, ოჯახისთვის ტანსაცმელი და საჭირო ნივთებიც შეიძლება შეგროვდეს…
ვისაც რისი საშუალება ექნება, იმით დაეხმარება”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: