“ავღანეთის მისიის მორიგი ქართველი მსხვერპლი…”

“ავღანეთში დაჭრილი ქართველი კაპრალი ვალერი ვერსკიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია თავდაცვის სამინისტრომ გააგვრცელა.

სამინისტროს ინფორმაციით, ვალერი ვერსკიანი 5 მარტს, მისიის შესრულების დროს ნაღმზე აფეთქდა და მძიმედ დაიჭრა. ის მკურნალობას გერმანიაში, სამხედრო ჰოსპიტალში გადიოდა. კაპრალს აფეთქების შედეგად ყელის არეში სამი ჭრილობა ჰქონდა.

ვალერი ვერსკიანი 32-ე ბატალიონის შემადგენლობაში ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებშ,ი ჰელმანდის პროვინციაში მსახურობდა. ვერსკიანი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2007 წლიდან ირიცხება.

სამინისტრო ასევე აღნიშნავს, რომ სამხედრო ჰოსპიტალში მკურნალობას გადიან მისიის შესრულების დროს დაჭრილი 32-ე ბატალიონის მსუბუქი ქვეითი ასეულის მეთაური კაპიტანი ალუდა სეთურიძე და კაპრალი რევაზ გორგაძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს კაპრალ ვალერი ვერსკიანის გარდაცვალების გამო. ” http://www.presa.ge/new/

ავღანეთის მისიის მორიგი ქართველი მსხვერპლი, ამასთან დაკავშირებით ხალხი შემდეგს ფიქრობს:

“დღემდე ვერ გავიგე რას ვაკეთებთ ავღანეთში

ნატოში არაო, იარაღი არაო, ევროკავშირში არაო, არ მესმის, გამაგებინეთ რას ვაკეთებთ ავღანეთში”

“საქართველოს ვიცავთ რუსეთისგან, სხვა საშუალება ამერიკის “კეთილგანწობის” მოსაპოვებლად ვერ მოვნახეთ”

“ამ ბოლო დროს მსხვერპლი გახშირდა ჩვენს კონტიგენტში,ეტყობა ჩვენები აქტიურ საბრძოლო მოქმედებებში არიან ჩართული,ან თალიბების განსაკუთრებული აქტივობის ზონაში უწევთ სამხედრო სამსახურის გავლა.
პ.ს იმედია სრული სამხედრო პატივით დაკრძალავენ და მასმედიაც ფართოდ გააშუქებს.”

“სამშობლოს დაცვისას გაღებული მსხვერპლი და სხვის ომში მონაწილეობისას გაღებული ერთი და იგივე გგონიათ მიშისტებს და მე ვერ გიშველით”

“ძალიან მეცოდებიან ავღანეთში დაღუპულები, მაგრამ ვერ ვიგებ
რატომ მიდიან.”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: