“საქართველოში არავინ სვამს, არავის რჩება გაზი მოშვებული და საერთოდ არავინ კვდება ბუნებრივი სიკვდილით…”

ადამიანი იბადება და შემდეგ კვდება. ეს ის პროცესი გახლავთ, რასაც  ვერავინ ვერ გაექცევა. არსებობს ტრაგიკულად დაღუპული, ბუნებრივი სიკვდილით გარდაცვლილი, სხვადასხვა დაავედებების შედეგად გარდაცვლილი, მოკლული და ა.შ. რაც უფრო ცნობილია ადამიანი სიცოცხლეში, მით უფრო მეტი მითქმა-მოთქმა, დრამატიზირება და ხანდახან ე.წ. მითური დამოკიდებულებაც კი ახლავს მის სიკვდილს.  2011 წლის 28 თებერვალს 69 წლის ასაკში პოლიტოლოგი რამაზ კლიმიაშვილი გარდაიცვალა. ის საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პიროვნების გარდაცვალებისას სხვადასხვა ორგანიზაციები იღებენ საკუთარ თავზე გამოძიების წარმართვას, რაც მხოლოდ მათ კომპეტენციაში შედის. თუმცა საზოგადოებისთვის ხშირად მსგავსი შემთხვევები ახალი, აქტუალური თემების დაწყების დასაბამი ხდება.  რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრის გამოთმაა შესაძლებელი.  აი რას წერენ ფორუმ.ge-ზე რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით:

დაიკითხოს forum.ge”

კითხვები რამაზ კლიმიაშვილის გარდაცვალებაზე… პოლიტოლოგ რამაზ კლიმიაშვილის მეგობრის, მარინა ტერენტიევას ჩვენებამ, რომელიც შსს-მ გაავრცელა, ბევრი ეჭვი და კითხვის ნიშანი დაბადა.
რატომ არ ემთხვევა ერთმანეთს ტერენტიევას ნაამბობი ჩვენებასა და საგაზეთო ინტერვიუებში. იყო თუ არა მართლა კლიმიაშვილის სახლის კარი ღია მისი გარდაცვალების მომენტში? რის თქმას აპირებდა კლიმიაშვილი გარდაცვალებამდე 2 დღით ადრე და რა სკანდალურ მასალას ჰპირდებოდა იგი ჟურნალისტს? ვინ ნახა მან სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მაღაზია “ნიკორაში” და სად წავიდა გაყიდული ბინის თანხა? და ბოლოს, რას ნიშნავს პოლიტოლოგის გარდაცვალებამდე 6 დღით ადრე “თბილისის ფორუმზე” გამოქვეყნებული გამოკითხვა კითხვით – “რამაზი ხომ კარგად არის, კლიმიაშვილი? სად დაიკარგა? – ეს კითხვები დღემდე უპასუხოდ რჩება.
“palitratv”-ი ამ თემით დაინტერესდა”

“პალიტრა იმით დაინტერესებულიყო, რამდენს სვამდა და რა სიხშირით ბატონი კლიმიაშვილი.
რამდენი ქონდა ვალი და რამდენი თვის ბინის ქირა ჰქონდა გადაუხდელი.
ან გაკვეთის მასალები მოეძიათ, რამოდენიმე დღის უჭმელი რომ იყო ადამიანი და კუჭში ალკოჰოლის გარდა არაფერი რომ არ აღმოაჩნდა.

დამესიეთ ახლა, ალკოჰოლიკობას აბრალებ კლიმიაშვილსო.
ზუსტად ვიცი რაც დავწერე და არცერთი სიტყვა არაა ტყუილი.

წყაროს ვერ დავასახელებ.”

“მოკლეს ადამიანი და ახლა ეს ვიღაც პირწავარდნილი ბებერი მიშისტები ათას საზიზღრობას აბრალებენ გარდაცვლილს
ზუსტად ჟვანიას ამბავი გაიმეორეს”

“საქართველოში არავინ სვამს, არავის რჩება გაზი მოშვებული და საერთოდ არავინ კვდება ბუნებრივი სიკვდილით.
ყველას მიშა ხოცავს.”

“1 აპრილიდან, თბილისის კინოთეატრებში, ახალი ქართული დეტექტიური ტრილერი: კლიმიაშვილის საქმე.”

  1. No trackbacks yet.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: